📍 „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება გახლავთ ევროკავშირის შეკვეთა;
📍 თუ ჩვენ ეს კანონი შეკვეთით მივიღეთ და დავუშვით პრეცედენტი, ხვალ ასეთი შეკვეთა და მოთხოვნა კიდევ იქნება. ამიტომ ჩემთვის ასეთი შეკვეთით მიღებული კანონები მიუღებელია და მე ამ კანონისთვის ხმა არ მიმიცია;
📍 ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ შემოტევებს ამ გლობალიზაციისა და ულტრალიბერალიზმის ეპოქაში;
📍 ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ დაიჩაგროს ჩვენი ქვეყნის ინტერსები. ამ ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ის ლიბერალური შეხედულებები ძირითადად, არის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო;
📍 მე არ ვიცი, რა პირობა უძღოდა წინ ამ კანონის მიღებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას.
ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.