ბირთვული ომის საშიშროებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების დაცვას – ფრიდონ ინჯია

📍 ბირთვული ომის საშიშროებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების დაცვას – ფრიდონ ინჯია

🔶 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მოუწოდებს ხელისუფლებას შეიმუშაოს სპეციალური სახელმწიფო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მოქალაქეების დაცვას, რადგანაც დღეს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპულ ნაწილში, არის უმძიმესი მდგომარეობა.

🔶 „მსოფლიოში დღეს საშიში ვითარებაა. განსაკუთრებით უმძიმესი მდგომარეობაა ევროპულ ნაწილში და ეს ვითარება ყოველდღიურად რთულდება. ბირთვული ომი გამორიცხული არ არის და ძალიან ახლოს არის მსოფლიო ამ საფრთხესთან და ყოველდღე მივდივართ აქეთკენ. ამიტომ, ვსარგებლობ შემთხევით და მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ის იყოს ყველანაირად მზად გართულებებისთვის. მე მიმაჩნია, რომ ამისთვის უნდა გაკეთდეს სპეციალური გეგმა და ეს გეგმა უნდა შეიქმნას დაუყონებლივ, სადაც კონკრეტულად იქნება ასახული თითოეული სამინისტროს, თუ მინისტრის მოვალეობები. კერძოდ, კონკრეტულად ვინ რაზეა პასუხისმგებელი. არავითარი კოლექტიური პასუხისმგებლობა. ჩემთვის პირადად მიუღებელია კოლექტიური პასუხისმგებლობა. თითოეულმა მინისტრმა თავისი სფერო პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

🔶 პირველ რიგში აქ მნიშვნელოვანია ენერგეტიკა, რომ ქვეყანა არ დარჩეს ენერგიის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია, გაზმომარაგება, თუ სასურსათო პროდუქტების მარაგი. ეს აუცილებლად გასაკეთებელია იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაც არის დღეს შექმნილი მსოფლიოში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის პასიურობაზე პოლიტიკურ საკითხებში და აღნიშნა, რომ იქ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მინდობილია საკუთარ ხელისუფლებას.

🔶 „უნდა გითხრათ ერთი რამ, ევროპის ქვეყნების მოსახლეობა ისეთივე პოლიტიზირებული არ არის, როგორც ეს საქართველოშია, სადაც ყოველი მეორე დაინტერესებულია პოლიტიკით. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა ძირითადად მინდობილია თავის ხელისუფლებაზე და დღეს ამ ხელისუფლებებში არიან ისეთი მეთაურები, რომელთა მოღვაწეობა ძალიან ექსტრემისტულად შეიძლება შეფასდეს. გინდაც ავიღოთ კუბილიუსის (ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი) მაგალითი, მას რომ ჰქონდეს მეტი ძალა დღეს, იგი ხვალ აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

🔶 ამიტომ, ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გეგმა უკვე უნდა ჰქონდეს გაკეთებული, სადაც გაწერილი იქნება, მთავრობის ყველა წევრის მოქმედება პირველივე წუთებიდან, როგორც კი ეს მოხდება. ეს სჭირდება ჩემს ქვეყანას იმისთვის, რომ გადარჩეს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი განცხადებით, აქ არ არის საუბარი ქვეყნის ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე, აქ საუბარია ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენაზე, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით.

🔶 „სამწუხაროდ, მსოფლიოში ბირთვული ომის საშიშროება ყოველდღიურად მატულობს. ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა სიტუაციის დასტაბილურებისკენ. საუბარი არ ყოფილა მოლაპარაკებებზე, ან სამშვიდობო ინიციატივებზე. პირიქით, მეტი და მეტი სიცოცხლე ეწირება ყოველდღიურად ამ პროცესებს. ხელისუფლებამ უნდა აიღოს მეტი უფლებები, მაგალითად, სოციალურ ნაწილში.

🔶 მისასალმებელია ის, რაც გაკეთდა წამლებზე. იგივე შეიძლება ითქვას, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს, ხუდონ ჰესის ხელშეკრულება, ანაკლიის პორტი. ეს გვაძლევს ჩვენ ძალას გადარჩენისათვის.

🔶 თუ ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ და სახელწიფოს მართვაში არ დარჩება არც ერთი ობიექტი, ასეთი სახელმწიფო ვერ იარსებებს და ასეთ დროს ყოველთვის მეტი იქნება უცხოეთიდან ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე. ხოლო, როცა სახელწიფო თავის სიმაღლეზე დადგება და ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე იმოქმედებს ნებისმიერ სფეროში, ასეთი სახელმწიფო იქნება ძლიერი.

ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელწიფომ თავის თავზე აიღოს ფასების კონტროლი და ფასების რენტაბელობა კერძო კომპანიებისთვის უნდა დაწესდეს 20-30%-ის ფარგლებში, სხვაგვარად, ხელფასისა და პენსიის მატება აზრს კარგავს.

🔶 ამიტომ, ფასებზე კონტროლი, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ხელისუფლებისთვის. ეს იქნება საწვავი, ენერგო მომარაგება, გაზმომარაგება თუ საკვები პროდუქტებთან დაკავშირებით.

🔶 ასევე, მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოლიტიკა სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში. ის, რაც გაყიდულია, უნდა მოხდეს მისი გამოსყიდვა და ის უნდა გადავიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 რამდენად ზრდის საქართველოს პოლიტიკურ უსაფრთხოებას ენერგო პროექტებში მონაწილეობის მიღება და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პოლიტიკური ნიშა, რასაც შუა დერეფანი ეწოდება? არის თუ არა ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი ფაქტორი?

🔶 ამ კითხვაზე ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის შუა დერეფნის პროექტი, რომელიც ჩინეთს, აზიის ქვეყნებს სჭირდება ევროპასთან დასაკავშირებლად და ზოგადად, ევროპას სჭირდება ის ენერგო რესურსები, რაც აზიაში არის. ამიტომ, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და ყველაფერი გააკეთოს შუა დერეფნის პროექტის რეალურად განსახორციელებლად“.

🔶 რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, ეს შეიძლება იყოს კომპლექსური პროექტი, რაც მსჯელობას საჭიროებს და მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს, რადგანაც ანაკლიის პროექტის ამუშავება დაკავშირებულია რკინიგზასთან, იმ ტვირთებზე და ქვეყნებზე, რომლებმაც უნდა დატვირთონ ტვირთი. ეს იქნება ყაზახეთი, თურქმენეთი, თუ ჩინეთი. ამ სამი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე კი, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის 51%-ი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს და პრინციპში, ხელისუფლების მხრიდან ასეც დაანონსდა და ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „ვფიქრობ, ამ ენერგო პროექტების გათვალისწინებით, ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება გაიზრდება. თუმცა, არიან ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ამის წინააღმდეგ წავიდნენ, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მომგებიანია და გადარჩენის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ ჩემს ინიციატივას, სადაც ყურადღება გავამახვილე ჯაშუშებზე და მოღალატეებზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ზოგ შემთხვევაში ამბობენ, რომ თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ დასავლეთის სპეც სამსახურებთან, ეს მისაღებია, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნებთან, ეს თანამშრომლობა მისაღები არ არის.

🔶 ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერსებზე მუშაობს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება დასვლეთის ქვეყანა, თუ ჩრდილოეთის. ორივე ჩემი ქვეყნის მტერია. ამიტომ, თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა და ნათლად გამოჩნდება. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, ეს არი იყო ერთი დღის შემოქმედება.

🔶 ვფიქრობ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო დიდი ხნის დაგეგმილი. და რა უძღოდა, და ვინ იყო ამის შემსრულებელი? ესენი იყვნენ ქვეყნის მოღალატეები, ჩანერგილები და რა თქმა უნდა პირველ რიგში თავიანთი ინტერსებიდან გამომდინარე.

🔶 მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოხდა შეგნებულად და დაგეგმილად.

მე თითქმის 80%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო სამმხრივი შეთანხმება. კერძოდ, რუსეთის, დასავლეთისა და საქართველოს ხელისუფლებების შეთანხმება.

🔶 საქართველოს ხელისუფლების გარეშე ეს არ მოხდებოდა, დასავლეთის პასიურობის გარეშე ეს არ მოხდებოდა, და ეს არ მოხდებოდა რუსეთის იმ ქმედებების გარეშე, რაც მათ გააკეთეს საქართველოს ტერიტორიაზე, რისი შედეგიც სახეზეა.

🔶 აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვინ რა როლი ითამაშა ამ პროცესში. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*