ფრიდონ ინჯიას გამოსვლა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ – საყოველთაო სახალხო განხილვა

🔴საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მონაწილეობას იღებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაში, რომელმაც სტარტი აიღო დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან.

🔷ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 22 აპრილს საორგანიზაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა მოსახლეობასთან, სადაც შეხვედრა საკითხის ირგვლივ სიტყვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

🔷„მე როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა პარტიამ პირველმა აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

🔷 ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2020 ის არჩევნები ჩატარდა სრულიად გამჭვირვალედ და წინა საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რომელსაც რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო არჩევნების შედეგებზე.

🔷 მე როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს არ მიმაჩნია, რომ როგორც ოპოზიციური პარტია, აუცილებლად უნდა იყო ხელისუფლების წინააღმდეგი, ან იმ კარგი საქმეების წინააღმდეგი, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება.

🔷რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც მე ჩემს სათქმელს ვამბობ და მაქვს არგუმენტაცია განსხვავებული მოსაზრებისას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შესთავაზა საკუთარი წინადადება, რომ კანონპროექტის სათაურში სიტყვა ოჯახური ღირებულებები შეიცვალოს სიტყვით – ქართული ღირებულებები.

🔷„ვსარგებლობ შემთხვევით, რადგან ამ საკითხის საერთო-სახალხო განხილვაა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

აქედან გამომდინარე, ის ჩანაწერი, რომელიც მმართველმა პარტიამ საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, კერძოდ, ოჯახურ ღირებულებათა შესახებ, აქ მე ოჯახური ღირებულებების ნაცვლად ჩავწერდი ქართულ ღირებულებს.

🔷რატომ? – ყველა ოჯახს, ყველა ქვეყანაში თავისებური ღირებულებები აქვს და ზოგიერთ ქვეყნებში მათი ღირებულებები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომ მე გთავაზობთ, – სიტყვა ოჯახური ღირებულებები შევცვალოთ სიტყვით – „ქართული ღირებულებები“ და ამაში შედის ოჯახიც, ტრადიციებიც, ის ძალაც რაც ყველას სულშია, რამაც გადაარჩინა საქართველო საუკუნეების განმავლობაში.

🔷იყვნენ იმპერიები, რომლებმაც გაანადგურეს სახელმწიფოები, მაგრამ საქართველო გადარჩა და ქართული სახელმწიფო იქნება მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს“. – განაცხადა თავის გამოსვლაში ფრიდონ ინჯიამ.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*