პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას დასავლეთ ევროპაში, ბელგიაში, გერმანიასა და საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ასევე, არიან დაკარგულებიც.
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს.
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები სამძიმარს უცხადებენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც წყალდიდობამ მძიმე შედეგები მოიტანა.
პარტია გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უცხადებს სოლიდარობას ბელგიელ, გერმანელ და ფრანგ ხალხს ამ ტრაგიკული მოვლენების გამო“ – ნათქვამია განცხადებაში.