根据 Fridon Injia 的说法,最好在全国各地的城市为外部供应商准备专门的地方,让他们可以销售他们的产品。

📍 პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას აზრით, კარგი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გარე მოვაჭრეთათვის მომზადდეს სპეციალური ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას.

📍 ამასთან დაკავშირებით, დეპუტატს მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პარალელურად, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს გარე მოვაჭრეთა საკითხს საკანონმდებლო დონეზე.

📍 乔治亚州 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედების ფარგლები გაფართოვდა და მეტად დაზუსტდა, რაც ასევე, გულისხმობს გარე მოვაჭრეების მიმართ კანონის გამკაცრებას და მათთვის ჯარიმების დაწესებას.

🔸 „შეიძლებოდა თუ არა მიგვეღო ამ კანონპროეტის პარალელურად კანონი, რომელიც დაავალდებულებს მუნიციპალიტეტს, სანამ ჯარიმებზე და დასჯით მექანიზმებზე გადავიდოთ, როგორც ეს არის პროექტში გაწერილი, მოამზადოს ყველა ქალაქის ცენტრში, გარეუბანში ისეთი ადგილები, სადაც გარე მოვაჭრეებს შეეძლებათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატის აზრით, კანონპროექტში მოყვანილი მუხლები, რაც ჯარიმებისა და დასჯის სხვადასხვა მეთოდებს გულისხმობს, მისთვის მიუღებელია.

🔸 „ჩემთვის ეს საკითხები მიუღებელია და არა მგონია გარე მოვაჭრისთვის, რომელიც სახლიდან მოტანილ პროდუქტს თუ სხვა რამეს ყიდის, ჯარიმის ეს ფორმა მისაღები იყოს. ამიტომ, ხომ არ იქნებოდა სწორი, ამ კანონთან ერთად, ყოფილიყო ვალდებულება კანონის დონეზე, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა შექმნას სპეციალური ადგილი და შექმნას შესაბამისი პირობები გარე მოვაჭრეთათვის. რა თქმა უნდა, წესრიგი უნდა იყოს და მათ შორის, გარე მოვაჭრეებთან მიმართებაშიც, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტებთან ერთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისთვის და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მისაღები წინადადება უნდა იყოს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

发表回复

您的电子邮件地址不会被公开。

您可以使用这些<abbr title="超文本标记语言">HTML</abbr>标记和属性: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*