საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე


2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული სისტემურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე!
???? ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ახალი საფინანსო ინსტიტუტი და შემუშავდეს ახალი მექანიზმები სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ფინანსურად მხარდასაჭერად!
???? საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
???? ბიუჯეტის ეს პროექტი არის ანალოგიური 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით და მასში ვერ ვხედავ ვერანაირ სისტემურ და ინსტიტუციონალურ ცვლილებებს, რომელიც მოსახლეობის შემოსვლების ზრდაზე იქნებოდა ორიენტირებული .
???? ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ, „აწარმოე საქართველო“, იაფიანი „აგრო კრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და სხვა მცირე საგრანტო პროგრამები, სადაც სახელმწიფო დიდ წილად კომერციული ბანკების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ახდენს, არ არის ცუდი, მაგრამ სრულიად არასაკმარისია მოსახლეობის იმ ფართო ფენებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ თავიანთი სამეწარმეო საქმიანობა და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს პროექტები – ეს ერთი, და მეორე – სახელმწიფო გარანტიას არ აძლევს და არ უზრუნველყოფს გლეხისგან ჭარბი პროდუქციის რეალიზებას.
საქართველოში მოსახლეობის 50% -მდე ცხოვრობს სოფლად და ისინი მთლიანად არიან ამოვარდნილი ქვეყნის საერთო დოვლათის შექმნის პროცესიდან. როდესაც დოვლათია, მაშინ არის ექსპორტიც და იმპორტის ჩანაცვლებაც. ნიორი ალჟირიდან არ გვექნება ჩამოსატანი, ან კვერცხი ჩვენი მეზობელი თურქეთიდან. მადლობა მათ უკვერცხოდ რომ არ დავრჩით.
???? ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად მიუწვდომელია. ეს პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მსხვილ მეწარმეთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კომერციული ბანკების საკმაოდ რთულ პირობებს, ან მათთვის არის ხელმისაწვდომი, ვისაც 5 ჰექტარზე მეტი მიწა აქვს.
სანამ ხელისუფლება არ შეიცვლის თავის პოლიტიკას იმ ულტრა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა ველურ კაპიტალიზმს და არ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, გამოდის, რომ ხელისუფლება დღეს მხოლოდ იღებს ვალდებულებას განახორციელოს პროექტები, მაგრამ ის, თუ როგორ შეცვალა ამ პროექტებმა მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სოციალური მდგომარეობა, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს; თუ იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ მითხარით – როგორ? ან სად არის ეს პასუხისმგებლობა?!
???? გლეხი, რომელსაც აქვს ერთი ჰექტარი მიწა, როგორც ცხოვრობდა 20 წლის უკან, ისე ცხოვრობს დღეს. გლეხისთვის რა შეიცვალა? დენი კი აქვს მუდმივად – თუ წინათ არ იხდიდა ახლა იხდის, ე.ი. მოემატა გადასახდელი. გაკეთდა გზა – მანქანა მას არ ჰყავს. მოემატა პენსია – გაძვირდა პროდუქტები და მედიკამენტები 500% -ით და რა გამოვიდა? ? ? …. (კრება დარჩა მხიარული) … გლეხისთვის არაფერი არ შეცვლილა… შედეგად გვაქვს ის, რაც გვაქვს და ვართ მაჩანჩალა ქვეყნებში, როგორც ვიყავით, მაგრამ დიდი ამბიციებით.
???? ხომ არ დადაგა დრო, რომ ვიფიქროთ შევქმნათ ახალი საფინანსო ინსტიტუტი და შემუშავდეს ახალი მექანიზმები სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის ამ უდიდესი ნაწილის ფინანსურად მხარდასაჭერად, რათა მათ მიეცეთ საშუალება განახორციელონ თავიანთი სამეურნეო საქმიანობა, რითაც თავის საგრძნობ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, მაგრამ ამისთვის ქვეყანამ უნდა შეცვალოს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ის ბრმად მიჰყვება, ბრმად იმიტომ, რომ წინ სიბნელეა. სიბნელეა ამ მიმართულებით ბოლო 18 წელია.
???? აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ერთ-ერთ ვარიანტად შეიქმნას სახელმწიფო საინვესტიციო ფინანსური ინსტიტუტი (კომერციული ბანკი), სადაც სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კომერციულ ბანკებთან შედარებით აიღებს უფრო მაღალ რისკს, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, და დააფინანსებს მოსახლეობის ფართო ფენების საქმიანობის წამოწყებას, რითაც ხელს შეუწყობს გლეხური, ფერმერული მეურნეობებისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას. ამისთვის კანონიც არ არის შესაცვლელი, მხოლოდ ნებაა საჭირო. აიღეთ მაგალითისთვის გერმანიის საბანკო სისტემა, რომ არაფერი ვთქვათ ნორვეგიაზე, ევროპის ძირითად ქვეყნებზე, სადაც სოციალისტები ან მმართველი, ან მეორე პარტიაა, სადაც კაპიტალიზმიცაა და დაგეგმარებაც, სადაც ლტოლვილი პირველი დღიდანვე სოციალურად დაცულია, რომ არაფერი ვთქვათ ძირითად მოსახლეობაზე.
???? ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ზრუნავს ხალხზე და მოსახლეობა არის სოციალურად დაცული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*