პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ აფასებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე უხეშ ჩარევად.

📍 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ აფასებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე უხეშ ჩარევად.

🔶 „აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გრძელდება. ეს არის უხეში ჩარევა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე. უცნობია, თუ რა ინფორმაციის საფუძველზე იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებას, რითაც აყენებს შეურაცხყოფას საქართველოს და მის მოსახლეობას“. – ნათქვამია განცხადებაში.

🔶 „ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასანქცირება მოგონილი თემაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხო ქვეყნების მიმართ საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოში აშშ-ს საელჩომ, ამერიკაში გამგზავრების მსურველთა დაახლოებით 70% -ს უთხრა უარი ვიზის მიღებაზე – ასე ვთქვათ, ათასობით საქართველოს მოქალაქე „დაასანქცირა“. დღეს მათ შორის არის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ არის კარგად გამიზნული გეგმის ნაწილი, რომელიც ჩვენი აზრით, მიზნად ისახავს, ქვეყანაში რადიკალურ-დესტრუქციული და ფსევდო დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების წახალისებას, შემდგომი არეულობითა და დესტაბილიზაციით ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად“. – აღნიშნულია განცხადებაში.

🔶 „ეს არის პოლიტიკური აქცია, იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც მიმართულია საქართველოს სასამრთლო სისტემის გაკონტროლებისკენ, რათა მართლმსაჯულება საქართველოში გადავიდეს ფსევდო ლიბერალური ძალების სრული კონტროლის ქვეშ, რითაც ხელისუფლების ეს შტო გახდება ადვილად მართვადი საბოლოო მიზნის – არჩეული ხელისუფლების შესაცვლელად. ხოლო ეს რევოლუციური, თუ ვადამდელი არჩევნების გზით მოხდება, გარე თუ შიდა რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური გემოვნების საკითხია“. – აღნიშნულია განცხადებაში.

🔶 „ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ მართლაც არსებობს მასშტაბური კორუფციული სქემები და მათი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალები, ჩვენს ქვეყნებს აქვთ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურების დონეზე, რაც საკმაოდ ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო მონაცემებით კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო სტაგნაციას განიცდის და ევროპის მრავალ ქვეყანას უსწრებს წინ“.- აღნიშნულია განცხადებაში.

🔶 „მოვუწოდებთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, ნუ მიაყენებენ ჩრდილს საქართვლოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ 30 წლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერობას, რომელიც არ შედის ჩვენი ხალხების ინტერსებში“. – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*