„ევროპელი სოციალისტების“ განცხადება

📍 „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება

🔹 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი უარყოფითად აფასებენ საქართველოს პარლამენტთან დღეს ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ გამართული საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეთა მხრიდან ევროკაშირის დროშის დაწვის ფაქტს.

🔹 „ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ქმედებები.

🔹 გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რადიკალიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება არ შეესაბამება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების გეგმას.

🔹 მსგავსი ფაქტები ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მისწრაფებებს დემოკრატიული და ცივილიზებული განვითარების რთულ გზაზე, რადგან, საბოლოო ჯამში, პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმები, როგორიცაა დროშების დაწვა, სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების დარბევა თუ ეგრეთ წოდებული „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მისამართით, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

🔹 ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*