რას აძლევს საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? ფრიდონ ინჯია

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს;

🔴 რას აძლევს საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

🔴 ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან, დეპოლარიზაციის შესახებ მუხლის მთავარი ქვაკუთხედი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ ხელისუფლების დათმობაა;

🔴სიტუაციის დაძაბვა – არეულობა აწყობთ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით გაიმარჯვებენ. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ბატალიებში უმთავრესია კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობა;

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მიმოიხილა და შეაფასა მიმდინარე პოლიტიკური თემები და ასევე, ყურადღება გაამახვილა 7- 8 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების შესახებ, რომელიც რადიკალური ძალების მიერ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო ორგანიზებული.

🔶 დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც სამართლებრივად განსაზღვრავს სახელმწიფოს ეკონომიკურ და გარკვეულ წილად, პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასოცირების ხელშეკრულება ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, რაც ფრიდონ ინჯიას აზრით, საქართველოს პირობებში სრულად არ არის გამოყენებული და აუცილებელია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ მეტი იმუშაოს.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ასევე, ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს გააჩნია უფრო ღრმა, პირდაპირი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელიც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში და ეს ძალიან მისასალმებელია.

🔶 „ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომელიც ქვეყანას მიენიჭა შარშან, და მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის გაუგებარია თუ რას ითვალისწინებს ევროპული პერსპექტივა. სამი ქვეყნიდან, (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) არსებული პარამეტრებით, ყველაზე მეტად კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა საქართველო და მისი ხელისუფლება.

თუნდაც, მაგალითისთვის, ავიღოთ საქართველოს სასამართლო სისტემა, რასთან დაკავშირებითაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ევროპული პარამეტრებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ერთერთი მოწინავეა.

🔶 ჩემთვის გაუგებარია, რას აძლევს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? მაგალითად, რას მიიღებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, გლეხი ამბროლაურის რაიონში? ასევე, მე მაინტერესებს ერთი წლის განმავლობაში რა დაკარგა საქართველოს მოსახლეობამ ეკონომიკურად ამ გადაწყვტილებით? ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რას გვაძლევს იმაზე მეტს პრაქტიკულ გამოხატულებაში, რაც აქამდე უკვე მიღებული აქვს საქართველოს?

🔶 ამ კითხვებს ვსვამ იმიტომ, რომ ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად იყოს. ხოლო, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს არსებობს თუ არა რაიმე სახის საშიშროება, გარდა იმ მუქარებისა, რომელიც ჩვენ ასე ხშირად გვესმის პოლიტიკური ზეწოლის სახით“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიდან, დეპოლარიზაციის შესახებ ევროკაშირის მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც დეპოლარიზაციის ქვაკუთხედი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ ხელისუფლების დათმობაა.

🔶 დეპუტატის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად მიდის სპეკულირება და აპელირება სტრატეგიული პარტნიორების პოზიციასთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, და პრაქტიკულად, სტრატეგიული პარტნიორების ირგვლივ ტრიალებს საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი.

🔶 „მე მაინტერესებს, იღებს თუ არა საქართველო სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან იმ სასიცოცხლო დანიშნულების ენერგო მატარებლებს როგორიც არის, ელექტროენერგია, ნავთობპროდუქტები, გაზი, ხორბალი, კარაქი, ზეთი, შაქარი, თევზი, მაკარონი, ბრინჯი, ბურღულეული და ა.შ., რომლითაც ივსება საქართველოს მოსახლეობის ძირითადი სამომხმარებლო კალათა. და თუ ეს ასეა, მისი შეწყვეტის შემთხვევაში, გააჩნია თუ არა ხელისუფლებას ალტერნატიული გზები? გვაქვს თუ არა ენერგო მატარებლების და ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების შემოტანის ალტერნატივა და რამდენად ეკონომიური იქნება ეს ალტერნატივა ქვეყნისთვის?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა გარკვეულ წილად პარადოქსი უწოდა იმ გარემოებას, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ენერგო მატარებლის გატარებაზე, როგორიც არის ბუნებრივი აირი, რუსეთის ხელისუფლებას წელიწადში დღესაც მილიარდობით თანხებს უხდის. იგივე შეიძლება ითქვას ევროპის ქვეყნებზე, რომლებიც ენერგო მატარებლებს იღებენ რუსეთიდან და ეკონომიკურად თანამშრომლობენ მასთან. საქართველოს კი, როგორც პატარა სახელმწიფოს, ქვეყანაში მოქმედი რადიკალური ძალები ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა.

🔶 დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს სწორად ჩამოყალიბებული პრინციპული პოზიცია, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ყოველგვარი ესკალაციის თავიდან აცილება და არავითარი იარაღის ჟღარუნი. მით უფრო, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ბირთვული ომის საშიშროება სულ უფრო რეალური ხდება და ვითარება სრული განეიტრალებისკენ და დამშვიდებისკენ კი არ მიდის, არამედ პირიქით, დაძაბულობა პიკს აღწევს.

🔶 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში შეაფასა პარლამენტის წინ 7-8 მარტს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და აღნიშნა, რომ პროტესტი ე.წ. რუსული კანონის მიმართ, იყო მხოლოდ არეულობის საბაბი და რადიკალური ძალების მიზანი ამ გზით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გახლდათ. საბოლოო ჯამში კი, ამ მოვლენებმა ქვეყანაში დამატებითი საფრთხე შექმნა.

🔶 „პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის რიტორიკიდან, მოწოდებებიდან, ექსტრემისტული სულისკვეთებიდან, თუ რადიკალური ქმედებებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ეს არავითარი რუსული კანონი არ იყო და იყო მხოლოდ საბაბი ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე დამატებით შემოიყვანეს საჯარისო ნაწილები და მაღალტექნოლოგიური სამხედრო საჰაერო და სახმელეთო ტექნიკა. აი, ეს შედეგი მიიღო ქვეყნამ და შეიქმნა დამატებითი საფრთხე სახელმწიფოში, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ, ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს მოვეფეროთ და დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი მათთან და ამით მაგალითი მივცეთ სხვას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატს მიაჩნია, რომ 7-8 მარტს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შინაგან საქმეთა სამინიტროს არეულობისა და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით, რისთვისაც სამინიტრომ მართლაც, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. თუმცა, ფრიდონ ინჯია უარყოფითად აფასებს ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეთა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე არ დასჯილან.

🔶 „ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა სათანადო რეაგირება იმ პირების მიმართ, რომლებიც აქციის მიმდინარეობის პერიოდში დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონს არღვედნენ. ეს პირები დღემდე არ დასჯილან, რითაც კანონის აღსრულება არ მოხდა. რეგიონებში სრული მხარდაჭერა გაქვთ და მოსახლეობა ელოდება კანონის აღსრულებას სწორედ ამ პირების მიმართ. სიტუაციის დაძაბვა, არეულობა აწყობთ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით გაიმარჯვებენ. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ბატალიებში უმთავრესია კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობა, ნახევრად კანონის შესრულება კი, კლავს კანონს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*