ფრიდონ ინჯიას გამოსვლა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე 05. 02. 2023

📍 საქართველოს პარლამენტში ახალი სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში 4 კომიტეტის (იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების) გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, რომლებმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინეს.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა რიტორიკისთვის რომ დაეჯერებინა ქვეყნის ხელისუფლებას, სახელმწიფო დღეს ომში იქნებოდა ჩართული. ამიტომ, დასაფასებელია, ის პოლიტიკური ნაბიჯები და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რაც ხელისუფლებამ ამ რთულ პერიოდში გამოიჩინა.

🔷 „მადლობა მინდა ვუთხრა ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობაა. მშვიდობა, რომელმაც განაპირობა ის ეკონომიკური წინსვლა, რაც დღეს საქართველოშია. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური მაჩვენებელი ევროპის ბევრ ქვეყანას და ჩვენს სამეზობლოსაც კი უსწრებს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობა გარკვეულ წილად ლიბერალურია.

🔷 „როგორი ხედვა გაქვთ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ? ვფიქრობ, ამ მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ, განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ამ თავლსაზრისით ჩვენთან კანონმდებლობა გარკვეულწილად ლიბერალურია“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დღეს არსებული იუსტიციის სახლები, სადაც დანერგილია სხვადასხვა ინოვაციური სერვისები, მსოფლიოში ერთერთი სამაგალითოა.

🔷 „დიდი მიგნება და სამაგალითოა, მომსახურეობის ის სფეროები, რომლებიც დანერგილია იუსტიციის სახლებში“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება თავდაცვის მინისტრობის ახალ კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს, როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, ირაკლი ჩიქოვანის განვლილ ცხოვრებასა და გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის პოზიციაზე, უარყოფითი შეფასება შეუძლებელია.

🔷 დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანს მიმართა თხოვნით, ყურაღება გაამახვილოს გარკვეულ სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ამ სფეროში წესრიგის დამყარების საკითხებზე.

🔷 თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ნარკომანიის პრობლემასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება, ამ საკითზე საჭირო და აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*