ფრიდონ ინჯია- საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართულ ეკონომიკაში ლარის გამყარებასა და ფულადსაკრედიტო სისტემის სტაბილურობაში;

📍 საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართულ ეკონომიკაში ლარის გამყარებასა და ფულადსაკრედიტო სისტემის სტაბილურობაში;

📍 საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს უმძიმესი ამოცანაა მიგრაციის შეჩერება, სხვა შემთხევაში საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს და სხვადასხვა ქვეყნებში იქნება ქართული დიასპორის სახით გაბნეული;

📍 რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ერთ მილიონამდე ქართული დიასპორა, სახალხო დიპლომატიის გამოყენებით, უნდა გახდეს ხიდი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისა;

🔸 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

🔸 საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა წარმოადგინა.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან მოითხოვა განმარტება, თუ რა პრინციპით ახდენს სამინისტრო სხვადასხვა ქვეყნებში ქართული დიასპორის აღრიცხვას, რადგანაც მინისტრის მოადგილის მხრიდან წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გარკევულწილად უზუსტობებს შეიცავს.

🔸 მაგალითისთვის, ფრიდონ ინჯიამ დაასახელა თურქეთის რესპუბლიკა, იტალია და რუსეთის ფედერაცია, სადაც დიასპორის რაოდენობა არ შეესაბამება საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ ინფორმაციას. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.

🔸 დეპუტატის შეფასებით, საგარეო საქმეთა სამინიტროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ რა კონკრეტული ეკონომიკური წინსვლა ხდება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული დიასპორების მეშვეობით საქართველოში, იგივე ექსპორტისა თუ, ფულადი გზავნილებისა და სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე.

🔸 „მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა სახის ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართვლოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორებთან, რადგანაც საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდ წილად დამოკიდებულია სწორედ იმ ფულად გზავნილებზე, რომელიც საზღვარგარეთ ქართული დიასპორის მხრიდან ხორციელდება და უნდა აღინიშნოს, რომ დიდი წილი სწორედ რუსეთის ფედერაციიდან მოდის. საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ რის საფუძველზე შეძლო სახელმწიფომ და მთავრობამ 2 ნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც გახდა საფუძველი საჯარო სამსახურებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთათვის ხელფასების მინიმუმ 10 _% -იანი მატება მომხდარიყო. ცალსახაა, რომ საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული ლარის გამყარებასა და ფულადსაკრედიტო სისტემის სტაბილურობაში“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე ასევე, დაინტერესდა სამინისტროს სამომავლო ხედვებითა და გეგმებით ახალგაზრდა ელჩებთან მიმართებაში.

🔸 „გაქვთ თუ არა ახალგაზრდა ელჩების კადრების ბანკი, რომელიც სამინიტროს ექნება ერთგვარი რეზერვის სახით, რადგანაც მიმაჩნია, რომ სამინისტროს ზუსტად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, თუ როგორ გამოიყენოს მათი ცოდნა და შესაძლებლობა სამშობლოს გასაძლიერებლად“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების პრობლემაზე, რომლის მოგვარებაც, მისი შეფასებით, ხელისუფლებისთვის უმძიმესი ამოცანაა და იგი უნდა გადაიჭრას.

🔸 „მიმაჩნია, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო და დიასპორის დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნიდან წასული თანამოქალაქეების უკან დაბრუნება და თუ მათი დაბრუნება ვერ ხერხდება, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მათი შესაძლებლობები ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებს და იქნება სახვადასხვა ქვეყნებში დიასპორის სახით გაბნეული. მოგეხსენებათ, არიან ასეთი ერები, რომელთაც სახელმწიფო არ აქვთ და ისინი სხვადსხვა ქვეყნებში არიან გარკვეულ ჯგუფებად წარმოდგენილნი. თუ ჩვენ არ შევაჩერეთ მიგრაცია და მოსახლეობის გადინება, მაშინ საქართველო აღარ იქნება. ეს არის უმძიმესი ამოცანა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს უნდა გადაწყვიტოს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა, საქართვლოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი თანამემამულეების, კერძოდ, ბიზნესმენების პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს ქვეყნის ინტერსების სასარგებლოდ.

🔸 დეპუტატმა მაგალითისთვის მოიყვანა ქართველი თანამემამულეების მიერ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთში შექმნილი ბიზნეს ასოციაცია, რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს საქართველოსთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებზე, როგორიც არის ინვესტიციების მოზიდვა, ძირითადი ენერგო მატარებლები, ნავთობი, გაზი, ასევე, ხორბლისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების იმპორტი და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

🔸 „ყველაფერი ის, რაც სტრატეგიული დანიშნულებისაა ქვეყნისთვის დიდ წილად შემოდის რუსეთიდან. დღეს ბევრი საუბარია სტრატეგიულ პარტნიორებზე, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ქვეყანა დგას იმ დიასპორებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ და უმეტესი წილი რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე მოდის“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔸 აქედან გამომდინარე, ფრიდონ ინჯიას აუცილებლად მიაჩნია სახელწიფოს როლის გააქტიურება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართულ დიასპორებთან მიმართებაში.

🔸 „რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე დღეს ძალიან დიდ ქართულ საქმეს აკეთებს. იგი პრაქტიკულად, საელჩოს როლს ასრულებს და ყველანაირად ეხმარება ჩვენს თანამემამულეებს. იგი მუშაობს საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა კულტურულ, თუ ეკონომიკურ პროექტებზე. ამ ადამიანმა მოახერხა და სხვადასხვა დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანება შეძლო, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ბევრ ქვეყანაში დიასპორები ვერ ახერხებენ ურთიერთთანამშრომლობას და ხშირ შემთხვევაში ექიშპებიან ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლის გააქტიურება ქართულ დიასპორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის თავლსაზრისით“.

🔸 „რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ერთ მილიონამდე ქართული დიასპორა, სახალხო დიპლომატიის გამოყენებით, უნდა გახდეს ხიდი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება იქნება საფუძველი, მოხდეს გარკვეული წინსვლა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ურთიერთობაში. დიალოგის გარეშე შედეგი არ იქნება. თქვენ ხართ აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე გააკეთოს ის რაც, ქვეყანას სჭირდება და არ უსმინოს მას, ვისაც ჩვენს სამშობლოში თავისი ინტერსების გატარება სურს. იქმნება ასეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ არის გაბედული და გარკვეული ფაქტორები გაბრკოლებთ. შესაძლოა ასე გკარნახობთ რომელიმე საელჩო, მაგრამ გარწმუნებთ, თქვენ უნდა იმოქმედოთ მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე“.

🔸 „წინა ხელისუფლების ქმედებიდ შედეგად, საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20% -ი და დღეს იქ სამხედრო ნაწილებია განლაგებული. ამით მათ, ამიერკავკასია დაბლოკეს. მათ ყველაფერი გარანტირებული აქვთ. 30 კილომეტრში დგანან. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ როგორმე გამოვიდეთ მდგომარეობიდან. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ წინა ხელისუფლების შეცდომები, პირდაპირი დიალოგის დაწყების გარეშე კი, ჩვენ შედეგი არ გვექნება“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔸 დეპუტატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის პროექტზე, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, დღესდღეისობით უალტერნატივო და უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან იგი შეიძლება იქცეს ქვეყნის დაცვისა და სტაბილურობის გარანტად.

🔸 ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე, შეახსენა აზერბაიჯანის სახელწიფოს, როგორც ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის როლი საქართველსოთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავება აუცილებელი და საჭიროა.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს და სამინსიტროს წარმომადგენლებს შესთავაზა წინადადება, რომ საზღვაგარეთ უფრო მეტი ინტენსივობით მოეწყოს ქართული კულტურის დღეები და ამაში ქართული ტელევიზიების მეტი ჩართულობა და სატელევეზიო ეთერის უფრო აქტიურად გამოყენება, ძალზე შედეგიანი იქნება.

🔸 თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ კონსტანტინიდმა აღნიშნა, რომ ფრიდონ ინჯიას მხრიდან დასმული საკითხები და წინადადებები სამინისტროს სამომავლო გეგმაში აუცილებლად იქნება გათვალსიწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*