欧洲社会主义者不会支持去寡头化法案 - Fridon Injia

📍 „ევროპელი სოციალისტები“ მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ – ფრიდონ ინჯია

👉 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“.

🔴 ამის თაობაზე დღეს „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების დისტანციური შეხვედრისას განაცხადა.

🔴 მისი თქმით, ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, არ არის დახვეწილი და, გარდა ამისა, მსგავსი კანონი მიღებული არ აქვს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანას.

🔴 „ამ კანონპროექტს, ამ სახით ჩვენ ხმას არ მივცემთ. ის არ შეესაბამება საქართველოს უზენაეს კანონს – კონსტიტუციას. ეს პირველი ფაქტორი.
მეორე – საქმის სამართლიანი განხილვისა და ასევე, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით და რომელიც, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, დაირღვევა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 მისივე თქმით, კანონპროექტი სრულად გადმოღებულია უკრაინის კანონმდებლობიდან, სადაც სულ სხვა რეალობაა, ხოლო საქართველოში – სხვა.

🔴 დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაული ისედაც ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

🔴 „ერთ საინტერესო დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილო. კერძოდ, თუ ოლიგარქი აკმაყოფილებს იმ მოგონილ კრიტერიუმებს და მოხვდა ოლიგარქთა რეესტრში, მისი გაკოტრების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია ამ პირის რეესტრიდან ამოღება. ეს კანონში გათვალისწინებული არ არის. მაშინ, როდესაც ნასამართლევი ადამიანის შემთხვევაში, ნასამართლეობის მოხსნაც კი შესაძლებელია, ხოლო გაკოტრებული ოლიგარქის რეესტრიდან ამოღება – არა”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*