Kategori Arşivleri: Haberler

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიიჩნია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირები, ნარკოტიკულ საშულებებზე შემოწმებას უნდა გადიოდნენ მინიმუმ წელიწადში ერთხელ და ასევე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა არსებობდეს უცაბედად შემოწმების მექანიზმი.

🔷 დეპუტატის განცხადებით, ამ მხრივ არასრულყოფილია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ უქმდება ვალდებულება ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან დაკავშირებით.

🔷 აღნიშნული კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარმოადგინა.

🔷 „მე მაინტერესებს რა მდგომარეობაა საქართველოში ნარკოტიკებთან მიმართებაში და არა მგონია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა იყოს სახარბიელო. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 „თუ ადამიანს აქვს ნარკოტიკული ნივთიერებისადმი მიდრეკილება, ის არ უნდა მუშაობდეს საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მით უმეტეს სახელმწიფო სამსახურში. რადგან ასეთი ადამიანი ჯეროვნად ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამიტომ, ეფექტური და შედეგიანი იქნება, თუკი სახელმწიფო სამსახურში მყოფი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირები ნარკოტიკულ ნივთიერებაზე შემოწმებას გაივლიან მინიმუმ წელიწადში ერთხელ“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

Beyan

📍 „ევროპელი სოციალისტების“

📍 Gan ts kha d e ba

🔷 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ.

🔷 „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველო-ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაშიც ჩვენს პარტიას თავისი მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.

🔷 სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობის დონეზე ჩინეთის პოლიტიკურ ხელმძვანელობასთან საფუძველი ჩაუყარა მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტატის სხდომაზე მეცნიერებათა აკადემიაში დღეს არსებული პრობლემების შეახებ ისაუბრა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტატის სხდომაზე მეცნიერებათა აკადემიაში დღეს არსებული პრობლემების შეახებ ისაუბრა.

🔷 პარლამენტის განათლებისა და მეცმიერების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“

🔷 დეპუტატის განცხადებით, მეცნიერებათა აკადემია და ზოგადად მეცნიერებას საქართველოში ყოველთვის ღირსეული ადგილი ეკავა და საქართველო ყოველთვის ამაყობდა მთელი რიგი ინსტიტუტებით, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში და მას შემდეგაც არსებობდა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებდა. თავად შენობაც ისტორიულია და ღმერთმა ქნას აღდგეს ის ძალა, რაც თავის დროზე ჰქონდათ მეცნიერებს.

🔷 „ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მეცნიერებათა ტევადი გენის მატარებელია. მეცნიერებათა აკადემია, რომელიც იყო, საბჭოთა კავშირის პერიოდში და მერეც, საამაყო იყო ყველასთვის. იქ იყო მთელი რიგი ინსტიტუტები მაგალითად, მათემატიკის ინსტიტუტი, ფიზიკის ინსტიტუტი, პროფესორი რამიშვილი, რომელმაც გოლოგრაფიის ერთერთი ფუძემდებელია. არ ვსაუბრობ მათემატიკის ინსტიტუტზე, ვეკუას სკოლაზე და ასე შემდეგ. აქ ითქვა და მეც ვეთანხმები, რომ იყო მცდელობა განადგურებულიყო მეცნიერებათა აკადემია, იმიტო რომ ეს იყო პოლიტიკა, რაც დაუშვებელია.

🔷 თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეგიონში სათანადო ადგილი დაიკავოს ამას ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, მით უფრო, ჩვენ გვაქვს სამინისტრო, რომლის დასახელებაშიც გვაქვს განათლება და მეცნიერება.

🔷 მეცნიერების დაფინანსება მინიმუმ ხუთჯერ მაინც უნდა გაიზარდოს და ამისთვის უნდა ავიღოთ ისეთი ქვეყნების მაგალითი, რომლებიც დღეს მართლაც სახეს წარმოადგენს და განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ეროვნული ბანკის საქმიანობის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც დეპუტატის განცხადებით, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტთან

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ეროვნული ბანკის საქმიანობის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც დეპუტატის განცხადებით, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტთან.

🔷 პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას მოუსმინეს. ინტერპელაციის წესით, ძირითად კითხვას თურნავასადმი წარმოადგენდა “ლიბერთის ბანკის” მიერ პენსიონერებისთვის გაცემულ საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის რეგულირების საკითხი.

🔷 „დღეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ორმხრივი. ერთი არის საშინაო და მეორე – საგარეო. ეროვნული ბანკის საგარეო პოლიტიკა მიბმულია მსოფლიო ბანკთან და სავალუტო ფონდთან და მათი ნებართვის გარეშე, ბევრი რამ შეუძლებელი ხდება და აქ საჭიროა დიდი ლავირება, რომ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს საბანკო სუვერენიტეტი, რაც ქვეყნისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ერთერთი საფუძველს წარმოადგენს. თუ ეროვნულ ბანკს აქვს სუვერენიტეტი, მაშინ ქვეყანას დიდი ძალა აქვს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში მოკლე ექსკურსი გააკეთა საქართველოში საბანკო და ფინანსური ორგანიზაციების შექმნის ისტორიის შესახებ, როდესაც საბანკო სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებდა, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, მოსახლეობისთვის სესხები ხელმისაწვდომ პროცენტებში გაიცემოდა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს საბანკო სექტორის დემონოპოლიზაციითვის. დეპუტატის აზრით, პენსიონერს უნდა ჰქონდეს უფლება, ნებისმიერი ბანკიდან, თუ ფინანსური ინსტიტუტიდან მიიღოს პენსია და იგი ამ მხრივ შეზღუდული არ უნდა იყოს.

🔷ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მთავრობა ამ მიმართულებით შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს, რითაც იქნება შესაძლებელი გადაიჭრას დღეს არსებული პრობლემები.

🔷 „ნათია თურნავა მიმაჩნია თავისი საქმის პროფესიონალად. იგი წარმატებული პიროვნებაა სტუდენტობიდან დაწყებული. მე დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნათია ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის სასიკეთოდ. ვფიქრობ, პენსიონერებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები წლის ბოლოსთვის იქნება გადაწყვეტილი და აქ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაბლა დაწევა. მჯერა, რომ ამისთვის შესაბამისი მექანიზმი გამოიძებნება ხელისუფლების მხრიდან“, – თვლის ფრიდონ ინჯია.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საბანკო სისტემაში არსებულ ოლოგოპოლიზმს, როდესაც კომერციული ბანკები წლის განმავლობაში უპრეცედენტო მოგებას ნახულობენ სწორედ სესხებზე დღეს არსებული მაღალი საბანკო პროცენტებით.

🔷 დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამონახოს ისეთი მექანიზმი, რომელიც საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემას გადაჭრის და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წინაშე წარდგება არგუმენტირებულად, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის ინტერსებშია.

🔷 „სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ყველა იმ პრობლემის მოწესრიგებაში, სადაც არის პრობლემები. ეს იქნება საბანკო სექტორი, ფარმაცევტული საქმიანობა თუ მრავალი სხვა სფერო, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

🔷 ყოველწლიურად, კომერციულ ბანკებს 2 მილიარდზე მეტი მოგება აქვთ. თუ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ, ამ საკითხების გადაწყვეტაში უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობა და მისი რეგულირება“, – მიაჩნია დეპუტატს.

🔷 ფრიდონ ინჯიამ ასევე ისაუბრა საქართველოში ციფრული ბანკის შექმნის შესახებ, რაც დეპუტატის აზრით, კომერციულ ბანკებთან ჯანსაღი კონკურენციისა და ზოგადად საბანკო სისტემის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.

🔷 „მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. როცა ჩვენ ვახორციელებთ საზღვარგარეთ ფულად გადარიცხვას, ან ნებისმეირ სხვა ფინანსურ ოპერაციას, მას სჭირდება სამი სამუშაო დღე, ხოლო ციფრული სისტემით ამ ოპერაციებისთვის საჭიროა მხოლოდ 5-10 წუთი.

🔷 ციფრული საბანკო სისტემის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი შეღავათია საკომისიო და საშუამავლო გადასახადები. ციფრული საბანკო სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის დემონოპოლიზაციას, რითაც შეიქმნება ჯანსაღი კონკურენციის გარემო და საბანკო სისტემა სწორი მიმართულებით განვითარდება. საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გამარტივებისთვის, ციფრული საბანკო სისტემით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტრონული პირადობის მოწმობა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის აზრით, რა თქმა უნდა, ციფრული საბანკო სისტემის მოწინააღმდეგეები იქნებიან კომერციული ბანკები, ან ყველა კომერციული ბანკი მოითხოვს ლიცენზიას, გადავიდეს ციფრულ საბანკო სისტემაზე და სწორედ, აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და უშუალოდ ეროვნული ბანკი თავისი სწორი პოლიტიკით. ასეთ შემთხვევაში ბევრი საკითხი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადაწყდება.

🔷 „მე იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად ჩაერთვება ამ საკითხების გადაწყვეტაში. მიმაჩნია, რომ აქ გადასაწყვეტი ბევრი არაფერია, ამისთვის მთავარია პოლიტიკური ნება და პროფესიონალების ჩართულობა. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერსებული, რომ ეს პროცესი იყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

საქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ძირძველი ქართველური ენების – მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის სახელმწიფო დონეზე დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რაზეც თავისი პოზიცია დააფიქსირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

📍 საქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ძირძველი ქართველური ენების – მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის სახელმწიფო დონეზე დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რაზეც თავისი პოზიცია დააფიქსირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის დაწყებისთანავე არაერთხელ დააყენა საკითხი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე როგორც პლენარულ სხდომაზე, ასევე საკომიტეტო განხილვებზე, უძველესი და იუნესკოს მიერ დაცული ქართველური ენების გადარჩენის შესახებ. ამის თაობაზე, ფრიდონ ინჯიამ ხელისუფლებას საკუთარი ინიციატივები შესთავაზა.

🔷 დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძირძველი ქართველური ენები დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას, რაც დაუშვებელია იქედან გამომდინარე, რომ ქართულ ენას სწორედ ეს ენები ასაზრდოებენ და საქართველოს იდენტობის ნაწილია.

🔷 უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის 22 თებერვლის პარალმენტის სხდომაზე საპარლამენტო ისტორიის მანძილზე უპრეცედენტოდ, გამონაკლისის სახით, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ საკითხზე გამოსვლები სწორედ, მეგრულ, სვანურ და ქართულ ენებზე მიმდინარეობდა.

🔷 „ჩემთვის ბედნიერი დღეა. მე ეხლა აქ მეგრულად საუბარს არ დავიწყებ, თუმცა, არც ისე ცუდად ვიცი. იმიტომ, რომ მეგრული ენა ჩემი მშობლიური – „ნანაშ ნინაე“ -(დედის ენაა), რომლითაც მე ენა ავიდგი.

🔷 ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს – ანა წითლიძეს შემართებისთვის, მამაცური გამოსვლისთვის და იმ სიმართლის გაჟღერებისთვის, რაც სათქმელი იყო. ასევე, ბატონ გუბაზ სანიკიძეს იმ ისტორიული წიაღსვლისთვის, რომელიც მან ტრიბუნიდან გააკეთა საქართველოს ძირძველი კუთხეებისა და ქართველური ენების ისტორიული მნივშენლობის შესახებ.

🔷 დაიკარგება მეგრული ენა? დაიკარგება სვანური ენა? დასაცავი გაგვიხდება ქართული ენა.

🔷 მეგრული და სვანური ენები ასაზრდოებს ქართულ ენას. თუმცა, დღეს ქართულ ენასაც დიდი პრობლემა აქვს.

🔷 ჩემს ინიციატივას დიდი გადაწყვეტა არ სჭირდება. არც კანონია მისაღები. ეს თავისუფლად შეუძლია გადაწყვეტოს განათლების სამინისტრომ.

🔷 გარკვეულ წილად, მე მომზადებული მაქვს ეს თემა და ვმუშაობდი ამ საკითხზე, თუ რა უნდა გააკეთოს განათლების სამინიტრომ. კერძოდ, ვისაც ექნება სურვილი, სკოლებში და სხვა სასაწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თუნდაც კონკრეტულ რეგიონებში სასწავლო პროგრამაში შევიდეს ქართველური ენების საბაზისო სწავლება, მაგრამ ეს ინიციატივა სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ვერ განხორციელდება“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქართული ენის შესახებ კანონის შესრულების აუცილებლობაზე, რაც დღეს ცალკეულ შემთხვევებში დარღვეულია. კერძოდ, ეს ეხება სახელმწიფო უწყებების მიერ სატელეფონო შეტყობინებების არა ქართული ანბანით, არამედ ლათინური შრიფტით გაგზავნას.

🔷 „დღეს მართლაც რომ გადასარჩენია მეგრული და სვანური ენები. ქართული სუფრა ისე არ ჩაივლის, რომ არ გაჟღერდეს მეგრული სიმღერა. ეს ჩვენი ცხოვრებაა. მეგრული ენა თავისი სიდიადით ძალიან დიდი ენაა.

🔷 მეგრულ ენაში შემორჩენილი და შემონახულია ისეთი განმარტებები და სიღრმისეული დატვირთვის მქონე სიტყვები, რომელიც იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს სხვაგან.

🔷 ქარული ენაც მძიმე სიტუაციაშია. სახელწმიფო დაწესებულება ლათინური ასოებით წერს და აგზავნის შეტყობინებას. არ სრულდება „ქართული ენის“ შესახებ კანონი. აი, ეს უნდა იყოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.