საქართველოს ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – „ევროპელი სოციალისტები“

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას მიმართავს, უახლოეს დროში გადადგას  ქმედითი ნაბიჯები, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ურთულესი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად.

„საქართველოს მოსაახლეობა გაზაფხულზე აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში სოციალურ – ეკონომიკური თვალსაზრისით, თუკი ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს  ვითარების გამოსასწორებლად. მიგვაჩნია, რომ პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა გახსნას საზღვრები, ყველა სატრანსპორტო საშუალება. მათ შორის,  საჰაერო მიმოსვლის ჩათვლით და ყველა უცხოელს, ყველა მსურველს უნდა მიეცეს უფლება ჩამოვიდეს საქართველოში,  ბუნებრივია, „კოვიდ -19“ -თან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული  დაცვით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება აწარმოონ თავიანთი საქმიანობა  არსებული ყველა რეკომენდაციების დაცვით და სახელმწიფომ თავის მხრივ, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი და დაუწესოს საგადასახადო შეღავათები  მინიმუმ  სამი თვით მაინც,   მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც  დედაქალაქში , ასევე საქართველოს მასშტაბით.

„ევროპელი სიციალისტები“ მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში,  საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი და სწორედ ამით არის გამოწვეული მათი უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობა.  ამ მხრივ, ხელისუფლებას მართებს სერიოზული ცვლილებების გატარება საკანონმდებლო დონეზე.

„დღეს არსებული საბანკო პოლიტიკა საკრედიტო განაკვეთებთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობისთვის არის უმძიმესი. მით უმეტეს,  დღეს არსებული ვითარების გათვალიწინებით, გამოწვეული  მსოფლიო პანდემიიდან. მიგვაჩნია, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ცვლიელებების გატარება საკანონმდებლო დონეზე, რაც საქართველოს მოსახლეობას მისცემს შესაძებლობას საკუთარი მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოს იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები.  უნდა მოხდეს საბანკო განაკვეთების მაქსიმალური ლიებრალიზაცია და იგი უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას.

პარტიაში თვლიან, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორთან ერთად უნდა გადახედოს ბანკების წლიური მოგების პროცენტულ ზღვარს.

„ბანკების მიერ მოზიდული სესხი და საკრედიტო რესურსები, გაცემული სესხები უნდა ეფუძნებოდეს  საერთაშორისო ნორმებს და მათი წლიური მოგება არ უნდა იყოს ზღვარს გადასული. მაგალითისთვის, თუ ბანკი კრედიტს იღებს 6% -ად, გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 7,4% -ს.  მითუმეტეს,  თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ ვითარებას, რაც გამოწვეულია პანდემიით, მსგავსი ტიპის საშეღავათო პირობები ხელისუფლებამ და საბანკო სექტორმა მოსახლეობას უნდა შესთავაზოს  მინიმუმ,  პანდემიის დასრულების პერიოდამდე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*