სახალხო დამცველის ინსტიტუტი დღეს დესტრუქციული ძალების ერთ-ერთი ბერკეტია ხელისუფლების დასამხობად – ფრიდონ ინჯია

🔹 სახალხო დამცველის ინსტიტუტი დღეს დესტრუქციული ძალების ერთ-ერთი ბერკეტია ხელისუფლების დასამხობად – ფრიდონ ინჯია

🔹 სახალხო დამცველის არჩევის ვალდებულება კონსტიტუციით გვაქვს ნაკისრი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს ინსტიტუტი დღეს ერთ-ერთი ბერკეტია ხელისუფლებასთან ბრძოლის, ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების გადაბარების მიზნის მისაღწევად, და სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდათ შეინარჩუნონ მათ, ვისაც ხელისუფლების შეცვლა სურთ.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა ტელეკომპანია ალტ-ინფოს ეთერით გადაცემაში „ალტერნატიულ ხედვა“.

🔹 დეპუტატის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ისეთ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა მოქმედებს, საჭირო არ არის.

🔹 „ევროპისა თუ ამერიკის წამყვან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ არსებობს. სულ რამდენიმე ქვეყანაშია, მათ შორის ჩეხეთში, პოლონეთში… ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობაა, ის საჭირო არ არის. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, სამწუხაროდ, ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი და სანამ კონსტიტუცია არ შეიცვლება, იძულებული ვართ, ავიტანოთ ის – გადავიხადოთ ფული ბიუჯეტიდან, რაც, დაახლოებით, 10 მლნ-მდეა. ამას ემატება ათეული მილიონობით გრანტი და დახმარებები უცხო ქვეყნიდან. უფრო მეტიც, გამოვიდა ისე, რომ ის სახალხო დამცველი, რომელიც ჯერ კიდევ 5 დეკემბრამდე იქნება, არის დამცველი იმ პირებისა და ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს ებრძვიან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს განსაკუთრებით გამოჩნდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ამასთანავე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მოქმედ სახალხო დამცველს არავინ იცნობს ლაგოდეხში, თელავში, მარტვილსა თუ ქედაში, და ამ ინსტიტუტს რაიმე სარგებელი მოსახლეობისთვის არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ წერს მოხსენებებს, რამაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯს ზიანი მიაყენა.

🔹 „იგი წერს რაპორტებს, და იმ 12 პუნქტის შედგენაში, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს დაუყენა, მასაც მიუძღვის წვლილი ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წარმომადგენელს. როდესაც ასეთი რეკომენდაციები მუშავდება, ჩემთვის გასაგები იქნებოდა, რომ ისინი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად შედგენილიყო. დარწმუნებული ვარ, იმ ჩამონათვალში არ იქნებოდა პუნქტები, რომელთა შესრულება წინასწარ განწირულია. იქ სპეციალურად ჩაიწერა სახალხო დამცველთან დაკავშირებით ისეთი პუნქტი, რომ სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო პერიოდში ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, უნდა იყოს დაცული, რადგან მათ სჭირდებათ სახალხო დამცველის ასეთი მიმართულებისა და განწყობის შენარჩუნება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ექნება პარლამენტარების მხარდაჭერას.

🔹 „არ მგონია, ლომჯარიაზე უარესი კანდიდატურა იყოს არჩეული. კანდიდატურა აუცილებლად იქნება, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან საპარლამენტო პარტია აუცილებლად დააყენებს კანდიდატურას. ჩვენც ვფიქრობთ, ვინ შეიძლება წამოვაყენოთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის, ისე პოლარიზაციის აღმოფხვრის და სხვა საკითხების მოგვარების საქმეში კანონის უზენაესობის პრინციპს ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*