ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად

🇬🇪 🇪🇺 ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის, რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით გამოდის ინიციატივით შეიქმნას დროებითი უწყებათაშორისი სახელმწიფო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

🔹 როგორც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, ასეთი ტიპის კომისიას უნდა მიეცეს საგანგებო უფლებამოსილება, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

🔹 „საქართველოს ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა. მივიღეთ კითხვარი, რომლის პასუხების გაცემის შემდეგ ევროკავშირი გამოიტანს შესაბამის დასკვნას, თუ რამდენად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „მე წარმოდგენილი მქონდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო დროებითი უწყებათაშორისო სახელმწიფო კომიტეტი ან კომისია, რომელსაც, რა თქმა უნდა, სათავეში ჩაუდგებოდა პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია. მიმაჩნია, რომ ამ კომისიას უნდა მიეცეს საგანგებო უფლება-მოსილება, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი, იმისათვის, რომ ყველა საჭირო ღონისძიება ჩატარებული იყოს მაქსიმალურად მოკლე დროში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის, რეგიონში მისი კუთვნილი ადგილის დასაკავებლად.

🔹 „მოგვეცა უნიკალური შანსი და ეს უნიკალური შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც რითი შეუძლია, იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატმა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს მიმართა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

🔹 „მინდა მივმართო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. მათ შორის ბევრია განათლებული, პასუხისმგებლიანი ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი მალე განთავისუფლდებიან გარკვეული ვალდებულებებისგან და შეუერთდებიან იმ ხალხს, რომელთაც მართლაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*