საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძეს მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ დღეს არსებულ სპეკულაციებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.

📍 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ავთანდილ ენუქიძეს მიაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ დღეს არსებულ სპეკულაციებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ გააკეთა განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პარალმენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„წლებია მიდის ამ თემაზე საუბარი და ერთი მხარე აბრალებს მეორეს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი და ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ეცოდინება, თუ ვინ არის დამნაშავე და ეს სპეკულაციაც დასრულდება. ეს ერთგვარად იქნება მთავრობის გაფრთხილებაც, რომ მსგავსი დანაშაული დაუშვებელია“ – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*