საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით ჟენევის ფორმატის პარალელურად შეიქნას მოლაპარაკებების ახალი ფორმატები, სადაც ჩართული იქნება ჩინეთი, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.
ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.