სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ, დაპირისპირება ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ამ კულმინაციის ბოლო ეტაპი კი, იქნება ხელისფლების უსისხლოდ გადაბარება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.

???? სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ, დაპირისპირება ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ამ კულმინაციის ბოლო ეტაპი კი, იქნება ხელისფლების უსისხლოდ გადაბარება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.

???? დავიწყებთ ახალ ცხოვრებას, ძველი ახალი ხელისუფლებით. აი, მაშინ ვნახავთ ახალი შემართებით ტერორსა და წამებას, დემოკრატიის დროშით!

???? საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

???? ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის სხვადასხვა განცხადება შერიგების შესახებ. ძირითადად, ეს განცხადებები კეთდება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან.

???? რა მიზანს ისახავენ ამ მოწოდებებით? სვამენ კითხვას – რა არ უნდა შევრიგდეთ? ეს ხომ სტაბილურობას მოუტანს ქვეყანას ! ამით პოლარიზაცია განიმუხტება და ა.შ. , მაგრამ ამავე დროს არ საუბრობენ იმაზე, თუ რა მთავარი ამოცანის გადაწყვეტა უნდათ ამით მათ. ესაა სააკაშვილის გათავისუფლება.

???? ამასთანავე, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, მათივე ჯგუფიდან, ცდილობს ვადამდელი არჩევნების მიღწევას. და ეს გულწრფელად სურთ, რადგანაც მათთვის სააკაშვილის პირველობა მიუღებელია.

???? პირველ ვარიანტში, ძირძველი ნაციონალების მოთხოვნით თუ ვიმსჯელებთ, რას მივიღებთ სააკაშვილის გათავისუფლებით? ეს იქნება მანიფესტი, შეწყალება თუ შარალ მიშელის ახალი მემორანდუმი

???? სააკაშვილის განთავისუფლების შემდეგ, მას, რა თქმა უნდა, მონანიება საერთოდ აღარ ემახსოვრება, და დაპირისპირება ქვეყანაში კულმინაციას მიაღწევს. ამ კულმინაციის ბოლო ეტაპი კი, იქნება ხელისფლების უსისხლოდ გადაბარება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. ამ პროცესს სახელსაც დაარქმევენ, არ გაუჭირდებათ.

???? რაც შეეხება მეორე ვარიანტს – ვადამდელ არჩენებს, სინამდვილეში, ეს არ განიხილება, და მხოლოდ განცხადებებისთვის იყენებენ, რის გამოც ეს მცირე პარტიები პარლამენტში ფრაქციებს ქმნიან, და ეს ძალიანაც კარგია.

???? ვუბრუნდები პირველ ვარიანტს, რა გამოდის? – სააკაშვილი მოინანიებს, ისიც თუ მოინანია (საკითხავია), ბოდიშს მოიხდის, გავათავისუფლებთ და დავიწყებთ ახალ ცხოვრებას ძველი ახალი ხელისუფლებით. აი, მაშინ ვნახავთ ახალი შემართებით ტერორსა და წამებას, დემოკრატიის დროშით!

???? ვეკითხები „ოცნებას“: თუ ამ თამაშში ჩაერთვებით და დანებდებით, რას უპირებთ საპატიმროებში მყოფ 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს?

???? ჩაუდენიათ კი მათ ისეთი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს არ ჩაუდენია?

???? ეს იქნება: კაცის კვლა, ადამიანის ფიზიკური დაზიანება, გაუპატიურება, დაყაჩაღება, მიწების გაყიდვა, ქურდობა, რეკეტი, საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ხულიგნობა, ცილისწამება, შანტაჟი, მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოჯახების სასოწარკვეთამდე მიყვანა, ბადრაგის ფიზიკური ხელყოფა, აფერისტობა – ვითომ შიმშილობს, სიმულაცია – თითქოს ფსიქიური გადახრები აქვს – მეორე კამო მოგვევლინა, რითაც მან ამ მსჯავრდებულებს აჯობა. და აქ გამოვყოფდი მთავარ დანაშაულს, რომლითაც სააკაშვილმა 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს გადაასწრო – ეს არის – სამშობლოს ღალატი.

???? ის 9000-ზე მეტი მსჯავრდებულიც სიამოვნებით მოინანიებს და ბოდიშსაც მოიხდის, და, რა გამოდის? გამოვუშვათ ისინი თავისუფლებაზე?ბარემ კანონშიც ჩავწეროთ ასეთი მუხლი – „ბოდიშის მოხდა და მონანიება“.

???? ჩვენი ქვეყანა იქნება პირველი, რომელიც იმდენად პატივს სცემს რამდენიმე უცხოელის შეშფოთებას, რომ თავის კანონსა და კონსტიტუციას უკან გადადებს… მივიღებთ ქვეყანას, რომელიც იქნება ჰუმანურობისა და დემოკრატიის მწვერვალზე. ყველა საღად მოაზროვნე იქნება ჩარეცხილებში, თუმცა, ზოგი მოახერხებს სააკაშვილის მატარებელს შეახტეს, რომელიც 2003 -მი წლის შემდეგ იქნება მეორე მატარებელი – ნომრით 2022.

???? დავიკავოთ ხელში მორიგი მემორანდუმი ან მანიფესტი ან მორიგი შეწყალება, და წინ – ურიგოდ ევროკავშირისკენ!

???? მე კი მგონია, კოლეგებო, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ, თუ ქვეყნის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულია, კერძოდ პროკურატურა, თამამად ჩამოიღებს თაროებიდან ყველა იმ საქმეს – ახალსა თუ ძველს, რომელსაც კარგა ხანია მტვერი დაედო. სხვა შემთხვევაში, დავრჩებით სულ შეშფოთების დონეზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*