საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეს-კონფერენცია გამართა

👉 ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ამ თემასთან დაკავშირებით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეს-კონფერენცია გამართა.

🔴 „რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა ინიციატივა საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით.

🔴ეს მოთხოვნა და ამის აუცილებლობა ჩვენი პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გაჟღერდა პარლამენტის ტრიბუნიდან და მედიაში.

🔴 ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და იმ 408 ადამიანის ჭირისუფალს, რომელიც დაიღუპა ამ ომში. პასუხი უნდა გავცეთ, მათ ოჯახებს. გარდა ამისა, ეს სჭირდება ჩვენს მომავალს, ჩვენს ისტორიას იმისთვის, რომ, იქ არ იყოს გაუგებრობის შავი ლაქები.

🔴 ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ, მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას.

🔴 მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არა აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში:

❓– რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%;

❓– შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება;

❓– რას ურჩევდნენ, თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები;

❓– ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში;

❓– ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა;

❓– რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და, საერთოდ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული;

❓– საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა, გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს;

🔴 მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება ჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!

🔴შესაბამისად, ჩვენი პარტია იწყებს ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე – საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას.

ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია დღეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ საქართველოში, მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე.

🔴 ჩვენ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

🔴 დარწმუნებული ვართ, რომ 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*