პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება

📍 პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება

🔴 პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი, მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც, საქართველოს გაერთიანების შემთხევაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელებას შეეხება.

🔴 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს გაერთიანების შემთხვევაში, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი – მეორე მონტე-კარლო და შესაძლებელია საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არ გადაიხედება და მთავრობა შეეცდება ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებას.

🔴 „მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელების, შერიგებისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, ნდობის აღდგენის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შეგნებულად გაყოფილი საზოგადოების შერიგების შესახებ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

🔴 „სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან შექმნილი პოლიტიკური ამინდიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს სიძლიერის, კეთილდღეობის, სტაბილური განვითარების ფუნდამენტს, დღეს არააქტუალური და მეორეხარისხოვანია, რაც დაუშვებელია და აუცილებლია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🔴 „აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი და თავს მოხვეული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების დარეგულირება ქვეყნის ხელისუფლების ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს. უნდა განისაზღვროს ახალი მიდგომები – საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადასვლა, ყველა დაინტერესებული (შიდა თუ გარე) მხარის მონაწილეობით“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*