იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას;
სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას.
სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.
2,425
ევროპელი სოციალისტები • European Socialists
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ოფიციალური ფეისბუკ გვერდი
📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულების მომზადებაზე, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა).🔷 თუმცა, როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს ცვლილებები ადრეც უნდა განხორციელებულიყო და საინტერესოა რამ განაპირობა დღეს ამ ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში.🔷 „ამ კანონის მიღება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიკვირს აქამდე რატომ არ იყო გათვალისწინებული ეს მუხლი კოდექსში. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში? - რამ განაპირობა ამ ცვლილებების შეტანა კოდექსში ახლა? იყო რაღაც შემთხვევები, ან უკონტროლო ვითარება, რომელმაც დააჩქარა ამ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა?“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.🔷 თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლის კოდექსში განაპირობა ბოლოდროინდელმა პრაქტიკამ და დღეს ქვეყანაში არსებულმა გამოწვევებმა.
📌საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს ვალდებულება ქვეყნის პრეზიდენტს ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების საკითხი შეუთანხმოს.🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში “ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.🔷 აღნიშნული ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარმოადგინა.🔷 „ბატონო გიორგი, როცა თქვენ დაგჭირდათ, მაშინ თქვით, რომ უმრავლესობამ აირჩია პრეზიდენტი. პარლამენტის დღევანდელი უმრავლესობა არჩეულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ.🔷 ეხლა რაც შეეხება საკითხს, უნდა შეუთანხმოს თუ არა უმრავლესობამ პრეზიდენტს გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები პრეზიდენტს, ამის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ.🔷 კანონი ყველასთვის უნდა იყოს მისაღები და ათეული და მეტი წლები უნდა მოქმედებდეს. შეუძლებელია კანონი იცვლებოდეს ახალი პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე.🔷 დღეს ის (სალომე ზურაბიშვილი) ჩემი პრეზიდენტი არ არის. მე მას მივეცი ხმა, მაგრამ შევცდი და ვფიქრობ, მე დღეს უმცირესობაში არ ვარ.🔷 მე მგონი, თქვენ სხვა სიბრტყეში ხართ დღეს“. - მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.
📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კომენტარი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე
📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ თუკი, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარალმენტში დააინიცირებს წინადადებას 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, იგი ამას მხარს დაუჭერს და აქ არ აქვს მნიშვნელობა პირველობას, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ეს საკითხი დღის წესრიგში ერთი წელზე მეტი ხნის წინ დააყენა.🔷 „ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ წელზე მეტია, რაც ჩვენ გავაკეთეთ განცხადება როგორც პრეს-კონფერენციაზე, ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზიდან არაერთხელ და აღვნიშნეთ, რომ ასეთი კომისიის შექმნა აუცილებელია.🔷 მიმაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია დღესვე და არა 10-12 წლის შემდეგ.🔷 შესაბამისად, ჩვენი პარტიისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.🔷 მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვედით ამ ინიციატივით, ვითხოვდით ყველაფრის დადგენას. თუ რა, როგორ მოხდა და როგორ გაიყიდა ჩვენი მიწა, როგორ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20% - ი, როგორ დავკარგეთ ჩვენ კოდორის ხეობა, რომელიც ამ ომში არ იყო ჩართული და მრავალი სხვა. ეს საკითხი აქტუალურია დღესაც და ამას არ სჭირდება არავითარი პირობები“. - მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.🔷 დეპუტატის განცხადებით, თავის დროზე, როცა მის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ გაკეთდა განცხადება, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ ამ ინიციატივას, მაგრამ საჭირო 50 ხმის მოგროვების პრობლემა იდგა დღის წესრიგში, რადგან „ე.წ. ოპოზიცია გამოდიოდა ამ ინიციატივის წინააღმდეგ, რადგან ისინი თავად იყვნენ ამ პროცესების მონაწილეები“.🔷 „როგორც აღვნიშნე, ეს საკითხი ჩვენს მიერ იყო დაინიცირებული და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მაშინ ჩვენ მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ ვინაიდან 50 ხმა იყო საჭირო და ე.წ ოპოზიციას ამაში ჩვენ მხარს არ გვიჭერდა, რადგან თვითონ იყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, საბოლოო გადაწყვეტილებით ამ ინიციატივას მსვლელობა არ მიეცა.🔷ეხლა რადგანაც „ხალხის ძალა“ შედის უმრავლესობაში, მათ შეილება მიიღეს გარანტია მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ისინი მიიღებენ იმ 50 ხმას, ამ საკითხის დასაინიცირებლად. 🔷 აქ პირველობაზე არ არის საუბარი. ვინც ამ საკითხს გაიტანს, ნათელს მოჰფენს რეალობას და საქართველოს მოსახლეობას მისცემს საშუალებას იცოდეს სიმართლე, თუ როგორ და ვისი მეშვეობით დაიკარგა საქართველოს მიწები, ჩვენ ამ ინიციატივას ყველანაირად მხარს დავუჭერთ“. - განაცხადა დეპუტატმა.