“ევროპელი სოციალისტების” მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს

📍 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
“ევროპელი სოციალისტების” მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.
🔹 მოგესალმებით ყველას, გისურვებთ ჯანმრთელობას და კოვიდზე გამარჯვებას!
🔹 კარგია, რომ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ომი არ ყოფილა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ და მასთან ერთად ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში.
🔹 ბოლო პერიოდში მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში მოვლენებმა, ისეთი სისწრაფით ჰპოვა განვითარება, რომ სულ სხვა რეალობებისა და გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის უკან. მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში, რეზოლუციის მიღების პერიოდში, ეს 26 იანვარი იყო, ჩვენმა პარტიამ გააკეთა განცხადება. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომ ომის თავიდან აცილების გზა იქნებოდა მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულება.
🔹 ჩვენი პარტიის ეს განცხადება, ბევრმა, მათ შორის პარლამენტში, მიიჩნია არააქტუალურად და საჭიროებას მოკლებულად, მაგრამ არ გასულა ერთი კვირა და გაირკვა, რომ არ დარჩა ამ საკითხში ჩართული ევროპის წამყვანი არც ერთი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულების შესრულებისკენ არ მოუწოდა. სულ ბოლოს, აღნიშნულ საკითზე – 8 თებერვალს, ბერლინში, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივ შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობას.
🔹 მიუხედავად თავისი არსებობის მოკლე პერიოდისა, ჩვენი პოლიტიკური პარტია საზოგადოებას და ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციულ წინადადებებს და ამ წინადადებების შესრულების კონკრეტულ გზებს სთავაზობს და არაა დაკავებული პოპულისტური, იაფფასიანი განცხადებებით. სწორედ, ამიტომ, დღეს საქართველოს ინტერესებიდან და არსებული ახალი პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე, გაგაცნობთ პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ საგანგებო განცხადებას და მიმართვას ხელისუფლებისადმი.
🔹 დღეს მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში, და საქართველოში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც გლობალური უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება, პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერსებზე და მის უსაფრთხოებაზე.
გლობალური უსაფრთხოების სისტემის ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, დაიცვას თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ბოლო 30 წლის განმავლობაში. მხედველობაში გვაქვს ის, რომ ხელისუფლებამ, შუამავლის გარეშე, იმოქმედოს პირდაპირი დიალოგის ფორმატში, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს.
ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენზე უკეთესად ვერავინ დაიცავს. როგორც ამას აკეთებს თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ყველა ქვეყანა. კერძოდ, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, არგენტინა, შვედეთი, ფინეთი, ჩინეთი და სხვა.
🔹 ცნობილია, რომ დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიუძღვის არანაირი ბრალი იმ რთული პოლიტიკური ვითარების შექმნაში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა 21-ე საუკუნეში. ასევე, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალუძს, დაიცვას ქვეყნის ინტერსები ყველა დონეზე და ყველანაირ ფორმატში, მიუხედავად არსებული უმძიმესი ზეწოლისა, რაც დღეს სახეზეა, და ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ილახება ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები.
ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მომავალში შეიძლება არ მიეცეს, და ამ შანსის არ გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატის ტოლფასი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შეცდომები და ღალატი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძვირად დაგვიჯდა.
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად მან, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, მოლაპარაკებების მაგიდასთან, რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ამას ახორციელებენ მსოფლიოს და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ლიდერები. იგივეს მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს.
🔹 ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი თავისი დიპლომატიური ქმედებით, რაც მათ გამოიჩინეს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის დროს და ჩვეული პრინციპულობით, პირდაპირი დიალოგის გზით, შეძლებს ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების, გადაწყვეტის ოპტიმალური გზების მოძიებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო ქართველი ხალხი ამ განსაცდელის ჟამს გაერთიანდება და გვერდში დაუდგება პრემიერ-მინისტრს ურთულესი მისიის შესრულებაში.
🔹 იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მისიის განხორციელებაში.
დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას მიესალმება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*