ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “ალტ ინფოს” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა

📌 Საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “ალტ ინფოს” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

🔷 ფრიდონ ინჯია საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშნელოვანია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

🔷 კერძოდ, საქმე ეხება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაში უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა უკავია.

🔷 დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში არასდროს ყოფილა მსგავსი რიტორიკა და მოთხოვნები პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. Საქართველო წლების განმავლობაში იყო ფსევდო ლიბერალების წნეხის ქვეშ, ჩვენი დაუძინებელი “მეგობრების” მხრიდან.

🔷 აქედან გამომდინარე, მთელი 12 წლის განმავლობაში იყო ბევრი რამ, რაც საქართველოს შეეძლო გაეკეთებინა ქვეყნისა და მოსახლეობის სასარგებლოდ. იგივე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, Სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობის მიღება, რომელიც მომგებიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

🔷 Მთელი წლები, ჩვენ თავდახრით და მოთმინებით ვუსმენდით პარტნიორებს. Სამწუხაროდ, ვიღებდით ისეთ კანონებს, როგორიცაა მაგალითისთვის “დისკრიმინაციის შესახებ” კანონი, რომელიც პარლამენტმა 2014 წელს მიიღო.

🔷 ამიტომ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის გზაზე და ეს საკითხი ადრე უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში და ცალსახად მისასალმებელია, რომ საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ, ორივე ქვეყანას, როგორც უკრაინას, ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მოსთხოვა ითამაშონ იმ პოლოტიკური თამაშის წესებით, რასაც დემოკრატია და თანასწორუფლებიანობა ჰქვია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 Პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორად შეაფასა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. იგივე, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ან ამერიკის დამოკიდებულება ევროპასთან. ამ კონტექსტში კი, თავად ევროპის მდგომარეობა იმ სანქციების გათვალისწინებით, რა სანქციებიც დაუწესეს რუსეთს, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას.

🔷დეპუტატი არ გამორიცხავს გარკვეულ ცვლილებებს მიმდინარე წლის ბოლოსთვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, ასევე თავად ევროპის შიგნით.

🔷 “ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ სწორად შეაფასა და გაანალიზა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ის, რომ ჩვენი ინტერსები გვაქვს, რაც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, იმ ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, რაც ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სავსებით ლოგიკური და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი გადადგა ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოლაპარაკებების არქონის პირობებში, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა: “ფაქტი ერთია, რომ ამ პოლიტიკით 30 წელია მოვდივართ და არანაირი შედეგი არ არის და საქართველოს საკეთილდღეოდ არაფერი არ შეცვლილა, პირიქით, ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დასაფიქრებელია და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა შესაცვლელია”.

🔷 “მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, წლის ბოლოსთვის ეს შეიცვლება. ბოლო 30 წელია ვითარება უცვლელია. მარტო საკადრო გადაადგილებები საკმარისი არ არის. მას შემდგომი, თამამად გადადგმული ნაბიჯები სჭირდება. Ჩვენი ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს რუსეთს და ორმა მეზობელმა სახელმწიფომ ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობა.

🔷 Ურთიერთობა, რომ აღდგეს, აქ საჭიროა პირდაპირი დიალოგი ერთი ერთზე. ვფიქრობ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და რაც უფრო ადრე მოხდება ამ ურთიერთობის დალაგება, მით უფრო მომგებიანი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და შესაძლებელია მოლაპარაკებით ბევრი რამ უფრო ადვილად გადაწყდეს. Აქ არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მაგალითი და ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინა იმყოფება”, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ თადარიგი დაიკავოს და გამოიყენოს დღეს არსებული “შესაძლებლობების ფანჯარა”, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ამიერკავკასიაში დღეს არსებულ სიტუაციას.

🔷აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ნათლად და პრინციპულად უნდა იყოს გაცხადებული, თუ რა ადგილს იკავებს საქართველო რეგიონში. ქვეყნის ხელისუფლებას ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიოს “მონსტრი” სახელმწიფოები ერთმანეთს არ დაეჯახებიან ისეთი პატარა ქვეყნის გამო, როგორიც საქართველოა. Ამიტომ სწორედ დღეს არის მნიშვნელოვანი ზუსტი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის მომავლი კეთილდღეობისთვის.

🔷 Რაც შეეხება ლგბტ+ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც “ქართული ოცნება” კანონპროექტის მიღებას აპირებს, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, “ევროპელი სოციალისტების” მხრიდან ეს საკითხი დღის წესრიგში გასული წლის მაისის თვეში საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერდა.

🔷 “ეს არის დიდი გამოწვევა იმ ძალების მიმართ, რომლებიც ჩვენი იდენტობისა და ადათ-წესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

🔷 Ჩვენი წინადადებაა, რომ აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე. Ჩვენი მამა-პაპიდან მოდის ის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ოჯახი.

🔷აქ საყურადღებოა კიდევ ერთი საკითხი. კერძოდ, კანონს არ ექნება არავითარი ძალა, თუ არ შეიცვალა “დისკრიმინაციის შესახებ” კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2014 წელს, სხვა შემთხვევაში, კანონის მიღებას ძალა არ ექნება.

🔷 ვფიქრობ, რომ “ლგბტ+ პროპაგანდის აკრძალვის” შესახებ კანონპროეტის მიღება გამოიწვევს წინააღმდეგობას იმ ძალების მხრიდან, რომლებიც იკვებებიან, ფინანსდებიან პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. Აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე მუშაობა უნდა იყოს კომპლექსური. Მე იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ამ საკითხებთან მიმართებაში იქნება პრინციპული თავის პოზიციით”, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 Რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ქვეყანაში დღეს არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, ნარკოლიბერალიზაციის პროპაგანდის უარყოფითი შედეგების თაობაზე, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ თუკი, მთავრობის მიერ შემუშავებული განახლებული გეგმა იქნება ერთობლივი და კომპლექსური, სადაც შესაბამისი უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან, ასეთ შემთხვევაში, ასეთ ცვლილებებს ექნება შედეგი.

🔷 “ამ პროცესში მუშაობა უნდა იყოს წარმართული იდეოლოგიის დონეზე და შესაბამისი უწყებები, მათ შორის და პირველ რიგში, განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ გეგმის განხორციელებაში. Მეორეს მხრივ, სამართალდამცავებმა თავის თავზე უნდა აიღონ კონტროლის მექანიზმი, ხოლო კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით უნდა იყოს მკაცრი და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, სადაც ნარკოდანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი”. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებზე, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კონფიგურაციით, ამ ძალას 5% -იანი ბარიერი გადალახვა საკმაოდ გაუჭირდება.

🔷 “5% -ი ეს ცოტა არ არის. ეს დაახლოებით 100 ათასი ხმაა, რისი მოპოვებაც ადვილი არ არის. აქ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რას შესთავაზებენ ისინი მოსახლეობას. Რა გეგმები ექნებათ საარჩევნოდ და ამ გეგმების განხორციელების რა მექანიზმებს წარუდგენენ ისინი ხალხს. სხვა შემთხვევაში, ამ კონფიგურაციით ისინი 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.” – მიაჩნია დეპუტატს.

🔷 Რაც შეეხება “ევროპელი სოციალისტების” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის საარჩევნო გეგმებს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ”ევროპელი სოციალისტები” თავიანთ ადგილს დაიმკვიდრებენ იქ, სადაც პირველ რიგში, იქნება ქვეყნის ინტერესები.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*