ფრიდონ ინჯიამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

18.02.22

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ამის შესახებ საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებმა საქართველოს ფინანსთა მინიტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.

🔹 „მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მივაპყრო თქვენი ყურადღება. მე დავუსვი შეკითხვები ფინანსთა მინისტრს, თუ რა თანხაა გათვალისწინებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამებით – როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, „იაფი აგრო კრედიტი“ და სხვა, და პასუხად მივიღე, რომ სახელმწიფოს მხრიდან კრედიტის სახით უნდა გაიცეს 560 მილიონი ლარი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთებზე, ასეთივე პროგრამებიდან, სახელმწოფომ კერძო ბანკებს გადაუხადა 600 მილიონი ლარი. ესე იგი, გამოვიდა, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ჩვენ გვინდა ხალხისთვის, იქედან 600 მილიონი ლარი კერძო ბანკებს გადავეცით. ხომ არ იქნებოდა კარგი, შექმნილიყო ერთი სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკი? ამის გაკეთებას არ სჭირდება ბევრი რამ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ნება. ეს უბრალო არითმეტიკაა.“ – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, რატომღაც ამ ინიციატივას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ამის უკან დგანან გარკვეული წრეები, მათ შორის ეროვნული ბანკი, რომლებიც დაინტერსებულები არიან, რომ ბანკები იყოს მხოლოდ კერძო.

🔹 „გადავხედოთ ჩვენს სამეზობლოს. თურქეთში არის სახელმწიფო ბანკი? – არის. ასევე არის კერძო ბანკები, მიდის კონკურენცია. არის აზერბაიჯანში სახელმწიფო ბანკი? – არის. არის ავსტრიაში სახელმწიფო ბანკი? – არის. რუსეთზე არ ვსაუბრობ… იქაც არის. მთელი რიგი ქვეყნებია, სადაც კერძო ბანკებთან ერთად არის სახელმწიფო ბანკები. ამას არაფერი არ უნდა, უნდა მხოლოდ ნება“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა, ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა, როცა საპენსიო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 36% -დან ჩამოვიდა 26 % მდე. ამიტომ თუ შეიქმნება სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკი, საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე, შესაძლებელია რომ კიდევ განახევრდეს. „სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკი შექმნას არაფერი არ უშლის ხელს, რომ ყველა პროგრამა და თანხები გავიდეს სახელმწიფო ბანკიდან. ასეთ შემთხვევაში, კრედიტები, არა მარტო საპენსიო, არამედ სხვა კრედიტები, გაცილებით იაფი იქნება. ვსვამ კითხვას – სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკი რომ ყოფილიყო, ის 600 მილიონი ლარი, ანუ სახელმწიფოს გავლით, ხომ იქნებოდა სახელმწიფოს ჯიბეში? ხომ შეიძლებოდა ის თანხა დაგვეხარჯა იმ ლტოლვილებზე, იმ გაჭირვებულ ხალხზე, ვინც არის დღეს. ამას არ სჭირდება არც უმაღლესი მათემატიკა და არც მაღალი თეორიები. აქ არის უბრალო არითმეტიკა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი განცხადებით, სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფო საინვესტიციო კომერციულმა ბანკმა გააკეთოს ხალხისთვის სასარგებლო საქმე.

🔹 „ის რაც დღეს ხდება, არის პირდაპირ მოსახლეობის ჯიბიდან ასობით მილიონი თანხის ამოღება, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო ხაზინაში. ამას წინ არაფერი არ უდგას“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან პლენარულ სხდომაზე, გამოთქვა იმედი, რომ მისი წინადადებები, რეკომენდაციები და ინიციატივები, იქნება სწორად გაანალიზებული და შესწავლილი როგორც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, ასევე ზოგადად საქართველოს მთავრობის და მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ეს გახდება მსჯელობის საგანი. „მე მაქვს გარკვეული გამოცდილება ამ სფეროში. მე მაქვს გარკვეული წვლილი შეტანილი თავის დროზე „ფოსტა ბანკის“ ჩამოყალიბებაში, რომელიც იყო სახელმწიფო ბანკი. მერე ის გაყიდეს, მერე გახდა სახალხო ბანკი, შემდეგ „ლიბერთი ბანკი“. მე ვიცი ეს როგორ კეთდება. მე აქ არაფერი არ მინდა. მინდა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო საქმე გაკეთდეს, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, და ჩვენ დაფინანსების პროგრამას სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, კერძო ბანკებს ნუ ვუკეთებთ. აქ ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკის მეშვეობით, მოსახლეობა გაცილებით დაბალ პროცენტში აიღებს კრედიტს. თუ ამას გავაკეთებთ მოგებაში იქნება ჩვენი ხალხი. თუ გაუგებარია რაიმე ამ არითმეტიკაში, მე მზად ვარ ყველა საკითზე მსჯელობისთვის.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*