





























იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას;
სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციას.
სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება.

2,059
ევროპელი სოციალისტები • European Socialists
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
◾პარტია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადება![]()
◾პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი თანაგრძნობას უცხადებს თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. ![]()
◾„უდიდეს მწუხარებას და თანაგრძნობას გამოვხატავთ თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. “ - ნათქვამია განცხადებაში.
▪️პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საგარეჯოში მომხადარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.![]()
▪️„გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ეს არის უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე. დაშავებულებს და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“ - ფრიდონ ინჯია.