西方对格鲁吉亚的所有行动都是这个体系的一部分,其目标是在该国建立一个易于管理的政府。欧盟候选人身份和12项建议是为了改变“格鲁吉亚梦”政府而发明的 - Fridon Injia

📍 „დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებით არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“, – ფრიდონ ინჯია.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

🔹 დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შესახებ. ასევე, დროული გახლდათ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებას, არანაირ პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

🔹 „პასუხისმგებლობა მაინც იქნება თავიდან ბოლომდე თქვენზე, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალაზე“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹 ფრიდონ ინჯიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებდა როგორც უკრაინას, ასევე, მოლდოვას.
ამასთან, დეპუტატის აზრით, აბსოლუტურად გაუგებარია თუ რის საფუძველზე შეიმუშავა ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 27 ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირის წევრია, მსგავსი სახის შესასრულებელი პირობები რეკომენდაციების სახით თავის დროზე არც ერთი მათგანისთვის არ წაუყენებიათ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში გადამწყვეტი როლი ენიჭება კანონის უზენაესობას, და ის ათასობით საქმე, რომელიც წლებია თაროზეა შემოდებული, პროკურატურამ უნდა განიხილოს და აღასრულოს კანონი.

🔹 ფრიდონ ინჯიას აზრით, მისთვის მისაღებია უმრავლესობის მიერ შემუშავებული „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონი და იგი ამ კანონის მიღებას მხარს დაუჭერს.

🔹 „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონი უნდა მივიღოთ არა იმისთვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, არამედ იმისთვის, რომ კანონი გამოადგეს ქვეყანას და მომავალ თაობებს“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატმა პარალელი გაავლო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდსა და დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დროს პრაქტიკულად, გამორიცხული იყო კრიტიკული აზრის გამოთქმა, მით უმეტეს, საჯაროდ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ეს მოახერხა, და დღეს არის შესაძლებელი საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს ყველამ.

„მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა ქვეყნისთვის საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში“, – დასძინა დეპუტატმა.

🔹 რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად.

🔹 „დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*