Aylık Arşivler: b21Cuma22142196+00:00

"Avrupalı Sosyalistler" siyasi partisinin başkanı Fridon Injia ve partinin siyasi ekibi, ABD Dışişleri Bakanlığı'nın yargı temsilcilerine yaptırım uygulanmasına ilişkin kararını Avrupa'nın yargı sistemine ağır bir müdahale olarak değerlendiriyor. bağımsız, egemen devlet Gürcistan.

📍 "Avrupalı Sosyalistler" siyasi partisinin başkanı Fridon Injia ve partinin siyasi ekibi, ABD Dışişleri Bakanlığı'nın yargı temsilcilerine yaptırım uygulanmasına ilişkin kararını Avrupa'nın yargı sistemine ağır bir müdahale olarak değerlendiriyor. bağımsız, egemen devlet Gürcistan.

🔶 „აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ეს არის უხეში ჩარევა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე. უცნობია, თუ რა ინფორმაციის საფუძველზე იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებას, რითაც აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს და მის მოსახლეობას“. – ნათქვამია განცხადებაში.

🔶 „ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასანქცირება მოგონილი თემაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნების მიმართ საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოში აშშ-ს საელჩომ, ამერიკაში გამგზავრების მსურველთა დაახლოებით 70% -ს უთხრა უარი ვიზის მიღებაზე – ასე ვთქვათ, ათასობით საქართველოს მოქალაქე „დაასანქცირა“. დღეს მათ შორის არის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ არის კარგად გამიზნული გეგმის ნაწილი, რომელიც ჩვენი აზრით, მიზნად ისახავს, ქვეყანაში რადიკალურ-დესტრუქციული და ფსევდო დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების წახალისებას, შემდგომი არეულობითა და დესტაბილიზაციით ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად“. – აღნიშნულია განცხადებაში.

🔶 „ეს არის პოლიტიკური აქცია, იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც მიმართულია საქართველოს სასამრთლო სისტემის გაკონტროლებისკენ, რათა მართლმსაჯულება საქართველოში გადავიდეს ფსევდო ლიბერალური ძალების სრული კონტროლის ქვეშ, რითაც ხელისუფლების ეს შტო გახდება ადვილად მართვადი საბოლოო მიზნის – არჩეული ხელისუფლების შესაცვლელად. ხოლო ეს რევოლუციური, თუ ვადამდელი არჩევნების გზით მოხდება, გარე თუ შიდა რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური გემოვნების საკითხია“. – აღნიშნულია განცხადებაში.

🔶 „ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ მართლაც არსებობს მასშტაბური კორუფციული სქემები და მათი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალები, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების დონეზე, რაც საკმაოდ ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო მონაცემებით კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო სტაგნაციას განიცდის და ევროპის მრავალ ქვეყანას უსწრებს წინ“.- აღნიშნულია განცხადებაში.

🔶 „მოვუწოდებთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ნუ მიაყენებენ ჩრდილს საქართვლოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ 30 წლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერობას, რომელიც არ შედის ჩვენი ხალხების ინტერსებში“. – ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სახელმწიფოში დაამკვიდროთ კანონის უზენაესობა, აღადგინეთ სასჯელის შეკრებითობის პრინციპი. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი – ფრიდონ ინჯია

📍 კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სახელმწიფოში დაამკვიდროთ კანონის უზენაესობა, აღადგინეთ სასჯელის შეკრებითობის პრინციპი. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი – ფრიდონ ინჯია

🔶 2005 წლის 10 მაისს, ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტისას, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ცერემონიალის დროს, ვოვა არუთინიანმა ამერიკის პრეზდენტის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა სცადა.

🔶 დამნაშავის იდენტიფიცირება გეოსტაციონალურ ორბიტაზე, (რომლის სიმაღლე არის 35დან 40 კილომეტრამდე, ესე იგი, 35 ათასი მეტრი) გადაღებული ფოტო-სურათით მოხდა. ტერაქტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. არუთინიანს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა.

🔶 7-9 მარტს პარლამენტთან აქციის დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისას აქციის მონაწილეთა და პოლიციელებს შორის მანძილი 10 მეტრიც არ იყო.

🔶 ამის გათვალისწინებით, გაუგებარი მიზეზებით, დღეს რატომღაც შეუძლებელი ხდება იმ პირთა დადგენა, რომლებმაც 7-9 მარტის აქციის დროს დააზიანეს სახელმწიფო ქონება და გამოიყენეს ე.წ. მოლოტივის კოქტეილები პოლიციელების წინააღმდეგ, მათი სიცოცხლის მოსპობის მიზნით.

🔶 დაკავებულია აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. ცალკეული გარე ძალების მხრიდან ქართულ მართლმსაჯულებაზე მიმდინარეობს ზეწოლა საკმაოდ მგრძნობიარე თემაზე აპელირებით, რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამდე, ისევე როგორც ეს ხდება პატიმარ სააკაშვილის შემთხვევაში.

🔶 დღეისთვის, სასჯელის აღსრულება ხდება რამდენიმე ფორმით: პენიტენციურ დაწესებულებაში, შინა პატიმრობის გამოყენებით, ან ფსიქიატრიული პრობლემების შემთხვევაში, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

🔶 სახეზე გვყავს ახალი კლასტერი, მსჯავრდებულთა ჯგუფი, ბრალდებულთა კატეგორია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგანაც მოითხოვენ კანონის გვერდის ავლით ახალი და მათზე მორგებული განსაკუთრებული მიდგომების დამკვიდრებას. მაგალითად, სააკაშვილს დახურული სივრცის შიში აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდში დედა უზის და მოითხოვს თავისუფალ გარემოში ყოფნას, ოღონდ, არა დედასთან, არამედ სხვებთან ერთად. ლაზარეს შემთხვევაში, კი აპელირება ხდება მის გარეგნობაზე, იმიჯზე, მაგალითად, თმის შეფერილობაზე, რაც მისი მხარდამჭერების აზრით, ბრალდებულის განთავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს. ბარემ ხომ არ შეგვეტანა სისხლის სამართალში ახალი მუხლი, ამ კლასტერის კატეგორიისთვის? … ან საინტერესო იქნება, ხელისუფლებამ რომ გარეგნული იმიჯი შეიცვალოს, მაგალითისთვის, მამაკაცებმა თმები რომ გადაიღებონ, მაშინ „სამართლიანი“ და მისაღები იქნებოდა მათი გადაწყვეტილებები კანონის აღსრულების კუთხით ?! …

🔶 კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სახელმწიფოში დაამკვიდროთ კანონის უზენაესობა, აღადგინეთ სასჯელის შეკრებითობის პრინციპი. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანაბარი – რასის, ფერის, რწმენის, ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებისა, თუ თანამდებობის მიუხედავად.