წესდება

დამტკიცებულია

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების

„ევროპელი სოციალისტების“ 2021 წლის 9 იანვრის

დამფუძნებელი ყრილობის გადაწყვეტილებით

 1.     ზოგადი დებულებები

1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ (შემდგომში ,,პარტია“) არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს კონსტიტუციის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. პარტია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. პარტიას აქვს ბეჭედი და ბლანკი (რომელთა ესკიზები და აღწერილობა თან ერთვის წინამდებარე წესდებას).

1.3. პარტიის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.4. პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია ხდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

1.5. პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

1.5.1.        პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

1.5.2.        დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

1.5.3.        არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

1.5.4.        კანონის წინაშე თანასწორობა;

1.5.5.        პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა;

1.6. პარტიის სიმბოლო (ლოგო) შედგება სამი ფერისგან: ლურჯი, წითელი და თეთრი.  ცენტრში ლურჯ წრეში ჩასმულია ლურჯი და წითელი ფერის ხელის ჩამორთმევის თეთრ კანტშემოვლებული გრაფიკული გამოსახულება, რომელიც წარმოადგენს კეთილდღეობის, თანასწორობის და მშვიდობის ჟესტს. ლურჯი წრის გარეთ ზედა რკალზე, თეთრ ფონზე, ლურჯი და წითელი ფერებით აწერია ევროპელი სოციალისტები, ხოლო ლურჯი წრის გარეთ თეთრ ფონზე ქვედა რკალზე ლურჯი და წითელი ფერებით EUROPEAN SOCIALISTS. რკალის გარეთ მარჯვენა და მარცხენა მხარეს წარწერებს ჰყოფს ლურჯი ფერის ხუთქიმიანი ორი ვარსკვლავი. პარტიის ბეჭედი შედგება სამი ფერისგან: ლურჯი, წითელი და თეთრი. თეთრ ფონზე ცენტრში გამოსახულია ლურჯი და წითელი ხელის ჩამორთმევის კანტშემოვლებული გრაფიკული გამოსახულება, ასევე პარტიის საინდენტიფიკაციო ნომერი. წრის გარეთ ზედა მხარეს ქართული წარწერით წითელი და ლურჯი ფერებით აწერია ევროპელი სოციალისტები, ხოლო წრის ქვედა მხარეს EUROPIAN SOCIALISTS. რკალის გარეთ მარჯვენა და მარცხენა მხარეს წარწერებს ჰყოფს ლურჯი ფერის ხუთქიმიანი ორი ვარსკვლავი. პარტიის ბლანკის ზედა მხარეს ცენტრში განთავსებულია პარტიის ლოგო. ფურცლის ქვედა ნაწილში, მთელ სტროფზე წერია: საქართველო, ქ.თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას#42; 0186; 42 A.Politkovskaia Str., Tbilisi, 0186, Georgia;  [email protected];

1.7.  პარტიის სრული სახელწოდება ქართულად არის: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპელი სოციალისტები“; ინგლისურად: Political association of citizens ,,European Socialists”;

1.8. პარტიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0186, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #42. ელექტრონული ფოსტა: eus.digitalhost.ge

2.     პარტიის მიზნები, ამოცანები და მათი განხორციელების ფორმები

2.1. პარტიის მიზნები და ამოცანებია:

2.1.1. ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;

2.1.2. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება,  საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება;

2.1.3. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობა და დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისთვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარანტიების უზრუნველყოფის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;

2.1.4. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა და მოქალაქეებისათვის  ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა და ამ მიმართულებით მათი მყარი გარანტიების შექმნის და ევროპული ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნის ხელშეწყობა;

2.1.5. საქართველოს მრავალვექტორული – ევროატლანტიკური ორიენტაციის მხარდაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება;

2.1.6. აქტიური მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოების პოლიტიკური ნების გამოხატვისა და განხორციელების საქმეში;

2.1.7. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

2.2. აღნიშნული მიზნების (ამოცანების) განსახორციელებლად პარტია იყენებს პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კანონით დაშვებული საქმიანობის ნებისმიერ ფორმას.

3.     პარტიის წევრობა

3.1. პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ცნობს და აღიარებს პარტიის წესდებას და პროგრამას, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მისი მიზნების განხორცილებას, არ არის სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი.

3.2. დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.3. პარტიის წევრობა ნებაყოფლობითია.

3.4. პარტიის წევრად მიღება ხდება პირადი განცხადებისა და პარტიის არანაკლებ სამი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელსაც პოლიტკიური საბჭო განიხილავს არა უმეტეს სამი კვირის ვადაში.

3.5. პარტიიდან გასვლა თავისუფალია. პარტიის წევრი პარტიიდან გასულად ჩაითვლება მის მიერ განცხადების (მათ შორის, საჯარო განცხადების)  წარდგენის დღიდან.

3.6. პარტიის წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს პარტიის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, პარტიის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს წერილობითი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გარიცხულ იქნეს პარტიის წევრობიდან. გადაწყვეტილებას პირის პარტიიდან წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, დამსწრეთა ორი მესამედით. პარტიიდან გარიცხვის შემთხვევაში, პირი ტოვებს პარტიაში დაკავებულ ნებისმიერ თანამდებობას.

3.7. პარტიის წევრს უფლება აქვს:

3.7.1.        მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში;

3.7.2.        აირჩიოს და არჩეულ იქნას პარტიის ორგანოებში;

3.7.3.        მონაწილეობა მიიღოს პარტიის წესდებით დადგენილი მიზნების განხორციელებაში;

3.7.4.        მონაწილეობდეს პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში;

3.7.5.        მიმართოს პარტიის ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს ინფორმაცია პარტიასა და მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ;

3.7.6.        დადგენილი წესით ისარგებლოს პარტიის კუთვნილი ქონებით.

3.8. პარტიის წევრი ვალდებულია:

3.8.1.        დაიცვას პარტიის წესდებით დადგენილი მოთხოვნები;

3.8.2.        შეასრულოს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

3.8.3.        აქტიური მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში;

3.8.4.        გაუფრთხილდეს პარტიის სახელსა და ავტორიტეტს, ფართო პროპაგანდა გაუწიოს მის საქმიანობას;

3.8.5.        გაუფრთხილდეს პარტიის მატერიალურ ტექნიკურ ბაზას და იზრუნოს მისი განმტკიცებისთვის;

3.8.6.        ვალდებულია გადაიხადოს პარტიის საწევრო შენატანი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.

4.     პარტიის აქტივისტი (მოხალისე)

4.1. აქტივისტი (მოქალაქე) არის პირი, რომელიც მხარს უჭერს პარტიას და აქტიურად ეხმარება მას მიზნების მიღწევაში და ამავე დროს არ არის პარტიის წევრი და არ სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

4.2. პირის პარტიის აქტივისტად მიღებისა და მისი პარტიის აქტივისტობიდან გარიცხვის წესს ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

4.3. აქტივისტი ვალდებულია:

4.3.1.        შეასრულოს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

4.3.2.        აქტიური მონაწილეობა მიიღოს პარტიის როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი სტრუქტურების სახელით დაგეგმილ ნებისმიერ ღონისძიებაში;

4.3.3.        მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ადამიანური რესურსი პარტიის სახელის, ღირსებისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად.

4.4.       პარტიის აქტივისტს უფლება აქვს:

4.4.1.        მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში;

4.4.2.        ესწრებოდეს პარტიის საჯარო შეხვედრებს;

4.4.3.        მონაწილეობდეს შეხვედრების ორგანიზებაში;

4.4.4.        მონაწილეობა მიიღოს პარტიის წესდებით დადგენილი მიზნების განხორციელებაში;

4.4.5.        მიმართოს პარტიის ხელმძღვანელ პირებს, მიიღოს ინფორმაცია პარტიისა და მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ;

4.4.6.        დადგენილი წესით ისარგებლოს პარტიის კუთვნილი ქონებით;

4.5.       აქტივისტად ყოფნა ნებაყოფლობითია, აქტივისტს უფლება აქვს საკუთარი

      განცხადების საფუძველზე უარი თქვას აქტივისტობაზე.

5.     პარტიის  სტრუქტურა

5.1. პარტიის ხელმძღვანელი ორგანო:

5.1.1.        პარტიის უმაღლესი ორგანოა პარტიის წევრთა  ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 (ოთხ) წელიწადში ერთხელ მაინც. ყრილობა (რიგგარეშე ყრილობა) შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს ინიციატივით. ეს წესი ვრცელდება, როგორც ყრილობის, ასევე რიგგარეშე ყრილობის მოწვევაზე.

5.1.2.        ყრილობის მონაწილე პარტიის წევრების ან დელეგატების რეგისტრაციის წესს, ყრილობაზე მოსაწევ პარტიის წევრთა ან დელეგატთა (არანაკლებ 200 დელეგატთა) რაოდენობასა და დელეგატთა არჩევის წესს განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

5.1.3.        ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან დელეგატთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ყრილობაზე დამსწრე პარტიის წევრთა ან დელეგატთა ხმების უმრავლესობით.

5.1.4.        ყრილობის განსაკუთრებული პრეროგატივაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; პარტიის თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს წევრების, სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა და გათავისუფლება; პარტიის რეორგანიზაციის და თვითლიკვიდაციის; აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

5.1.5.        პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი. გარდა დამფუძნებელი ყრილობისა, რომელსაც ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და ნოტარიუსი.

5.2. პარტიის აღმასრულებელი ორგანო:

5.2.1.        ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის პოლიტიკური საბჭო. პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე;

5.2.2.     პარტიის პოლიტიკური საბჭო აირჩევა ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით. პარტიის პოლიტიკურ საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს თუ ყრილობა აირჩევს პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ წევრს ან/და შემადგენლობას;

5.2.3.     პარტიის პოლიტიკური საბჭო შედგება 9 (ცხრა) წევრისაგან, რომელიც შედგება პარტიის თავმჯდომარისა (რომელიც თანამდებობრივად შედის პოლიტიკურ საბჭოში და არის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე) და ყრილობის მიერ არჩეული 8 (რვა) წევრისაგან. პარტიის პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა მხოლოდ პარტიის წევრი;

5.2.4.     პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მოიწვევა პარტიის თავმჯდომარის ან პარტიის პოლიტიკურ საბჭოს წევრთა არანაკლებ 3 (სამი) წევრის მოთხოვნით;

5.2.5.     პარტიის პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. პარტიის პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. პარტიის პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

5.2.6.     პარტიის პოლიტიკური საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

5.2.6.1.  პარტიის სახლით მიმართვების, განცხადებების, პარტიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ცალკეული გადაწყვტილებების მიღება;

5.2.6.2. პარტიის სტრუქტურის დამტკიცება, სტრუქტურული ქვედანაყოფების (საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების, ადმინისტრაციული-ტერიტორიულ ერთეულებში წარმომადგენლობების) და სათათბირო ორგანოების, ინტერსეთა ჯგუფებისა და ასოციაციების შქმნის, რეორგანიზაციის, ფუნქციონირების შეჩერების და ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

5.2.6.3. პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურისა და დებულების, აგრეთვე სათათბირო ორგანოების, ინტერესთა ჯგუფების და ასოციაციების სტრუქტურისა და დებულების დამტკიცება;

5.2.6.4. განსაზღვრავსპარტიის სამდივნოს სტრუქტურას, მის ფუნქციებს, მდივნების დანიშვნისა და მათი განთავისუფლების წესს;

5.2.6.5. გარდა წესდებით პირდაპირ განსაზღვრული შემთხევებისა, შიდაპარტიული არჩევნების გზით ასარჩევი პირების ნუსხის (ჩამონათვალის) განსაზღვრა;

5.2.6.6. ყველა დონის არჩევნებისთვის პარტიული საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი კანდიდატის დამტკიცება;

5.2.6.7. პარტიის ბიუჯეტის დამტკიცება;

5.2.6.8. პარტიის სახელით დოკუმენტების შემუშავება-მიღების მიზნით ფორუმების და სხვა შეკრებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

5.2.6.9. პარტიის საწევრო შენატანისა და წესებისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

5.2.6.10.       ამ წესდებით გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ განეკუთვნება პარტიის სხვა ორგანოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას;

5.2.6.11.       პარტიის პოლიტიკური საბჭო ანგარიშვალდებულია პარტიის ყრილობის წინაშე;

5.2.6.12.       პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს პოლიტიკური საბჭოს  თავმჯდომარე.

5.3. პარტიის მაკონტროლებელი ორგანო:

5.3.1.        პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა პარტიის სარევიზიო კომისია;

5.3.2.     სარევიზიო კომისიის წევრები აირჩევა ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისიის წევრებს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს ვადამდე, თუ ყრილობა აირჩევს სარევიზიო კომისიის ახალ წევრს ან/და შემადგენლობას. სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარტიის ყრილობა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წარდგინებით;

5.3.3.     სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს;

5.3.4.     სარევიზიო კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით;

5.3.5.     სარევიზიო კომისია უფლებამოსილია განახორციელოს პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია, პარტიის წევრთა აღრიცხვიანობის კონტროლი, აგრეთვე პარტიის წესდებით, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

5.3.6.     სარევიზიო კომისია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს პარტიის ყრილობას, ხოლო წელიწადში ერთხელ პოლიტიკურ საბჭოს.

5.4.     პარტიის ხელმძღვანელი და ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე

                  უფლებამოსილი პირი:

      5.4.1.პარტიის ხელმძღვანელ და ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა ყრილობის მიერ 4 (ოთხი) წლის ვადით. ყრილობის მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, პარტიის თავმჯდომარე წესდების საფუძველზე, ხელმძღვანელობს პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს;

      5.4.2.   ერთპიროვნულად წარმოადგენს პარტიას და პოლიტიკურ საბჭოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, აგრეთვე, მესამე პირებთან ურთიერთობაში;

      5.4.3.  პარტიის და პოლიტიკური საბჭოს სახელით ხელს აწერს პარტიის დოკუმენტაციაზე;

      5.4.4. პარტიის და პოლიტიკური საბჭოს სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და

                მიმართვებს;

      5.4.5. ახორციელებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6.     პარტიის ფინანსები, ქონება და მისი ფორმირების წყაროები

6.1. პარტიის ქონების და სახსრების ფორმირების წყაროებია:

6.1.1.        პარტიის წევრთა საწევრო შენატანები (საწევრო შენატანის და წესებისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო);

6.1.2.        შემოწირულობები;

6.1.3.        კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;

6.1.4.        პარტიის გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო, საინფორმაციო და სხვა საქმიანობიდან გამომდინარე მიღებული თანხები, ასევე სხვა შემოსავლები, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით;

6.1.5.        პარტია უფლებამოსილია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რაც ესაჭიროება საწესდებო მიზნების განსახორციელებლად;

6.2. პარტიის სახსრების განკარგვა დასაშვებია მხოლოდ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად და მისი განაწილება პარტიის წევრებს შორის აკრძალულია.

7.     პარტიის  საქმიანობის შეწყვეტა

7.1. პარტიის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველზე.

7.2. პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7.3.  პარტიის რეორგანიზაცია (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის შემთხევაში ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა დადგენილი წესით.

7.4. პარტიის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით.

7.5. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.

8.     წესდების შეცვლის წესი

8.1. წესდების შეცვლა, მასში ცვლილებისა და დამატებების შეტანა შეუძლია მხოლოდ პარტიის ყრილობას.

8.2. პარტია ვალდებულია წესდებაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, 10 (ათი) დღის ვადაში აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

8.3. წესდებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.

        წესდებას თან აქვს დანართი 1 ფურცელი.

ყრილობის თავმჯდომარე: თამარ კიკნაძე

         ნოტარიუსი: ქეთევან ბოჭორიშვილი