საქართველოს უნდა ჰქონდეს მრავალვექტორული საგარეო ურთიერთობა – ფრიდონ ინჯია.

🇬🇪 საქართველოს უნდა ჰქონდეს მრავალვექტორული საგარეო ურთიერთობა – ფრიდონ ინჯია.

🔷 „უკრაინის მოვლენებთან მიმართებაში მომზადებული რეზოლუციის შექმნის ინიციატივა იყო ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რომელიც მე ვიტყოდი, რომ არის დესტრუქციული ოპოზიცია. ერთი წლის განმავლობაში მათ პრაქტიკულად, არ მიუღიათ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში. თუმცა, ისინი იღებდნენ მონაწილეობას ზოგი გარეთ, ზოგი პარლამენტში, ზოგიც ქუჩაში. სამაგიეროდ, ისინი ანაზღაურებას იღებენ სრულად“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში გადაცემა „დღის კომენტარში“ სტუმრობისას.

🔷 მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილის სურვილია, საქართველოში მოხდეს არეულობა. მათ ჰქონდათ მცდელობა დაემტკიცებინათ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები გაყალბდა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ. რის შემდეგაც წამოაყენეს საკითხი რიგ გარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც ასევე, არ გამოუვიდათ. მათ დარჩათ მხოლოდ ის, რომ ყველანაირად შეეცადონ ქვეყანაში არეულობას და უკრაინაში არსებული ვითარება ამისთვის გამოიყენონ.

🔷 „არც ერთ ქვეყანას მხარდაჭერის შესახებ ან სხვა სახის რაიმე მიმართვა, უკრაინასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ჩვენ კი გავრბივართ პირველები. ამ დროს. შეიძლება ჩვენ რაღაც შეგვეშალოს, შეიძლება ჩვენ გამოვედით მხარე უკრაინასთან ერთად და ჩავერთოთ ამ დიდ გაუგებრობაში” – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ

.🔷 „ჩვენს პარტიას მიჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დინჯად. წყნარად ვადევნოთ თვალი … რაღაც სინათლის სხივიც გამოჩნდა რუსეთთან მიმართებაში. მაგალითად 3+3 ფორმატი, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. იმ პოლიტიკით რა პოლიტიკაც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა, რაღაც მიღწევები იყო ეკონომიკური მიმართულებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა ორ ნიშანს გადააჭარბა. თქვენ წარმოგიდგენიათ? მაშინ, როცა დიპლომატიური ურთიერობა არ არსებობს, არის ეკონომიკური საქმიანობა, და არის გარკვეული წინსვლები ამ მიმართულებით. ეს ურთიერთობა რომ ყოფილიყო 2-3 წლის წინ, ეს მაჩვენებელი იქნებოდა ორჯერ მეტი. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოვიღეთ ის შემოსავალი, რაც შეეძლოთ, რომ მათ მიეღოთ. ეს არის ღალატი. ეს არის ის რაც ურტყამს ჩვენს ქვეყანას.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 „უკრაინა ჩვენთვის ახლო ქვეყნაა, მოძმე ქვეყანაა. მაგრამ იმდენად მოძმე არ არის როგორც უკრაინა რუსეთისთვის. ყოველ მეორე ოჯახს ნათესავი ჰყავს უკრაინაში და პირიქით, ყოველ მეორე უკრაინელ ოჯახს ნათესავები ჰყავს რუსეთში. თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი მეგობრები ვართ. უფრო მეტს გეტყვით, როდესაც იყო აფხაზეთის ომი და ლტოლვილები გადმოყავდათ მესტიაში, მაშინ უკრაინელი მფრინავები თავდაუზოგავად დადგნენ ჩვენს გვერდით. ეხლაც, ჩვენ გვერდით ვდგავართ უკრაინელებთან ყველა გაგებით. არ არის საჭირო იარაღის მიწოდება. პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცეცხლი არ დაინთოს. ეს არის ჩვენი ამოცანა“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება რეზოლუციას, მას მიაჩნია, რომ საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ამ ეტაპზე და დააკვირდეს მოვლენების განვითარებას.

🔷 „ჩვენი ინტერესი ხომ ყველასთვის გასაგებია. ეს არის ეკონომიკური საკითხები, ის დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია თავშეკავება ყოველგვარი განცხადებებისგან და რეზოლუციებისგან, რათა ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს თავს. თუ ოპოზიცია დაარეგისტრირებს პარლამენტში პროექტს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფიც დაარეგისტრირებს რეზოლუციის პროექტის ჩვენს ვარიანტს. ამ რეზოლუციაში კი არის მოწოდება, რომ რა თქმა უნდა, ყველა სუვერენულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სუვერენული უფლებები, რომ ქვეყანას აქვს უფლება გაერთიანდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სამხედრო გაერთიანებაში. ეს უნდა იყოს ყველა დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენული უფლება. მიიღებენ თუ არა ამ ათუ იმ ქვეყანას ამა თუ იმ ორგანიზაციაში ეს სხვა საკითხია. აქ უკვე მნიშვნელოვანია, თუ რა პირობებზეა საუბარი და ასე შემდეგ.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 როგორც „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში გატარებულმა პოლიტიკამ შედეგი ვერ მოიტანა.

🔷 „დავკარგეთ ტერიტორიები. დაინგრა ქვეყანა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებებს, რომ დაბლოკონ ყველა სწორი გადაწყვეტილება. 18 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ახერხებს. ამას რატომ ვამბობ? ამ 18 წლიდან 9 წელი „ქართული ოცნება“ მათ ალყაში ჰყავთ შემორტყმული და ყველანაირად ცდილობენ ყველა სწორი გადაწყვეტილება დაბლოკონ“ – აღნიშნა მან.

🔷 გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე ახდენს თუ არა გავლენას საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებაზე არსებული პროპაგანდა და საინფორმაციო საშუალებები, ფრიდონ ინჯიას აზრით, რა თქმა უნდა, გარკვეულ წილად საზოგადოებრივ აზრზე ეს აისახება.

🔷 „საინფორმაციო საშუალებებში დღეს არსებული პროპაგანდა ახდენს დიდ გავლენას საზოგადოების აზრზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩვენ გონს მოვალთ და გადავრჩებით. პროპაგანდა დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საინფორმაციო საშუალებები მათ ხელშია. მიუხედავად ამისა, ქართულ საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სწორად ხედავენ არსებულ რეალობას და ჩვენ გადავრჩებით. საუკუნეები იყვნენ იმპერიები და მათგან არაფერი არ დარჩა და ჩვენ კი, გადავჩრით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მოვალთ გონს და ის, რაც დღეს მისაღებია საქართველოსთვის და არის მომგებიანი, ის უნდა გავაკეთოთ. ეს ურთიერთობა უნდა იყოს რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან. ჩვენ უნდა გვქონდეს მრავალვექტორული ურთიერთობა, როგორც ეს ჩვენი პარტიის წესდებაშია“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*