ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია ალტ ინფოს პირდაპირ ეთერში გადაცემაში დღის კომენტარი

🔴 „რა პროცენტია ქართული ინიციატივების წილი საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მაშინ, როცა ჩვენ ძირითადად სულ ვხედავთ გარედან წამოსულ დავალებებს და მინიშნებებს“.

🔴 „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და საქართველო.“

🔴 „რუსეთთან ურიერთობების დალეგება და დიალოგი.“
🔴 „საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის.“

🔻ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვების ირგვლივ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „დღის კომენტარი“.

🔶„რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ტრიბუნიდან მე სოწრედ ამ საკითხზე მქონდა საუბარი. პარლამენტი უნდა იღებდეს ისეთ კანონებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. როცა მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტების გარშემო, იქ არის მთელი რიგი ჩამონათვალი, რომ ხომ არ ეწინააღმდეგება ესა თუ ის კანონის პროექტი ევროპულ მოთხოვნებს. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ კანონპროექტში უპირველესად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს მოსახლეობის ინტერესები.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 „გავიხსენოთ შარლ მიშელის მემორანდუმი, რომელმაც ლამის კონსტიტუცია შეგვიცვალა. ამის შემდეგ, პარლამენტის ხელმძღვანელობას, კომიტეტების თავმჯდომარეებს არ დაუტოვებიათ ევროპის არც ერთი ქვეყანა და ისინი იყვნენ იმის მტკიცებაში, რომ ჩვენ კარგები ვართ. ქვეყნის პარლამენტი უნდა დაკავდეს ისეთი კანონების მიღებით, რომელიც გაუუმჯობესებს და გაუიოლებს მოსახლეობას ყოფა-ცხოვრებას, დაიცავს ჩვენს ეკონომიკურ ბაზარს, ჩვენს სახელმწიფოს. ამ ყველაფერს სამწუხაროდ, ნაკლები დრო ეთმობა. ნახევარზე მეტი დრო დათმობილია იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც ჩვენ როგორც “მოსწავლეებს” მოგვცეს და რისთვის? გამოგონილი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად? რომელიც არაფერს არ იძლევა, და გვჭირდება ეს კანდიდატის სტატუსი? ესეც საკითხავია. რადგან საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ეს დოკუმენტი საკმარისია. თუმცა, იქაც ბევრი რამ არის გადასახედი. არის საკითხები, რომლებიც ეწინააღდეგება ჩვენს იდენტობას, ჩვენი ქვეყნის ინტერსებს, მიმართულია ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასოცირების ხელშკრულებიდან ჩვენ უნდა ავიღოთ მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვჭირდება.“- მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 „რაც შეეხება ევროკავშირთან ჩვენს თანამშრომლობას, ამას ჩვენ ვაკეთებთ საკმაოდ მაღალ დონეზე და საკმაოდ სიღრმისეულად და კიდევ დასაფიქრებელია, რამდენად სჭრიდება ეს ჩვენს ხალხს. ევროკავშირს ან ნატოს თუ ჩვენ ვჭირდებით, ისინი ჩვენ მიგვიღებენ ისედაც …“- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებების ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხი და აღნიშნა, რომ უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სავსებით გასაგებია, რადგან უკრაინა ომშია ჩართული. რაც შეეხება მოლოდვას, დეპუტატს მიაჩნია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება მოლდოვასთან მიმართებაში, მოლდოვას ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკით არის განპირობებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში სხვა პრინციპულობა გამოიჩინა და შესაბამისად, ურყევად დგას თავის პოზიციაზე, რაც ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებაში გამოიხატება.

🔶 „ხელისუფლება იმიტომ არის არჩეული, რომ მან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. სწორედ აქ ვხედავ მე განსხვავებას. მით უფრო, ეს არის გამოგონილი სტატუსი, რომელიც არაფრის მომცემია და მხოლოდ იმისთვის არის, რომ თავზე ხელი გადაუსვან ზოგიერთ ქვეყანას და უთხრან, რომ აი, ჩვენ თქვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტასტუსი მოგანიჭეთ.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და ამის გარეშე არაფერი არ გამოვა.

🔶 „ის რაც ხდება დღეს გარედან, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობა ეცეკვება სახელწმიფო დეპარტამენტს (აშშ), რადგან მათ არ აწყობთ ჩვენი ურთიერთობა. თუკი ჩვენ რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობას და გადავწყვეტთ ყველა იმ საკითხს, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები თავის როლს კარგავს აქ.“ -აღნიშნა დეპუტატმა.

🔶 „ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ ვინ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, კერძოდ ესენია: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და მეოთხე ქვეყანა ამ შემთხევვაში არის რუსეთი. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მით უფრო, თუ გადავხედავთ სხვადასხვა განცხადებებს … ჩვენ როგორც ქრისტიანული ქვეყანა შეიძლება გავქრეთ და აღმოვჩნდეთ უმძიმეს მდგომარეობაში.“ – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 „რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მასთან დიალოგის გარეშე არაფერი არ გადაწყდება, ეს გამორიცხულია. ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია დიალოგი. ამ დიალოგისთვის, კი აუცილებელია კომუნიკაცია.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთნ, რადგანაც ეს მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება იქ მცხოვრები მილიონამდე საქართველოს თანამემამულისთვის.

🔶 „რატომ უნდა შევუშალოთ ჩვენ ხელი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, როდესაც რუსეთში 1 მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და რატომ უნდა იარონ მათ შემოვლითი გზით? საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოგვცემს დამატებითი შემოსავლის საშულებას. ეს ხომ ჩვენი მოსახლეობის ინეტერსებში შედის. ვინც ამის წინააღმდეგია, ისინი ყველანი ქვეყნის მოღალატეები არიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*