主页

加入

成为欧洲社会主义者

熟悉程序,填写注册表,等待我们的代表来电!

Facebook

ევროპელი სოციალისტები • European Socialists 盖板
2,280
ევროპელი სოციალისტები • European Socialists

欧洲社会主义者 • 欧洲社会主义者

欧洲社会党的官方 Facebook 页面

❗️ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური პარტნიორისა და მეგობრის მიკ ვოლასის (Mick WALLACE) გამოსვლა ევროპარლამენტში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 🔺 „გასულ ივნისს საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, არა იმიტომ რომ მათ კრიტერიუმი ვერ შეასრულეს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისზე მეტად არ იყო გამოხატული ანტირუსული განწყობა.🔺 თქვენ, მოთხოვნების ჩამონათვალში, როგორც პირობა კანდიდატის სტატუსისთვის, დააყენეთ არა მშვიდობა, არამედ სააკაშვილის საკითხი. 🔺 ეს ადამიანი (სააკაშვილი) საქართველოში ამყარებდა ტერორს, როგორც პინოჩეტი და 300 ათასამდე მსჯავრდებული ჰყავდა სახელმწიფოში. მისი მმართველობის პერიოდში ხალხი დაზარალდა, დასახიჩრდა და ბევრიც გარდაიცვალა. 🔺 ამასობაში დასავლეთი აფინანსებს არასამთავრობოებს, რომლებიც განხეთქილებას თესავენ. როდესაც მთავრობამ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობოების საკითხს დააყენებდა დღის წესრიგში, ევროკავშირი მას თავს დაესხა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წლებია იგივე კანონი მოქმედებს, ხოლო ევროკავშირი ასევე, ამ კანონპროექტის მიღებას გეგმავს. 🔺 საქართველო არ არის დაინტერსებული ომით და მეორე ფრონტის გახსნით სახელმწიფოში. მას აქვს სურვილი ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველასთან და განსაკურებით მის მეზობელ ქვეყნებთან. 🔺 ევროკავშირიში გასაწევრიანებლად საქართველომ თავის სუვერენიტეტზე უნდა თქვას უარი? უნდა წაახალისოს ომი მშვიდობის ნაცვლად? 🔺 მიეცით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ნება მიეცით ხალხს უცხოური ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს უნდათ თუ არა ევროკავშირიში გაწევრიანება“.- აცხადებს მიკ ვოლასი. ... 看更多少看
在 Facebook 上查看
🔺 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან კლერ დეილთან (Clare DALY) და მიკ ვოლასთან (Mick WALLACE).🔴ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ 29 მაისის შეხვედრაზე, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტარ კლერ დეილთან (Clare DALY) და მიკ ვოლასთან (Mick WALLACE) ერთად გაიმართა. 🔴პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად და მთლიანობაში დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება.🔴 ამასთან დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მმართველობის გარკვეულ მნიშვნელოვან ნაწილში აქვს შეცდომები და ამასთან დაკავშირებით იგი როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ძალიან ხშირად საუბრობს საპარლამენტო ტრიბუნიდან ამ პრობლემების შესახებ. უფრო მეტიც, იგი ხელისუფლებას ყოველთვის სთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის გზებს არგუმენტირებულად. „არსებობს მთელი რიგი საკითხები, სადაც ხელისუფლებას მართებს მეტი ძალისხმევა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების მაქსიმალურად გააზრება, რადგან სწორედ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველ რიგში მშვიდობის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი ამიერ კავკასიის რეგიონში, ის ადგილი, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ეკავა“. - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ. 🔴 დეპუტატს ერთერთ მთავარ საკითხად მიაჩნია კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება განურჩევლად პირის ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური თანამდებობისა. „მხოლოდ სამართლიანობის განცდა და კანონის უზენაესობა მისცემს საზოგადოებას ქვეყნის წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევის სტიმულს, რაც სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების საწინდარი გახდება.“ - აღნიშნა მან. 🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიცდის უმძიმეს ზეწოლას დასავლეთისა და ქვეყნაში არსებული შიდა დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან, რაც მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. 🔴 „ამ ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმა და პოლიტიკური განცხადებები ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში და მისი გამოსვლა ევროპარლამენტში უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს და ქვეყნის ინტერსებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული იქნება უსამართლო და ცილისმწამებლური გზავნილები, ასეთ შემთხვევაში მისი გამოსვლა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს თავად ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულ და რეალისტურ სურათს ფლობენ. 🔴 თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა კლერ დეილმა (Clare DALY) და მიკ ვოლასმა (Mick WALLACE) განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ საპარლამენტო პოლიტკური ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას და მისი წევრების ხედვებს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. 🔴 ასევე მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 🔴 „რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ომში იხოცებიან ადამიანები და მდიდრდებიან იარაღის მწარმოებელი მსხვილი კორპორაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ თქვენ პრორუსული პოზიცია გაქვთ, არამედ მიგვაჩნია, რომ თქვენ გამოხატავთ ხალხის აზრს და ეს აბსოლუტურად მართალია“. - განაცხადა მიკ ვოლსმა.🔴 მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას ყოველთვის გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის თავისი ინტერსებიდან გამომდინარე.🔴 კლერ დეილის განცხადებით, ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მართლაც აქვს თავისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და მისთვის ნამდვილად არ არის მისაღები ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების ის თამამი ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის საქართველოს მოსახლეობის უპირველეს ინტერსებს ემსახურება. 🔴 შეხვედრაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ და პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით ზილფიმიანმა. მათ მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარების იმ ძირითად პათოსს, პრინციპებსა და მოსაზრებებს, რომელსაც ისინი აჟღერებენ ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოსთან მიმართებაში. 🔴 შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს „სოციალისტური პლატფორმის“ წარმომადგენლები თემურ ფიფია და ილია ლობჟანიძე. თემურ ფიფიამ ხაზი გაუსვა სოციალისტური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპების თანხვედრას და იმედი გამოთქვა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 🔴 შეხვედრაზე ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოხდა შეთანხმება ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელსაც უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება. ... 看更多少看
在 Facebook 上查看
❗️ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა✅პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებადღეს, ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ აგორებულია სიცრუის ზღვა ტალღა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში, განსაკუთრებით ევროპარლამენტში, რათა მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული ის ცილისწამება და ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებები, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერსებიდან გამომდინარეობს. ✅უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობები ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან, რომლებიც დგანან სოციალური სამართლიანობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და იდენტობის პლათფორმაზე. ისინი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს გვერდში არიან სამართლიანობისთვის, ქვეყნის ღირსეული მომავლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ბრძოლაში. ✅პოლიტიკურ პარტია „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს შორის არსებობს თანამშრომლობისა და პოლიტიკური პარტნიორობის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც დაფუძნებულია ქართული სახელმწიფოს ძირითად ისტორიულ, კულტურულ, ეთნიკურ და ეკონომიკური განვითარების პრინციპებზე. ... 看更多少看
在 Facebook 上查看
在 Facebook 上查看