ნატოს სამხედრო პოლიტიკური ალიანსი არ არის საქართველოს უსაფრთოხების გარანტია – ფრიდონ ინჯია

📍 ნატოს სამხედრო პოლიტიკური ალიანსი არ არის საქართველოს უსაფრთოხების გარანტია;

📍 საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიაა მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და საერთაშირისო ეკონომიკურ პროექტებში მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად ჩართვა, რაც ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. სხვა გარანტია ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს.

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის ვიზიტი შეაფასა.

🔷 „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იანს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში. როგორც ცნობილია, ნატო წარმოადგენს სამხედრო თავდაცვით ორგანიზაციას და ჩემთვის გაურკვეველი და გაუგებარია თუ რა საქმე აქვს ასეთ ორგანიზაციას საქართველოში სასამართლო რეფორმასთან ან არჩევნებთან.

🔷 მე მაინტერესებს, როდესაც თურქეთის რესპუბლიკას იღებდნენ ნატოს ალიანსში, მაშინ ასეთი კითხვები ისმოდა თურქეთთან მიმართებაში?!

გასაგებია, რომ ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური საკითხია და რომ არა პოლიტიკური, თურქეთი არ იქნებოდა ნატოს წევრი ქვეყანა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომი პირდაპირ იყო დაკავშირებული საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკასთან.

🔷 „მსოფლიო პოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იცვლება. შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ გაწევრიანების საკითხი, კარგად დასაფიქრებელია და თუ ეს საკითხი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში, ისიც გავიხსენოთ, რომ კონსტიტუციაში ჩვენ კიდევ გვაქვს კონკრეტული მუხლი და ასევე, ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ.

🔷 ნატოსკენ ლტოლვამ ჩვენ ტერიტორიები დაგვაკარგვინა და დღეს გვაქვს თვალსაჩინო მაგალითი, თუ რა მდგომარეობაშია უკრაინა. სწორედ ნატოში გაწევრიანების სურვილს უკავშირდება ის, რომ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე არის რუსეთის ჯარი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

🔷 ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ წლების განმავლობაში 800 ათასამდე მოქალაქემ დატოვა საქართველო და ნამდვილად არ მინდა წარმოვიდგინო ესკალაციის შემთხვევაში, რა ვითარებაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა მიგრაციის თვალსაზრისით.

აქ რომ შემოვიდეს ნატოს ჯარი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასევე განლაგებულია რუსეთის სამხედრო ნაწილები, მათი ინტერსებიდან გამომდინარე, თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდება და რა სისწრაფით განვითარდება მოვლენები?! 8-10 წამში შესაძლებელია რაკეტებმა საქართველოს ნებისმიერ წერტილს მიაღწიონ. ეს იქნება საშინელება ჩვენი ქვეყნისთვის.“ – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ნატოს ქოლგის ქვეშ სწრაფვამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ისეთი დიდი ქვეყანა როგორიც უკრაინაა თავისი სამხედრო პოტენციალით, ან გინდათ მოსახლეობის რაოდენობით შედარება რომ გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანასთან“.

🔷 „საქართველოსთვის ნატო არ არის უსაფრთხოების ქოლგა. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოების ქოლგა ეს არის მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ეკონომიკურ პროექტებში მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად ჩართვა. სწორედ ეს იქნება საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტია. სხვა გარანტია ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*