ხომ არ დადგა დრო იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია – ფრიდონ ინჯია

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ მიმართა სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც უფრო განამტკიცებს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.

🔺 „ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ. მე ერთი კვირის წინ გთხოვეთ, ხომ არ დადგა დრო იმისთვის, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაგეგმავს თუ რა უნდა გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად მივუახლოვდეთ ამ მიზანს და განვამტკიცოთ ჩვენი განცხადება ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*