作者档案: 欧洲社会主义者

ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “ალტ ინფოს” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა

📌 Საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “ალტ ინფოს” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

🔷 ფრიდონ ინჯია საქართველოს მთავრობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშნელოვანია უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

🔷 კერძოდ, საქმე ეხება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობასთან ერთად მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაში უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა უკავია.

🔷 დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში არასდროს ყოფილა მსგავსი რიტორიკა და მოთხოვნები პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. Საქართველო წლების განმავლობაში იყო ფსევდო ლიბერალების წნეხის ქვეშ, ჩვენი დაუძინებელი “მეგობრების” მხრიდან.

🔷 აქედან გამომდინარე, მთელი 12 წლის განმავლობაში იყო ბევრი რამ, რაც საქართველოს შეეძლო გაეკეთებინა ქვეყნისა და მოსახლეობის სასარგებლოდ. იგივე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, Სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობის მიღება, რომელიც მომგებიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

🔷 Მთელი წლები, ჩვენ თავდახრით და მოთმინებით ვუსმენდით პარტნიორებს. Სამწუხაროდ, ვიღებდით ისეთ კანონებს, როგორიცაა მაგალითისთვის “დისკრიმინაციის შესახებ” კანონი, რომელიც პარლამენტმა 2014 წელს მიიღო.

🔷 ამიტომ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის გზაზე და ეს საკითხი ადრე უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში და ცალსახად მისასალმებელია, რომ საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ, ორივე ქვეყანას, როგორც უკრაინას, ასევე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მოსთხოვა ითამაშონ იმ პოლოტიკური თამაშის წესებით, რასაც დემოკრატია და თანასწორუფლებიანობა ჰქვია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის.”. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 Პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორად შეაფასა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. იგივე, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ან ამერიკის დამოკიდებულება ევროპასთან. ამ კონტექსტში კი, თავად ევროპის მდგომარეობა იმ სანქციების გათვალისწინებით, რა სანქციებიც დაუწესეს რუსეთს, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდა ევროპას.

🔷დეპუტატი არ გამორიცხავს გარკვეულ ცვლილებებს მიმდინარე წლის ბოლოსთვის, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის, ასევე თავად ევროპის შიგნით.

🔷 “ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ სწორად შეაფასა და გაანალიზა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ის, რომ ჩვენი ინტერსები გვაქვს, რაც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში, იმ ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში, რაც ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სავსებით ლოგიკური და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი გადადგა ამ თვალსაზრისით”. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე რამდენად არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოლაპარაკებების არქონის რეჟიმში, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, “ფაქტი ერთია, რომ ამ პოლიტიკით 30 წელია მოვდივართ და არანაირი შედეგი არ არის და საქართველოს საკეთილდღეოდ არაფერი არ შეცვლილა, პირიქით, ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი დასაფიქრებელია და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა შესაცვლელია”.

🔷 “მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, წლის ბოლოსთვის ეს შეიცვლება. ბოლო 30 წელია ვითარება უცვლელია. მარტო საკადრო გადაადგილებები საკმარისი არ არის. Ამას შემდგომი, თამამად გადადგმული ნაბიჯები სჭირდება. Ჩვენი ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს რუსეთს და ორმა მეზობელმა სახელმწიფომ ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობა.

🔷 Ურთიერთობა, რომ აღდგეს, აქ საჭიროა პირდაპირი დიალოგი ერთი ერთზე. ვფიქრობ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და რაც უფრო ადრე მოხდება ამ ურთიერთობის დალაგება, მით უფრო მომგებიანი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და შესაძლებელია მოლაპარაკებით ბევრი რამ უფრო ადვილად გადაწყდეს. Აქ არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მაგალითი და ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღეს უკრაინა იმყოფება”. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ თადარიგი დაიკავოს და გამოიყენოს დღეს არსებული “შესაძლებლობების ფანჯარა”, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ამიერკავკასიაში დღეს არსებულ სიტუაციას.

🔷აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ნათლად და პრინციპულად უნდა იყოს გაცხადებული, თუ რა ადგილს იკავებს საქართველო რეგიონში. ქვეყნის ხელისუფლებას ისიც კარგად უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიოს “მონსტრი” სახელმწიფოები ერთმანეთს არ დაეჯახებიან ისეთი პატარა ქვეყნის გამო, როგორიც საქართველოა. Ამიტომ სწორედ დღეს არის მნიშვნელოვანი ზუსტი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის მომავლი კეთილდღეობისთვის.

🔷 Რაც შეეხება ლგბტ+ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს, რასთან დაკავშირებითაც “ქართული ოცნება” კანონპროექტის მიღებას აპირებს, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, “ევროპელი სოციალისტების” მხრიდან ეს საკითხი დღის წესრიგში გასული წლის მაისის თვეში საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერდა.

🔷 “ეს არის დიდი გამოწვევა იმ ძალების მიმართ, რომლებიც ჩვენი იდენტობისა და ადათ-წესების წინააღმდეგ მოქმედებენ.

🔷 Ჩვენი წინადადებაა, რომ აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე. Ჩვენი მამა-პაპიდან მოდის ის, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ოჯახი.

🔷აქ საყურადღებოა კიდევ ერთი საკითხი. კერძოდ, კანონს არ ექნება არავითარი ძალა, თუ არ შეიცვალა “დისკრიმინაციის შესახებ” კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 2014 წელს, სხვა შემთხვევაში, კანონის მიღებას ძალა არ ექნება.

🔷“ვფიქრობ, რომ “ლგბტ+ აკრძალვის” შესახებ კანონპროეტის მიღება გამოიწვევს წინააღმდეგობას იმ ძალების მხრიდან, რომლებიც იკვებებიან, ფინანსდებიან პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. Აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე მუშაობა უნდა იყოს კომპლექსური. Მე იმედი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ამ საკითხებთან მიმართებაში იქნება პრინციპული თავის პოზიციით”. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 Რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ქვეყანაში დღეს არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, ნარკოლიბერალიზაციის პროპაგანდის უარყოფითი შედეგების თაობაზე, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ თუკი, მთავრობის მიერ შემუშავებული განახლებული გეგმა იქნება ერთობლივი და კომპლექსური, სადაც შესაბამისი უწყებები აქტიურად ჩაერთვებიან, ასეთ შემთხვევაში, ასეთ ცვლილებებს ექნება შედეგი.

🔷 “ამ პროცესში მუშაობა უნდა იყოს წარმართული იდეოლოგიის დონეზე და შესაბამისი უწყებები, მათ შორის და პირველ რიგში, განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ გეგმის განხორციელებაში. Მეორეს მხრივ, სამართალდამცავებმა თავის თავზე უნდა აიღონ კონტროლის მექანიზმი, ხოლო კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით უნდა იყოს მკაცრი და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, სადაც ნარკოდანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი”. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებზე, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ დღეს არსებული პოლიტიკური კონფიგურაციით, ამ ძალას 5% -იანი ბარიერი გადალახვა საკმაოდ გაუჭირდება.

🔷 “5% -ი ეს ცოტა არ არის. ეს დაახლოებით 100 ათასი ხმაა, რისი მოპოვებაც ადვილი არ არის. აქ მნიშვნელოვანი იქნება, თუ რას შესთავაზებენ ისინი მოსახლეობას. Რა გეგმები ექნებათ საარჩევნოდ და ამ გეგმების განხორციელების რა მექანიზმებს წარუდგენენ ისინი ხალხს. სხვა შემთხვევაში, ამ კონფიგურაციით ისინი 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.” – მიაჩნია დეპუტატს.

🔷 Რაც შეეხება “ევროპელი სოციალისტების” საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის საარჩევნო გეგმებს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ ”ევროპელი სოციალისტები” თავიანთ ადგილს დაიმკვიდრებენ იქ, სადაც პირველ რიგში, იქნება ქვეყნის ინტერესები.

Fridon Injia, at the plenary session of the parliament, in the format of “political debate”, appealed to the Georgian authorities to look more into the infrastructural and tourist development of the mountain resort, Bakhmaro, so that this unique holiday center does not disappear due to incorrect urban planning.

📍 The chairman of the parliamentary political group “European Socialists” Fridon Injia, at the plenary session of the parliament, in the format of “political debate”, appealed to the Georgian authorities to look more into the infrastructural and tourist development of the mountain resort, Bakhmaro, so that this unique holiday center does not disappear due to incorrect urban planning.
🔷 “Bakhmaro is the center of recreation of the cultural heritage of our country, where the population of Georgia from all corners rests for two or three months. They visit each other. Little children get to know each other. They play with the games that were played in Bakhmaro.
🔷 Everyone is waiting for Marula on August 19. It creates its own micro-environment that is unique and cherished as part of our identity.
I ask the government to look into this matter and not to do it as in some cases, everything becomes secondary for the sake of profit.” – Fridon Injia believes.

ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მთის კურორტის, ბახმაროს ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარების საქმეში მეტად ჩაიხედოს, რათა არ მოხდეს ამ უნიკალური დასასვენებელი კერის გაქრობა არასწორი ურბანული დაგეგმარებით

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მთის კურორტის, ბახმაროს ინფრასტრუქტურული და ტურისტული განვითარების საქმეში მეტად ჩაიხედოს, რათა არ მოხდეს ამ უნიკალური დასასვენებელი კერის გაქრობა არასწორი ურბანული დაგეგმარებით.

🔷 „ბახმარო არის ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დასვენების კერა, სადაც საქართველოს მოსახლეობა ყველა კუთხიდან ორი, სამი თვის განმავლობაში ისვენებს. დადიან სტუმრად ერთმანეთთან. პატარა ბავშვები ეცნობიან ერთმანეთს. თამაშობენ იმ თამაშებით, რომელიც დამკვიდდრდა ბახმაროში.

🔷 ყველა ელოდება 19 აგვისტოს მარულას. იქ იქმნება თავისი მიკრო გარემო, რომელიც უნიკალურია და მოსაფრთხილებელია როგორც ჩვენი იდენტობის ნაწილი.
ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ჩაიხედოს ამ საქმეში და არ მოხდეს ისე, როგორც ზოგ შემთხვევაში, მოგების მისაღებად ყველაფერი ხდება მეორეხარისხოვანი“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

We believe that gatherings or demonstrations should be prohibited in the areas surrounding kindergartens, schools, educational and cultural institutions, parks, squares, and all public gathering places – Fridon Injia

📍 The freedom of assembly reflected in Article 21 of the Constitution of Georgia is not an imperatively unlimited right

📍 We believe that gatherings or demonstrations should be prohibited in the areas surrounding kindergartens, schools, educational and cultural institutions, parks, squares, and all public gathering places – Fridon Injia

🔷 This was stated by the chairman of the parliamentary political group “European Socialists” Fridon Injia during the plenary session of the Parliament in the format of “political debate” on the topic of banning LGBT propaganda.

🔷 “I would like to remind you that I personally and the parliamentary political group “European Socialists” came out in this hall on May 3 of last year with an initiative to limit LGBT propaganda.

🔷 10 months have passed and this issue is on the agenda. Therefore, we welcome and support the legislative initiative of “Georgian Dream” to ban LGBT propaganda.

🔷 It should be emphasized that like me, 98% of the population of Georgia protects the customs and age-old culture brought by our ancestors to this day. LGBT propaganda destroys the Georgian state, the Georgian family. It directly affects the demographic situation of the country. It is unacceptable for the mentality of a Georgian man.

🔷 People of different orientation have always been very famous people in the world, including in Georgia and among others, whom the Georgian society respects to this day. No one has ever touched their orientation, it is everyone’s personal matter, but propaganda and agitation for this is unacceptable. Especially in the form of public expression.

🔷 We believe that with our legislative initiative, there should be an amendment to the “Law of Georgia on elimination of all forms of discrimination”, where LGBT propaganda will be prohibited.

🔷 The freedom of assembly reflected in Article 21 of the Constitution of Georgia is not an imperatively unlimited right, therefore, such assemblies, the purpose of which is to intimidate others, to carry out threatening measures or any such actions, which are aimed at causing aggression in the other part of society and demoralizing the population, especially minors , may be subject to necessary and proportionate restrictions or prohibitions by the state, regardless of whether it is considered a violation of a fundamental human right.

🔷 We believe that gatherings or demonstrations should be prohibited in the areas surrounding kindergartens, schools, educational and cultural institutions, parks, squares, and all public gathering places. – said Fridon Injia.

მიგვაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე – ფრიდონ ინჯია

📍 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ასახული შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს იმპერატიულად შეუზღუდავ უფლებას

📍 მიგვაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე – ფრიდონ ინჯია

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემაზე საუბრისას განაცხადა.

🔷 „მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პირადად მე და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჯერ კიდევ გასული წლის 3 მაისს ამ დარბაზში გამოვედით ინიციატივით ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვას შესახებ.

🔷 გავიდა 10 თვე და ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში. აქედან გამომდინარე, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.

🔷 ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მე ასევე, საქართველოს მოსახლეობის 98 %-ი, იცავს ჩვენი წინაპრების მიერ დღემდე მოტანილ ადათ-წესებს და საუკუნოვან კულტურას. ლგბტ პროპაგანდა ანგრევს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ოჯახს. იგი პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. იგი მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის.

🔷 განსხვავებული ორიენტაციის ადამინები ყოველთვის იყვნენ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში და სხვათა შორის, ძალიან ცნობილი ადამიანები, რომელსაც ქართული საზოგადოება პატივს სცემს დღემდე. მათ ორიენტაციას არასდროს არავინ არ შეხებია, ეს ყველას პირადი საქმეა, მაგრამ ამის პროპაგანდა და აგიტაცია მიუღებელია. მით უმეტეს, საჯარო გამოხატულების ფორმით.

🔷 მიგვაჩნია, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა შევიდეს ცვლილება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში“, სადაც აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა.

🔷 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ასახული შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს იმპერატიულად შეუზღუდავ უფლებას, შესაბამისად, ისეთი შეკრებები, რომელთა მიზანია სხვათა დაშინება, მუქარის შემცველი ღონისძიებების ან ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მეორე ნაწილში აგრესიის გაჩენას და მოსახლეობის, და განსაკუთრებით არასრულწლოვნების დემორალიზაციას, შესაძლოა დაექვემდებაროს სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელ და პროპორციულ შეზღუდვებს ან აკრძალვებს, რაც არ უნდა ჩაითვალოს ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევად.

🔷 მიგვაჩნია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრებების ან მანიფესტაციის ჩატარება, საბავშვო ბაღების, სკოლების, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების, პარკების, სკვერების, საზოგადოების თავშეყრის ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.