ყველა კანონი უნდა იყოს მიღებული სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე – ფრიდონ ინჯია

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროეტებთან დაკავშრებით და მისი ძირითადი არსის შესახებ ისაუბრა.

🔶 „კოლეგებო, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი პროექტი, რომელიც შემოტანილია პარლამენტში ნახევრად კანონია და მე მინდა განვმარტო, თუ რატომ ვფიქრობ, რომ პირველი პროექტი არის ნახევრად კანონი.

🔶 პირველ რიგში, მინდა გავამახვილო ყურადღება, გამჭვირვალეობის შესახებ. რისთვის გვინდა ჩვენ გამჭვირვალეობა?

🔶 ჩვენ გავიგეთ, რომ არასამთავრობო სექტორი ფინანსდება ევროპის, აზიის თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

🔶 პირველი პროექტის თანახმად, ყურადღება გამახვილებულია ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალეობაზე, მაგრამ სად არის აქ სახელმწიფო ინტერესები?!

🔶 გამჭვირვალეობა გასაგებია, მაგრამ მან ხომ უნდა მიგვიყვანოს რაღაც შედეგამდე, უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესები გათვალისწინებული, ან უნდა იყოს განსაზღვრული სახელმწიფოს საზიანო ქმედებების პრევენციის საკითხი.

🔶 ამიტომ არის ეს კანონპროექტი ნახევრად კანონი და ამას გაგრძელება სჭირდება.

🔶 იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს მოწოდებას გადადგეს მთავრობა. შეიქმნას ტექნიკური მთავრობა. აქ არის მთელი რიგი საკითხები.

🔶 არასამთავრობო ორგანიზაციებს შექმნილი აქვთ პოლიტიკური სტრუქტურები, როგორც პოლიტიკურ პარტიებს.

🔶 ყველა კანონი უნდა იყოს მიღებული სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე.

🔶 რაც შეეხება ტერმინს – აგენტი, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში და სხვადასხვა სტრუქტურებში დამკვიდრებულია ეს ტერმინი, და ამაში დეპუტატი ცუდს ვერაფერს ხედავს.

🔶 უფრო მეტიც, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მათ ასეთი სტატუსი შესაძლოა ეამაყებათ კიდევაც, ხოლო ისინი ვინც ტერმინს – აგენტი უარყოფით კონტექსტში აღიქვამს, სწორედ მათი საქმიანობაა აგენტურის იმ მძიმე ფორმის, რისიც მათ ეშინიათ.

🔶 დეპუტატის თქმით, აქ ბოლო დღეების პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ბევრი „საინტერესო“ რამ გამოიკვეთა და ამას ყურადღება უნდა მიექცეს.

🔶 პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი სხვადასხვა კანონის პროექტი.

🔶 კერძოდ: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით და კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე პირველი მოსმენით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*