分类档案: 主要的

„ასეთი ტოტალური ბულინგი, რაც ახლა მიმდინარეობს, საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ახსოვს…“ – პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო დებატების ფორმატში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა

🔴„ასეთი ტოტალური ბულინგი, რაც ახლა მიმდინარეობს, საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ახსოვს…“ – პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო დებატების ფორმატში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა

🔷 „ასეთი ტოტალური ბულინგი საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ახსოვს, მოსყიდვები, შანტაჟი, დაშინებები, ტვინის გამორეცხვა რეკლამებით.

-მაგალითად, თუ ავიღებთ, თუნდაც ევროვიზიის კონკურსს. განა იყო რამე შემოქმედებითი ამ კონკურსზე. ყველაფერი იყო მიმართული პროპაგანდასა და რეკლამისკენ.

🔷 რას ნიშნავს სანქციები? ეს იგივე ზეწოლაა. სხვა ქვეყანა მეორე ქვეყანას რაღაც სანქციებს უწესებს. ე.ი. მას არ მოსწონს მისი პოლიტიკა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამით უნდა დააშინოს.

🔷 ხომ არ მივიღოთ კანონი იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოდიან ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ და თავიანთი განცხადებებით თუ მოწოდებებით, ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ საქართველოში დესტაბილიზაციას, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას.

🔷 სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციულმა წრეებმა და დღეს მოქმედი ადმინისტრაციის ოდიოზურმა ფიგურებმა, ასევე მათ ვასალებმა ბოლო 50 წლის განმავლობაში ათეულობით ქვეყანაში დაგეგმეს და განახორციელეს რევოლუციები, მათ შორის, რამდენჯერმე საქართველოში. ამ რევოლუციებმა რომელ ქვეყანას რა მოუტანა, კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზე.

🔷 საჭიროა, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, იდენტობა, დაიცვას ქართული ენა. მთელი რიგი სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები ინფორმაციას გადასცემენ ლათინური ასოებით, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მოსახლეობის კანონიერი უფლებები. ამ საქმეში სახალხო დამცველი, რომელიც უნდა იყოს ხალხის ინტერესების დამცველი, დუმს, თითქოსდა მას ეს არ ეხება.

🔷 ასევე სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვების საპროტესტო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.

🔷 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა იყვნენ დაბარებული იმ ქვეყნების ელჩები, რომლებიც უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში და მათ შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადაეცეთ, როგორც ეს ცივილიზებულ სახელმწიფოებშია მიღებული.

🔷 მინდა ყურადღება გავამახვილო განათლების სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით.

🔷 პირველი – 2003 წელს, როდესაც განათლების სისტემას სათავეში ჩაუდგა ლომაია, მიზანი იყო ის, რომ განათლების სისტემა მიეყვანა ისეთ კონდიციამდე, როგორიც დღეს, 20 წლის შემდეგ მივიღეთ.

🔷 უპრიანი იქნებოდა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, რექტორები განათლების სამინისტროს მიერ ინიშნებოდნენ, და განათლების სამინისტრომ უნდა აგოს პასუხი. თუ უნივერსიტეტებს სახელმწიფო უხდის ფულს, მათ შორის ხელფასებს, შესაბამისად, იქ პროპაგანდა, აგიტაცია და სწავლება უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომელიც სახელმწიფოს შეეფერება.

🔷 სხვანაირად ჩვენ დავკარგავთ ჩვენს იდენტობას, დავკარგავთ ჩვენს ისტორიას, ადათ-წესს და, აქედან გამომდინარე, მომავალს.

🔷 დავანებოთ თავი ზედმეტ დემოკრატიას. ჩვენ გვინდა ისეთი დემოკრატია, რომელიც ჩვენს ქვეყანას – საქართველოს გადაარჩენს. თუ უნდათ ჩვენს მეგობრებს, სწორედ ასეთი დემოკრატიის მქონე საქართველოსთან იმეგობრონ, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მათთან სამეგობროდ.

🔷 ეს ყველაფერი განათლების სისტემას ეხება“ , – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„წარმოდგენილი ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ხელშეუხებლობა გაცილებით მეტად არის დაცული

🔴საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებები „გარკვეულწილად უფრო მაღალ ლეგიტიმაციას აძლევს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. ამით იგი უფრო თამამი და დამოუკიდებელი ხდება“.

🔷️„წარმოდგენილი ცვლილებებით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის ხელშეუხებლობა გაცილებით მეტად არის დაცული.

🔷️ აღნიშნული ცვლილებები გარკვეულწილად უფრო მაღალ ლეგიტიმაციას აძლევს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. ამით იგი უფრო თამამი და დამოუკიდებელი ხდება, იმდენად რამდენადაც ანტიკორუფციული ბიურო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტია საქართველოში“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

🔷️აღნიშნულ საკითხს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის” შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავენ

📍საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ”.

📍პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის” შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით იხილავენ.

ჩვენთვის მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობთ გამოხატულ პირდაპირ შეტევას ქვეყნის სუვერენიტეტზე, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ

✅ “欧洲社会主义者”声明。

❗️ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი ქვეყანაში მიმიდნარე ბოლო პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

🔷„მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი და პოლიტიკური მოვლენები არის ხელოვნურად ინსპირირებული კოლექტიური დასავლეთისა და გლობალური ომის პარტიის მიერ.

🔷ჩვენთვის მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობთ გამოხატულ პირდაპირ შეტევას ქვეყნის სუვერენიტეტზე, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

🔷 უდაოა, რომ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ინტერესში უნდა იყოს ფინანსური გამჭვირვალეობა, რაც სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტალურ საფუძველს წარმოადგენს.

🔷 სამწუხაროდ, უკვე წლებია, რაც კოლექტიური დასავლეთი იყენებს ორმაგ სტანდარტებს თავისი ნაციონალური ინეტერსებიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

🔷 კერძოდ, რაც დაშვებულია თავიანთ ქვეყნებში, ის, რატომღაც, დაუშვებელი და არადემოკრატიულია ჩვენთან როგორც პარტნიორ ან თუნდაც სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნისთვის. ეს კი, პირდაპირ მიანიშნებს დასავლური შენიღბული დემოკრატიის პრინციპებზე, რომლის მთავარი მიზანია ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლა ფერადი რევოლუციების გზით და მათთვის ადვილად მართვადი ხელისუფლებით ჩანაცვლება.

🔷თუ შენ ქვეყანას თვლი მეგობარ ქვეყნად, მაშინ არ უნდა აწყობდე, არ უნდა აფინანსებდე, არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ახალისებდე ჯგუფებს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. რაც გამოიხატება – თავდასხმით სამართალდამცავებზე, ბლოკირებით სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების, შენობების და მათ შორის, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებით და თავდასხმით, ძალადობრივი შეტევებით, ნგრევით, დაზიანებით, ჭიშკრების შენგრევის მცდელობით, ფანჯრების მსხვრევით, ცეცხლის წაკიდებით, სამართლადამცავებზე მძიმე დაზიანებების მიყენებით.

თუ შენ მეგობობრად თვლი სახელმწიფოს, მაშინ პირველ რიგში, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფებასთან უნდა გქონდეს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი.

🔷კატეგორიულად მოვითხოვთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და ევროკავშირის პირველი პირებისგან ან მათი ელჩების მეშვეობით, პრინციპულად დაგმონ ყველანაირი უკანონო ქმედება აქციებზე მყოფი რადიკალური ჯგუფების მხრიდან.

🔷მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებისა და ნამდვილი პარტნიორების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები რადიკალურად შეცვლის ქვეყანაში ხელოვნურად გამოწვეულ დაპირისპირებას და მათი განცხადებები პრაქტიკულად, იქნება გარანტია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მომავალი ბედი სამართლიანი და დემოკრატიული ფორმით სწორედ საარჩევნო ყუთთან გადაწყვიტონ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის იურიდული კომიტეტის სხდომაზე მმართველ პარტიას მიმართა წინადადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექის პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება, რომელსაც საქართველოს მომავალი სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება.

🔷იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

🔷კერძოდ, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის პირველი მუხლი უნდა დაიწყოს შემდეგი წინადადებით: – „სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიზნით ეს კანონი უზრუნველყოფს, აწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას და შემდეგ როგორც ტექსტშია მოცემული“.

📝საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო 1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

🔷„ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეგრეთ წოდებული „ფარას კანონი“ მიღებული იქნა რუზველტის პრეზიდენტობის დროს (1938 წელს) და ამერიკას იმ დროიდან დღემდე უკვე ჰყავს მე-15 პრეზიდენტი, სადაც ეს კანონი ისევ მოქმედებს.

🔷აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ კანონმა გაიარა სხვადასხვა საფეხური და სხვადასხვა მთავრობები, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების პერიოდი.

🔷ჩვენ საქართველოში თუ ვიღებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ, იგი უნდა იყოს გათვლილი მომავალი მთავრობებისთვის.
თუ უცხოური დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მზადდება, მაშინ კეთილი ინებეთ და მე მოგიწოდებთ დააყენოთ კენჭისყრაზე, რომ კანონის პირველი მუხლი დაიწყოს შემდეგი წინადადებით „სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიზნით ეს კანონი უზრუნველყოფს, აწესრიგებს უცხოური გავლენის გამჭვირვალეობას და შემდეგ როგორც ტექსტშია მოცემული.

🔷მე მიმაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება სრულყოფილი კანონი, რომელიც მომავალ თაობებისთვის იქნება მისაღები, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.