🇷🇪 🇨🇳
🔷 პარტია “ევროპელი სოციალისტების” განცხადება ტაივანში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით
🔷 საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტები” აღიარებს რა და მტკიცედ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპს, არ ცნობს ტაივანში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს.
🔷 “საქართველო, როგორც ერთგული საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებებისა და მიერთებული არაერთ კონვენციასა თუ ხელშეკრულებას, ტაივანს განიხილავს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად.
🔷 შესაბამისად, „ევროპელ სოციალისტებს“ მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.
🔷 ამასთანავე, მოვუწოდებთ გარე ძალებს თავი შეიკავონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში უხეში ჩარევისგან, ვითარების ესკალაციის პროვოცირებისგან და ხელი შეუწყონ „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის მშვიდობიან განხორციელებას.
🔷 ხაზგასმით აღვნიშნავთ ჩვენს მადლიერებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორისადმი, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი და აქტიური მხარდაჭერისათვის“, – ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.