9 მაისი მთელი კაცობრიობის ისტორიაში არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც არის ფაშიზმთან ბრძოლის სიმბოლო – ფრიდონ ინჯია

📍 9 მაისი მთელი კაცობრიობის ისტორიაში არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც არის ფაშიზმთან ბრძოლის სიმბოლო – ფრიდონ ინჯია

🔴 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ და პარტიის პოლიტიკურმა გუნდმა ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას და მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

🔴 „ეს არის ჩვენი წინაპრების დღესასწაული. ამ ომში იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები, ბებიები, მამები, ბიძები, ძმები. პირადად ჩემი ოჯახიდან იბრძოდნენ ჩემი მშობლები როგორც მამა, ასევე დედა ოყო ფრონტის ხაზზე მამაჩემთან ერთად. ასე რომ, დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი დღესასწაული, განსაკუთრებით ქართველი ხალხისთვის იმიტომ, რომ მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა. პარალელი, რომ გავავლოთ დღევანდელობასთან, უკრაინაში არ იქნება იმდენი მსხვერპლი, რაც ჩვენმა პატარა ქვეყანამ გაიღო ამ ომში შვილების სიცოცხლის სანაცვლოდ. დღესაც ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსოფლიში იყოს მშვიდობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და არ ჩაერთოს ომში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*