main page

Join now

Become a European socialist

Get acquainted with the program, fill out the registration form and wait for the call of our representative!

facebook

Cover for ევროპელი სოციალისტები • European Socialists
2,278
ევროპელი სოციალისტები • European Socialists

European Socialists • European Socialists

Official Facebook page of the party "European Socialists"

📍 „დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“. - ფრიდონ ინჯია.🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეორე მოსმენით „საერთო სასამრთლოების“ შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთერთ ვალდებულებას წარმოადგენს. ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს. 🔹 დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის შესახებ. ასევე, დროული გახლდათ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატთა ხმები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებას, არ აიღებენ არანაირ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. „ 🔹 „პასუხისმგებლობა მაინც იქნება თავიდან ბოლომდე თქვენზე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის“. - აღნიშნა დეპუტატმა.🔹 ფრიდონ ინჯიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა პარამეტრით წინ უსწრებდა როგორც უკრაინას, ასევე, მოლდოვას. ამასთან, დეპუტატის აზრით, აბსოლუტურად გაუგებარია თუ რის საფუძველზე შეიმუშავა ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ 27 ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირის წევრია, მსგავსი სახის შესასრულებელი პირობები რეკომენდაციების სახით თავის დროზე არცერთი მათგანისთვის არ წაუყენებიათ.🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში გადამწყვეტი როლი ენიჭება კანონის უზენაესობას და ის ათასობით საქმე, რომელიც წლებია თაროზეა შემოდებული, პროკურატურამ უნდა განიხილოს და აღასრულოს კანონი. 🔹 ფრიდონ ინჯიას აზრით, მისთვის მისაღებია უმრავლესობის მიერ შემუშავებული „საერთო სასამრთლოების“ შესახებ კანონი და იგი ამ კანონის მიღებას მხარს დაუჭერს. 🔹 „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონი უნდა მივიღოთ არა იმისთვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, არამედ იმისთვის, რომ კანონი გამოადგეს ქვეყანას და მომავალ თაობებს“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.🔹 დეპუტატმა პარალელი გაავლო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდსა და დღევანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის და აღნიშნა, რომ სააკაშვილის პერიოდში პრაქტიკულად, გამორიცხული იყო კრიტიკული აზრის გამოთქმა, მით უმეტეს, საჯაროდ და ღიად. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი, ეს მოახერხა და დღეს არის შესაძლებელი საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს ყველამ. „მაგრამ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი პრინციპულობა ქვეყნისთვის საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში“. - დასძინა დეპუტატმა. 🔹 რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად. 🔹 „დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სიტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 რეკომენდაცია მოგონილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. ... See MoreSee Less
View on Facebook
View on Facebook
View on Facebook
📍 როგორ ეხმაურებიან რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები თანამემამულეები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლას დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე👇👇 ... See MoreSee Less
View on Facebook
📍 ფრიდონ ინჯია - ისეთი კანონპროექტები გვჭირდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან მიგრაციის პროცესს საქართველოს სასარგებლოდ შეცვლის🔶 „უნდა შემუშავდეს ისეთი კანონპროექტები, რომლებიც საქათველოდან მიგრაციის პროცესს ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის, სტიმულს მისცემს ქართულ დიასპორებს დააბანდონ კაპიტალი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, ასევე სტიმულირებას გაუკეთებენ საქართველოს კერძო სექტორს მათთვის საჭირო კვალიფიციური კადრები ქართული დიასპორებიდან მოიზიდონ“. 🔶 ამ საკითხებზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს განვითარებისთვის ქართული დიასპორის ჩართულობისა და მდგრადი კაპიტალის მოზიდვის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას. 🔶 „ამ მოკვლევისგან ველოდებით იმას, რომ კომიტეტს ჰქონდეს დასაბუთებული, გამყარებული საფუძველი ისეთი კანონპროექტების მოსამზადებლად, რომელიც სტიმულს მისცემს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ჩამოვიდნენ და იქ დაგროვებული კაპიტალი მოიზიდონ საქართველოში. უნდა შევიმუშაოთ ისეთი კანონპროექტები, რომელიც მიგრაციას ჩვენს სასარგებლოდ შეცვლის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კვლევაში უნდა იყოს არგუმენტაცია, ფაქტორები, უნდა იყოს შესწავლილი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 🔶 ამასთანავე დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა უცხოეთში განათლებამიღებული კადრების საქართველოს კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობაზეც. 🔶 „თუ იმას მოვახერხებთ, რომ აქ კერძო სექტორში დასაქმდებიან კადრები, რომლებმაც უცხოეთში მიიღეს განათლება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვით. ამ პროცესს უნდა დაეხმაროს საკანონმდებლო ბაზა, რომლიც სტიმულს მისცემს კერძო სექტორს დაასაქმოს და ხელი შეუწყოს ჩვენი თანამემამულეების დაბრუნებას საქართველოში“, - ხაზი გაუსვა ფრიდონ ინჯიამ. 🔶 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ასევე დააყენა საკითხი საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. 🔶 მისი თქმით, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო წლების წინ საქართველო დატოვა და ახლა ვერ ახერხებს მოქალაქეობის მიღებას. 🔶 ამის მაგალითად ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის წევრებს მოასმენინა მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთი თანამემამულის ირინა ჯოგლიძის მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მისამართით გავრცელებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ემიგრანტი საუბრობს პირადად მისი და მისი აწგარდაცვლილი მეუღლის მიერ წლების განმავლობაში ქართული სახელმწიფოსთვის და რუსეთში არსებული ქართული სათვისტომოსთვის გაწეული ღვაწლის შესახებ. როგორც ემიგრანტი აღნიშნავს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე მას უარი ეთქვა, რაც მას ეჭვს უჩენს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების ობიექტურობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით. 🔶 პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ პირადად მასთანაც ძალიან ბევრი მსგავსი საქმე შედის, თუმცა არსებობს გარკვეული მიზეზები, რის გამოც კომისიის მიერ ხარვეზდება ესა თუ ის განაცხადი. 🔶 კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას ამ კონკრეტული შემთხვევის სამუშაო რეჟიმში განხილვას დაჰპირდა. 🔶 ამასთანავე ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის წინაშე არსებულ საჭიროებებზეც, რაც, მისი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა წლიური გეგმის თანახმად უნდა განიხილოს. 🔶 „ამ დღეებში რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორის დღეები იმართება, და ჩვენი სათვისტომო ყოველთვის ძალიან ღირსეულად და მაღალ დონეზე ახერხებს თავის წარმოჩენას. კარგი იქნება, თუ საქართველოში გარკვეულ ღონისძიებებზე მოვიწვევთ იმ ქართველებს.🔶 იყო დრო, როდესაც ბევრს ანკეტაში არ შეჰქონდა თავისი ქართული ეროვნება უხერხულობის გამო... თუმცა დღეს რუსეთის ფედერაციაში შეიცვალა მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ იქ გამოჩნდა ერთი ადამიანი - დავით ცეცხლაძე, რომელმაც ჩვენი თანამემამულეები იქ გააერთიანა და მათ ხელმძღვანელობს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 🔶 მისი თქმით, მხოლოდ მოსკოვში შესაძლოა იყოს 400-500 ათასი ჩვენი თანამემამულე. 🔶 „რუსეთში 90 რეგიონია. წარმოიდგინეთ, ამ რეგიონებში 1000-დან 10 ათასამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს თავისი ოჯახებით. მხოლოდ დიასპორის კონცერტებზე 2000 კაცი მიდის, მათ ხომ ჰყავთ ოჯახის წევრებიც. იქ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ბევრი ამბობს მხოლოდ 100 000-მდეო, თუმცა როგორ შეიძლება 100 ათასამდე იყოს, როდესაც მხოლოდ აფხაზეთიდან, კონფლიქტის დროს 200-300 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე წავიდა იქ“, - განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ. ... See MoreSee Less
View on Facebook