Gürcistan Parlamentosu'nun "Avrupalı Sosyalistler" siyasi grubu başkanı Fridon Injia, "Season TV"de Gürcistan ve dünyadaki güncel siyasi meseleleri değerlendirdi.

📍 Gürcistan Parlamentosu'nun "Avrupalı Sosyalistler" siyasi grubu başkanı Fridon Injia, "Season TV"de Gürcistan ve dünyadaki güncel siyasi meseleleri değerlendirdi.

🔶 დეპუტატმა აუდიტორიას გააცნო პოლიტიკური ჯგუფის უახლოესი საპარლამენტო გეგმები 30 აპრილის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც საკანონმდებლო პაკეტის უახლოეს პერიოდში პრეზენტაციას გულისხმობს.

🔶 „30 აპრილს თბილისში შედგა მანიფესტაცია, სადაც აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. ეს ის მოთხოვნებია, რომელიც საზოგადოებისა და ხალხის ძირითად სათქმელსა და გულისტკივილს წარმოადგენს და იგი ეხება, როგორც აღმასრულებელ ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლებას.

🔶 30 აპრილის აქციაზე გაჟღერებული მიმართვიდან მე ყურადღება გავამახვილე 8 მნიშვნელოვან და ძირითად პოსტულატზე, საიდანაც მე და ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა შევიმუშავეთ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის პრეზენტაცია მომავალ კვირას შედგება. პირველ ეტაპზე საზოგადოებას გავაცნობთ პირველ 3 კანონპროექტს და საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ ინიცირებული იქნება 7 კანონპროექტი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის განცხადებით, საზოგადოების და ხალხის მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე და ის შესაძლებლობები, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად ოპტიმალურად იყოს გამოყენებული, ისევ და ისევ ხალხის კეთილდღეობისთვის.

🔶 ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ითვალისწინებს „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ლგბტ თემასთან დაკავშირებით, ფრიდონ ინჯიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ ცვლილებებში არ არის საუბარი რაიმე ტიპის აკრძალვაზე. კანონპროექტში საუბარია პროპაგანდის შეზღუდვაზე ისეთ ადგილებში როგორიც არის სკოლები, საბავშვო ბაღები, ძირითადი სასწავლო დაწესებულებები, საზოგადოების თავშეყრის ადგილები, სკვერები, კინოთეატრები, რადგან განსხვავებული ორიენტაციის პირთა მხრიდან მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ფრიდონ ინჯიას თქმით, საზოგადოებისთვის არის დაუშვებელი და მიუღებელი.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია ცივილურად, როგორც ეს აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

🔶 „განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ ყოველთვის და არიან დღესაც და მათ არავინ არაფერს არ უკრძალავს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია მათი მხრიდან საკუთარი ორიენტაციისა და ზოგადად ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ჩვენ პატარა ერი ვართ, მაგრამ დიდი ისტორია გვაქვს. საუკუნეების მანძილზე მოვიტანეთ ჩვენი ადათ- წესები, ოჯახის სიწმინდე, ტრადიცია და სიყვარული. ჩვენი რწმენით, ქრისტიანობით მოვდივართ და ვართ დღემდე. ჩვენს ადათ -წესს ჩვენ ვერაფერში ვერ გავცვლით, რაც არ უნდა იყოს ეს, ფინანსური სარგებელი, თუ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ჩვენი იდენტობის ძირითადი მახასიათებელი როგორიც არის ოჯახი, ადათ-წესები, ტრადიცია, წინაპრებისა და ისტორიის პატივისცემა, ფასდაუდებელია და იგი არაფერში არ გაიცვლება, ეს არის ჩვენი ერის ქონება“. – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

🔶 გადაცემის წამყვანის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს დეპუტატი უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ არასახარბიელო განცხადებებსა თუ გამონათქვამებს, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური თავშეკავება მართებს.

🔶 „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. მსგავს განცხადებებზე არ უნდა მოახდინოს მძაფრი რეაგირება და გადადგას ნაბიჯები მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარ, რადგანაც ამ თვალსაზრისით პოლემიკაში და დაპირისპირებაში შესვლამ, შესაძლოა საქართველო დააზარალოს და ქვეყანას გარკვეულ საკითხებში ხელიც შეეშალოს.

🔶 დღეს, რომ გადავხედოთ უკრაინას, რეალობა არის ის, რომ ნახევარზე მეტი ქალაქი და დასახლებული პუნქტი განადგურებულია და აღარ არსებობს. უკრაინას თავისი პრობლემა აქვს და ვფიქრობ, დღეს არსებული გამოწვევები საქართველომ სწორად უნდა შეაფასოს და გონივრულად გადალახოს არსებული სირთულეები“.- მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 დეპუტატის აზრით, უკრაინაში დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შექმნილ ისტერიულ მიდგომაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ეგრეთ წოდებულ პარტიულ ტელევიზიებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ფრთის ქვეშ არსებული სხვადასხვა პარტიების ნარატივებს უწევენ პროპაგანდას, რაშიც საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას იღებენ.

🔶 ფრიდონ ინჯია იმედოვნებს, რომ ქართული საზოგადოება ნელ-ნელა, მოვლენების განვითარების შესაბამისად, მიხვდება და გააცნობიერებს იმ რეალობას, რა პოლიტიკური ვითარების წინაშე დგას დღეს ქვეყანა და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

🔶 რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულ კონკრეტულ რადიკალურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ მათ შესწევთ ძალა და უნარი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება განახორციელონ, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ამ საკითხებზე უნდა იმუშაონ ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, რათა მსგავსი ფაქტები არ დაუშვან და დროული რეაგირება მოახდინონ ასეთ ქმედებებზე.

🔶 სწორედ აქედან გამომდინარე, დეპუტატის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყოს თაროზე შემოდებული ათასობით საქმის განხილვა და აღასრულოს კანონის უზენაესობა. „ქვეყანაში უნდა სრულდებოდეს კანონი, უნდა ხდებოდეს დამნაშავის დასჯა. ასეთ ქვეყანაში განვითარების მეტი შესაძლებლობა და პერსპექტივა იარსებებს, სხვაგვარად კი, ქვეყანა მუდმივად იქნება დაძაბულ და პოლიტიკურად არასტაბილურ გარემოში“.

🔶 „კანონის ნახევრად შესრულება ანადგურებს კანონს და ზიანს აყენებს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესებს. ამიტომ, ხელისუფლებამ მაქსიმალური უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სახელმწიფოში დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა. რაც მისაღები იქნება ყველასთვის, მათ შორის, ევროპისთვის და ამერიკისთვის. სწორედ ასეთ შემთხვევაში მიაღწევს ქვეყანა განვითარებას და წინსვლას. საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი როგორც ევროპისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის. საქართველომ, კანონის უზენაესობით უნდა დაიკავოს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ამიერკავკასიაში“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ სამწუხარო რეალობაზე, რაც ახალგაზრდებში განათლების საკმაოდ დაბალი დონით არის განპირობებული. აქ იგულისხმება საკუთარი ქვეყნის ისტორიის, წარსულის, იდენტობის ძირითადი მახასიათებლის არ ცოდნა და განათლების სიმწირე, რაც დეპუტატის აზრით, ნაწილობრივ გამოწვეულია ტექნოლოგიური პროგრესით და ასევე, ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალგაზრდების ე.წ „ტვინების გამორეცხვის“ მიზანმიმართული ტენდენციითა თუ პროპაგანდით.

🔶 ფრიდონ ინჯიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს გარკვეული პრობლემები არსებობს და პარტია პოლიტიკურად დასუსტებულია, ეს არ ნიშნავს იმას, „ნაც.მოძრაობა“ დაიშლება. პირიქით, დეპუტატის აზრით, საჭირო დროს პარტიის ფრთის ქვეშ დღეს არსებული გარკვეული სატელიტი პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან და ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს.

🔶 ამ კონტექსტში კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებები, რაც ძირითადად „ნაც.მოძრაობის“ და მისი ფრთის ქვეშ არსებული პარტიების მხარდაჭერაში გამოიხატება, დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს არის საქართველოს საგარეო უწყების უსუსურობა. ფრიდონ ინჯიას აზრით, ასევე გაუგებარი და მიუღებელია ამერიკის ელჩი ერეოდეს და მით უფრო, იღებდეს გადაწყვეტილებებს ქვეყნის საშინაო საკითხებთან დაკავშირებით.

🔶 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში დიპლომატიაში არსებობს პრაქტიკა, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება კონკრეტული დიპლომატისგან მოითხოვს ახსნა-განმარტებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

„საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების და საელჩოების მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, მეგობრული ურთიერთობების მაქსიმალური გაღრმავება და ხელშეწყობა ორ ქვეყანას შორის“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ამის მაგალითად, დეპუტატმა მოიყვანა „3+3 ფორმატის“ პროექტი, რომელიც ინჯიას აზრით, საქართველოსთვის მომგებიანია და გაუგებარია ის წინააღმდეგობა, რაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან წამოვიდა.

🔶 „თურქეთი, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განთავისუფლდეს პოლიტიკური კონიუქტურისგან, თუკი ესა თუ ის პროექტი მისი ქვეყნისთვის არის მომგებიანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად სწორი პოლიტიკური ხედვა და სახელმწიფოებრივი აზროვნება. თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო განავითაროს და მოგება მოუტანოს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, იგი მაქსიმალურად არის ჩართული ეკონომიკურ პროექტებში და აქვს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერობები იგივე უკრაინასთან, რუსეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან. და დღეს კი, მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს ყველაზე დიდი შანსი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში, როგორც ენერგო მატარებლების გატარების კუთხით, ასევე სხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელების თავლსაზრისით“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც ძირითადი კონკურენცია მოქმედ პრეზიდენტს ერდოღანსა და პრო ამერიკელ კანდიდატს შორის მიმდინარეობს, ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, არჩევნებამდე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს და დღეს არსებული პოლიტიკური სურათი რადიკალურად სხვაგვარი გახდეს. დეპუტატი არჩევნების პირველივე ტურში საბოლოო შედეგებს არ ელოდება. იგი თურქეთში არ გამორიცხავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს. აქედან გამომდინარე, მისი თვალსაზრისით, საარჩევნო პროცედურების გათვალისწინებით, საბოლოო შედეგამდე, გარკვეული დრო იქნება საჭირო.

🔶 რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოს მხრიდან პოლიტიკური გავლენების მოხდენის შანსის შესახებ რომელიმე დიდ სახელმწიფოზე, როგორიც არის, თურქეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები ან რუსეთი, დეპუტატს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, მას არ ძალუძს მოახდინოს გარკვეული პოლიტიკური გავლენები მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებზე, ამიტომ საქართველოს და მის ხელისუფლებას ყველა მხრივ დიდი სიფრთხილეს გამოჩენა მართებს.

🔶 აქედან გამომდინარე, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საქართველომ უნდა შეძლოს ოქროს შუალედის პოვნა, დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და გამოიჩინოს პოლიტიკური სიფრთხილე ისევ და ისევ ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერსებიდან გამომდინარე, რადგანაც ცალსახად რომელიმე ქვეყანასთან პოლიტიკურად ასოცირება ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, თუ რუსეთი, ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს და იქნება დამღუპველი.

🔶 რაც შეეხება საქართველო – რუსეთის ურთიერთობებს, დეპუტატის განცხადებით, ახლა ჯერი რუსეთზეა, სწორედ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ეს იქნება უვიზო რეჟიმის შემოღება, თუ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რადგან თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილებები სწორედ რუსეთის ხელისულფებამ მიიღო.

🔶 საქართველო-რუსეთის ურთიერთობაშიც, დეპუტატის აზრით, საქართველოს მაქსიმალური სიფრთხილისა და სიმშვიდის შენარჩუნება მართებს, ვინაიდან არსებული შიდა თუ გარე ძალების მხრიდან პროვოკაციები გამორიცხული არ არის.

🔶 „ულტრა ლიბერალები დღეს არ აქცევენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 30-40 კილომეტრში დგას რუსული ჯარი და რუსული სამხედრო ბაზები. ამით რუსეთმა თავისი პოზიციები გაამყარა და ეს მათ შემთხვევით არ გაუკეთებიათ. ამით ამიერკავკასიაში მათ საქართველო დაბლოკეს. ღმერთმა ნუ ქნას მოხდეს გარკვეული ძალების მხრიდან პროვოკაციები, ასეთ შემთხვევაში საქართველო აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში და გახდება პოლიგონი. ერთი ბომბის გავარდნაც კი, ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს და მის ხელისუფლებას მართებს მაქსიმალური სიფრთხილე და ქვეყანა უნდა იყოს მისაღები რეგიონში როგორც სამეზობლოსთვის, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის“. – მიაჩნია დეპუტატს.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, კორუფციაზე იმ უკანონობაზე, რომელიც დღეს იქ არის.

🔶 „პრაქტიკულად, აფხაზეთში ახლა არის ის პერიოდი, რაც ჩვენ გავიარეთ 90-91 წლებში და შეიძლება უარესიც იყოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება დადგეს დრო პირველ რიგში, აფხაზებთან და შემდეგ რუსეთთან დალაპარაკების. შესაძლებელია შემუშავდეს დიალოგის ისეთი ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება აფხაზებისთვის, ქართველებისთვის და რუსებისთვისაც. სხვაგვარად არ გამოვა ურთიერთობა და ომით ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. სხვა გზა, გარდა დიალოგისა არ არსებობს. 30 წელია ვისმენთ შეშფოთებას და თუ ასე გავაგრძელეთ, კიდევ 30 წელი მოვისმენთ შეშფოთებასა და აღშფოთებას. აქ უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი როგორც რუსეთთან, ისე აფხაზებთან და ოსებთან. უნდა მოიძებნოს მოლაპარაკებების პოლიტიკური ფორმატი ყოველგვარი შუამავლების გარეშე, რაც შესაძლებელს გახდის დიალოგის პროცესი და ამ პროცესის შედეგი მისაღები და მომგებიანია იყოს ყველა მხარისთვის. ამით შეიძლება ყველაფერი დარეგულირდეს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*