საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი როგორიც არის დღეს – ფრიდონ ინჯია

👉 საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი როგორიც, არის დღეს – ფრიდონ ინჯია

👉 „საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი როგორიც, არის დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე!“

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

🔹 „ჩვენი სამშობლო ყოველთვის მიისწრაფვოდა რომ მდგარიყო ისტორიის სწორ ადგილას. ათწლეულების განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ყველა სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში დავკარგეთ ტერიტორიები, დაიხოცნენ ჩვენი შვილები, გადაიხვეწა ხალხი.

🔹 დადგა დრო, სწორად განვსაჯოთ ყველაფერი და გამოვიტანოთ დასკვნები:

🔹 საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ კვლავ უნდა იმოქმედოს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც მოქმედებენ: ნატოს წევრი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა თურქეთი, ევროპის ასოცირების მქონე სხვა სახელმწიფოები, ევროპის რიგი სახელმწიფოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყანა, სამაგალითო ისრაელი.

🔹 იმ 12 პუნქტიდან, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა, თითოეული გამსჭვალულია ორმაგი სტანდარტით, არ არსებობს კრიტერიუმი მისი შესრულების, შეფასებისა და მთავარია, ვინ იქნება შემფასებელი.

🔹 უდევს თუ არა საფუძვლად ამ პირობებს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, კანონის უზენაესობა ყველას მიმართ და საქართველოს ეთნიკურ -კულტურული იდენტობის შენარჩუნება?

🔹 თუ ამ 12 პუნქტის შესრულების შემდეგ ჩვენ ვიღებთ მე-13, ყველაზე მთავარ პირობას, რომელიც გაჟღერდა, არა ევროკომისიის და ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, არამდე ევროპის ერთერთი ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, სადაც იგი, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ-ტერიტორიულ შეცვლას ითხოვს, რაც, როგორც ჩვენი, ასევე, ზებუნებრივი ძალების შესაძლებლობასაც კი, აღემატება.

🔹 თუმცა, ჩვენი მეზობელი, მოსაზღვრე თურქეთისთვის ხელი არ შეუშლია მის გეოგრაფიულ მდგომარეობას, რომ მიეღოთ კანდიდატად და უკვე ათეული წელია ელოდება ევროკავშირის წევრობას.

🔹 მიზანშეწონილად მიმაჩნია, თავი დავანებოთ ყველანაირ ისტერიას, რაც უფრო აღრმავებს დაპირისპირებას, დაძაბულობას და ქვეყანაში ქმნის ხელოვნურ პოლარიზაციას.

🔹 დროა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას პრაგმატული და რეალური ნაბიჯი, ჩაერთოს ყველა იმ მნიშნველოვან ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ფორმატებში, რაც სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ მდგრადობას, განვითარებას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და უმთავრესი მიზნის – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მათ შორის, იმ ევროპული კანონების მიღებას, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას. ამაში ჩვენ არავინ გვიშლის ხელს.

🔹 კარგი იქნება, თუ ევროპა მოგვცემს კანდიდატის სტატუსს, და ეს იქნება სამართლიანი ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმებიდან და განვლილი ისტორიიდან გამომდინარე, განსაკუთრებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში.

🔹 თუმცა, ყველაფერი შედარებითია. ის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, არაფერს იძლევა, ეს ფაქტია, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საშულებას მოგვცემს.

🔹 სწორედ პოლარიზაციის შესამცირებლად გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარება, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ხოლო თუ საქართველოს არ მისცემენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც ამის წინააღმდეგ წავლენ, საქართველოში არა მშვიდობის, არამედ უფრო მეტი პოლარიზაციის, დაპირისპირების, ომის, ნგრევის მხარდამჭერებად.

🔹 ევროკავშირი ითხოვს პოლარიზაციის შემცირებას. ამ დროს რა გამოდის? ის თავად ხელს უწყობს პოლარიზაციას.“

დიდი მადლობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*