ფრიდონ ინჯია თვლის, რომ პირდაპირ დიალოგს, შუამავლის გარეშე ალტერნატივა არ აქვს

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია თვლის, რომ პირდაპირ დიალოგს, შუამავლის გარეშე ალტერნატივა არ აქვს.

👉 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც „ევროპელი სოციალისტების“ სახელით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე.

🔹 „ყველა შუამავალი, თუნდაც ავიღოთ კომერციული საქმიანობა, პირველ რიგში გამოდის თავისი ინტერესებიდან. პოლიტიკაშიც ასეა. არ არის ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს მოლაპარაკებებში და თავისი ქვეყნის ინტერესებს არ დებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დალაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან უნდა მოხდეს პირდაპირ და ეს ნათლად ჩანს ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს პასუხებიდან, რომ მათ პირველ რიგში აწუხებთ თავიანთი ინტერესები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თვლის, რომ საქართველოს ინტერესებს ვერავინ ვერასდროს ისე ვერ დაიცავს, როგორც თავად საქართველო.

🔹 „როგორც ჩვენი ქვეყნის შვილი, ისე ვერავინ დაიცავს ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს მთავრობას, რომ მან პირადად აგოს პასუხი და დაიცვას ქვეყნის ინტერესები, და ეს უნდა მოხდეს შუამავლის გარეშე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*