ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინაშე სახელმწიფო ბანკის შექმნის საკითხი დააყენა

🔹საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინაშე სახელმწიფო ბანკის შექმნის საკითხი დააყენა.

🔹 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგა.

🔹 „ჩემთვის გასაგებია, რომ ამის წინააღმდეგ იქნება ბევრი ბანკი. ამის წინააღმდეგ იქნება სავალუტო ფონდიც, მაგრამ ბატონო ირაკლი, თუ თქვენ პირადად მოკიდებთ ამ საქმეს ხელს, და დაუსაბუთებთ, პირადად თქვენ ამ საკითხს სავალუტო ფონში გადაწყვეტთ. მე ასე ვხედავ ამას. ბევრ რამეში არ ვარ ჩახედული, მაგრამ ჩემი გარკვეული გამოცდილებით, მოსაზრებებით და ხედვებით გთხოვთ ამას.“ – განაცხადა თავის გამოსვლაში ფრიდონ ინჯიამ.

თავის მხრივ, პრემიერ მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ფრიდონ ინჯიას, რომ ეს თემა არის ღია განხილვისთვის და იგი მზად არის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მხრიდან მოისმინოს წინადადებები და ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*