საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები სახალხო დამცველის კანდიდატს მაკა მინდიაშვილს

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები სახალხო დამცველის კანდიდატს მაკა მინდიაშვილს.

❓ არის თუ არა ლეგიტიმური მეათე მოწვევის პარლამენტი?

❓ როდის შეიქმნა სახალხო დამცველი ინსტიტუტი საქართველოში?

❓რატომ არ არის სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში?

❓ თუკი, საქართველოში იქნება კანონის უზენაესობა, იქნება საჭირო სახალხო დამცველის ინსტიტუტი?

❓ სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, როგორ ფიქრობთ, აიწია თუ არა კანონიერების დონემ?

❓ სახალხო დამცველის ინსტიტუტის ნაცვლად ხომ არ ჯობდა შექმნილიყო ინსპექციის მსგავსი ორგანო, რომელიც გააკონტროლებდა, მონიტორინგს გაუწევდა პროკურატურის მუშაობას, ხელს შეუწყობდა თაროზე ჩამოდებული საქმეების გამოძიებას, მოხდებოდა მყისიერი რეაქცია იმ დანაშაულებზე რაც ხდება?

❓ სახალხო დამცველი უნდა იცავდეს თუ არა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ?

❓უნდა იცავდეს თუ არა სახალხო დამცველი საქართველოს იმ მოქალაქეების უფლებებს, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა ბედის უკუღმართობით, ან ჩვენი ხელისუფლების უნიათობით, თუ უცხო ქვეყნის ძალისხმევით, რომელთა რაოდენობა საზღვარგარეთ 1/3 -ია, მილიონ ნახევარია?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*