საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმაჩნია აბსოლუტურად ადეკვატურად

🔷 საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმაჩნია აბსოლუტურად ადეკვატურად. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა ტელეკომპანია “ალტ ინფოს” პირდაპირ ეთერში გადაცემაში „დღის კომენტარი“.

🔷 „მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ადეკვატურია საქართველოს მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც იმყოფება საქართველო კავკასიის რეგიონში. ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია, რომელიც ყველა წინადადებას და ყველა ინფორმაციას ყოველთვის აჟღერებს არგუმენტირებულად. ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები იქიდან გამომდინარე, რომ ყველა განცხადებას, ყველა ნაბიჯს, ქმედებას, თან ერთვის მთავარი განცხადება – “საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ფრიდონ ინჯიას აზრით, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა არის დამაკმაყოფილებელი, ოპტიმალური და რაციონალური. „რა პოლიტიკასაც ატარებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, მიმაჩნია, რომ არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა და არ იყოს ომი. უფრო მეტიც, დღეს მსოფლიოში არსებული მდგომარეობა უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მთავარია, არ დაზარალდეს ხალხი და ქვეყანა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, და ძალიან გასაფრთხილებელია ის პოზიციები, რომლებმაც შეიძლება ქვეყნის კეთილდღეობას ხელი შეუწყოს“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*