То, что правящая партия показала народу посредством процедуры импичмента, будущее прольет больше света на это - Фридон Инджиа

📍 რა აჩვენა ხალხს მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურით, ამას მომავალი ეფრო ნათელს მოჰფენს;

🔷 ის, რომ ეს იყო დადგმული სცენარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და პრეზიდენტის მიერ, ეს ნათლად გამოჩნდა პარლამენტის სხდომაზე;

🔷 როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, პეზიდენტი მაშინვე უნდა გადამდგარიყო და პარლამენტში მასკარადი არ გაიმართებოდა;

🔷სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატები, საპარლამენტო რესპუბლიკაში, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, რომ ის არ იმსახურებს იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ქალის პირველობა ჩვენ საუკუნეების უკან გვაქვს გამოვლილი და ძალიან წარმატებული თამარ მეფე გვყავდა;

🔷 უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ის მშვიდობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, არის მმართველი პარტიისა და დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება;

🔷 დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილის ხელისუფლება, საქართველო არ იარსებებდა. იგი დიდი ხნის წინ იქნებოდა განადგურებული; ეს არის ის საპირწონე, რომელიც მე, გარკვეულწილად, მაიმედებს, რომ დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯები იქნება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე;

🔷 სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან და დღეს უკვე მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს არც მთავრობის მხრიდან;

🔷 ევროკავშირში სალომე ზურაბიშვილს უსმენს ევროპარლამენტართა ის ჯგუფი, რომელთაც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება უნდა;

🔷 სალომე ზურაბიშვილი ღირსეული გადადგომით კიდევ დარჩებოდა პოლიტიკურ ველზე და თავის გარკვეულ ადგილს დაიკავებდა საზოგადოებაში;

🔷 ევროპარლამენტართა გარკვეულ ნაწილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავს და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეები, იმ პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი, ვინც მართავს ამ პროცესებს. იმედია, ახალი ელჩის პირობებში პროცესები საქართველოს სასიკეთოდ შეიცვლება;

🔷 ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში მაიდანი განმეორდეს. ჩვენ არ გვინდა ომი და არეულობა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. თუკი ჩვენს ქვეყანაში მაიდანის მცდელობა იქნება, მე ვფიქრობ, მთელი საქართველო ფეხზე დადგება და ამ პროცესს შეეწინააღმდეგება;

🔷 საქართველომ სწორად უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და პრაგმატულად შეხედოს ყველაფერს, გააკეთოს ის, რაც მისაღები და მომგებიანია ჩემი ქვეყნისთვის, ის, რაც სამშობლოში დააბრუნებს ემიგრანტებს, ის, რაც გაამრავლებს ქართველ ერს და საქართევლოში მცხოვრებ მოსახლეობას, ის რაც დაიცავს და შეინარჩუნებს საქართველოს უნიკალურ ბუნებას;

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*