საქართველოს პარლამენტში ახალი სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში 3 კომიტეტის (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა) გაერთიანებულ სხდომაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, რომლებმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინეს.

📍 საქართველოს პარლამენტში ახალი სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში 3 კომიტეტის (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა) გაერთიანებულ სხდომაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, რომლებმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინეს.

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს აბედათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, თუ როგორია მინისტრობის კანდიდატის ხედვა ამ უძველესი ისტორიული მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.

🔷 „უდაო, რომ ეს ძეგლი უნდა გადარჩეს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ სწორ გეგმას შეიმუშავებთ ამასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, თქვენ ეს საკითხი გულთან ახლოს მიიტანეთ, ჩახვედით და ადგილზე გაეცანით აბედათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კულტურის სფეროს განვითარება. 30 წლის განმავლობაში საქართველოში ეს სფერო იყო მიტოვებული.

🔷 „კულტურა ეს არის იდეოლოგიისა და პოლიტიკის ნაწილი. კულტურა ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. კულტურის გარეშე ქვეყანაში იდეოლოგია არ ყალიბდება.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება შეკითხვებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატთან გიორგი ამილახვართან, დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო კვლევითი ერთეულების რანჟირების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მინისტრობის კანდიდატმა თავის მოხსენებაში ისაუბრა. დეპუტატის თქმით, მისასალმებელია, სამინისტროს მხრიდან სამეცნიერო კვლევით ერთეულებთან დაკავშირებით ასეთი მიდგომა.

🔷 „ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მოიზიდოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მეცნიერების დარგში არიან დაკავებულნი და არა მარტო ისინი, არამედ მათი კოლეგებიც. ამ მხრივ უპრიანი იქნება მოხდეს ამ მიმართულების ერთობლივი კომერციალიზაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო მიმართულებაა. ასეთი მიდგომა მე არცერთი მინისტრისგან არ მომისმენია, რომ ყოველ წელს იქნება მეტი და მეტი დაფინანსება სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები ჩასატარებლად“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებათა აკადემია არ შედის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, მნიშვნელოვანია სამინისტრომ უფრო მეტად გამოიყენოს მეცნიერებათა აკადემიის პოტენციალი.

🔷 „მიმაჩნია, რომ მეცნიერებათა აკადემიაში არის დიდი პოტენციალი და თუ თქვენ ამ პოტენციალს გამოიყენებთ, დარწმუნებული ვარ სამინისტროს მუშაობის შედეგები გაცილებით მაღალ დონეზე იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. უნდა გითხრათ, რომ საქართველო, ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მეცნიერებით, სრულყოფილი ტექნოლოგიებითა და გამოგონებებით, სიახლეების დანერგვით.“ – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხაზი გაუსვა სახელმწიფოში ფარმაცევტული კომპანიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების თვალსაზრისით.

🔷 „ყოფილი პრემიერის მხრიდან იყო მცდელობა, რომ დაებალანსებინა მედიკამენტებზე ფასების საკითხი, რომ 400-500 %-იანი მოგება არ ჰქონოდათ ფარმაცევტულ კომპანიებს, მაგრამ პრობლემის გადაჭრა საბოლოოდ ვერ მოხერხდა. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, შეიქმნას ერთი მაინც, სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებს.

🔷 ერთი ფარმაცევტული საწარმოს შექმნას დაახლოებით 8-9 მილიონი ევრო დასჭირდება, რომელიც შეძლებს გამოუშვას დაახლოების 150 დასახელების წამალს. ამ საწარმოს გახსნას არ სჭირდება სავალუტო ფონდის, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანხმობა. ეს საკითხი თქვენს კომპეტენციაშია“. – მიმართა ფრიდონ ინჯიამ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს.

🔷 „დღეს დღეისობით პრაქტიკულად შეუძლებელია მედიკამენტებზე ფასების გაკონტროლება. ეს შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს არსებობის პირობებში. ეს იქნება სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო მინიმალური მოგებით, დაახლოებით 10-15 % ის ფარგლებში. სამაგიეროდ, ამ საწარმოს მიერ გამოშვებული 150 დასახელების წამალი იქნება ხელმისაწვდომი მოსახლების გარკვეული კატეგორიისთვის, როგორიც არიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველი პირები. ამასთანავე, ამით დარეგულირდება ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს არსებული ვითარება“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით და მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მიმართა შეკითხვით თუ რა ხედვები და წინადადებები აქვს მას ამ პრობლემის გადასაჭრელად.

🔷 „სოფლები დაიცალა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მოტივაცია იცხოვროს და გამრავლდეს სოფლად. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შექმნას ღირსეული ცხოვრების პირობები. მოსაფიქრებელია ეფექტური მექანიზმი, რომელიც სოფლებში დღეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს გვიჩვენებს. გთხოვთ წარმოგვიდგინეთ თქვენი ხედვა ამ მიმართულებით“. – აღნიშნა დეპუტატმა.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*