დავით ზილფიმიანი უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

🔷 „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
🔷 „არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ეტყობა სხვა გამოსავალი არ არის. როდესაც დრო დადგა, საგარეო კომიტეტმა ექსპრომტად შეადგინა რეზოლუციის ტექსტი და მეგონა ეს ტექსტი დიდი ხნის გაგზავნილი იყო, მაგრამ გავიგე რომ თურმე ასე არ არის. აქ ბევრია საკადრო დიპლომატიიდან მოსულები და მიხარია პროფესიონალი დიპლომატები. როდესაც განცხადება ან რეზოლუცია კეთდება, ქვეყანა ამას იღებს იქედან გამომდინარე, როგორ უნდა გაიგოს ამა თუ იმ ქვეყანამ ან პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და ყველამ გაიგოს ის რაც თვითონ უნდოდათ დაეწერათ, საქვეყნოდ არავინ მსჯელობს თითოეული სიტყვის მნიშვნელობაზე. დიპლომატია სწორედ ეს არის, ჩვენ უნდა გვემსჯელა, ყველა დავმჯდარიყავით დახურულ ფორმატში, რადგან საკამათო იყო და მიგვეღო ტექსტი, რომელიც ჩვენს მტერსაც და მოყვარესაც ისე გაეგო როგორც ჩვენ გვინდოდა გვეთქვა. მას შემდეგ რაც დავფქვით ეს ყველაფერი და ამდენი სისულელე ვილაპარაკეთ, საერთოდ აღარ არის საჭირო. მე პირადად მრცხვენია, იგივე ჩვენი პარტნიორების თვალში მრცხვენია, მტრებს ხომ ისედაც გაეხარდებათ. ამიტომ მიმაჩნია ასეთი ფორმით არ უნდა გრძელდებოდეს რეზოლუციები და მე უარს ვამბობ განხილვაში მონაწილეობაზე. ნურავინ შემეწინააღმდეგებით ქვეყნის სიყვარულში, რადგან ასეთი კამათი არ არის ქვეყნის სიყვარული. არ ვარ დიპლომატი, მაგრამ დიპლომატია სწორედ ის არის, ყველამ გაიგოს ისე როგორც შენ გინდა და არა დადგე და ორი კვირა პირდაპირ ეთერში შეასწორო რაღაცეები“ – განაცხადა დეპუტატმა



				
					

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*