«Без восстановления территориальной целостности страны развитие страны не будет полным» - Фридон Энг

📍"Без восстановления территориальной целостности страны развитие страны не будет полным".

👉 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

🔷 დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს სტუმრობს ჯონათან ჯანოგლის ხელმძღვანელობით, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენს.

🔷 შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ ყურადღება გაამახვილა დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბოლო ათეული წლის განმავლობაში გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც ძირითადად იყო და არის დაფუძნებული ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერსებზე.

🔷„ჩვენ პირველად არ ვხვდებით და ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, რომლის განკარგულებაში, დაახლოებით 100 წლის წინ ნახევარი მსოფლიო იყო. საინტერესო და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თქვენთვის პირველი ადგილი უკავია ქვეყნის ინტერსებს. აქ მე მახსენდება 1982 წელი, ფოლკლენდის კუნძულები, რომელიც არგენტინასთან ახლოს მდებარეობს, როდესაც საკითხი თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხო, მაშინ, პრაქტიკულად, არგენტინის მცდელობა ნაცარტუტად იქცა და თქვენ შეძელით უკან დაგებრუნებინათ აღნიშნული კუნძულები.

🔷 ეს იყო ერთ-ერთი საკმაოდ პრინციპული მაგალითი, სადაც ბრიტანეთმა, როგორც სახელმწიფომ, დაადასტურა თავისი სახელმწიფოებრივი მიდგომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირის რიგების დატოვების შესახებ, რაც მისი განცხადებით, ასევე, ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე იყო ნაკარნახევი.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს უფრო მიმზიდველი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დროულად, სხვა შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობა გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნისთვის აზრს დაკარგავს.

🔷 „დღეს საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ვიმედოვნებთ, რომ ამით მივაღწევთ იმ განვითარების დონეს, როგორი განვითარების დონეც მაგალითისთვის, თქვენს სახელმწიფოს აქვს. გამოგვივა თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ევროკავშირში შესვლა ჩვენ გვინდა დროულად და არა ათეული წლების შემდეგ, რა მაგალითებიც არსებობს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ათეული წელია რიგში დგანან. 10-20 წლის შემდეგ ჩვენ შესაძლოა ისე განვვითარდეთ, რომ აღარ მოგვინდეს ევროკავშირში გაწევრიანება, ისევე როგორც თქვენ აღარ მოგინდათ ევროკავშირის წევრობა“. – მიმართა ფრიდონ ინჯიამ დელეგაციის წევრებს.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსთვის უპირველეს და უმთავრეს ამოცანად რჩება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რის გარეშეც, ქვეყნის განვითარება და პროგრესი ვერ იქნება სრულყოფილი და სრულფასოვანი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლებამ გამონახოს სწორი გზა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით.

🔷 „მე თქვენს წინაშე ვსაუბრობ როგორც პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე. ჩვენ ვართ მემარცხენე პოლიტიკური ძალა და უკმაყოფილოები ვართ ქვეყნის ხელისუფლების ნაბიჯებით, რადგან ხელისუფლება ბევრ რამეს ისე არ აკეთებს, როგორც ეს ქვეყნის ინტერსებშია.

🔷 პრაგმატულად რომ ვიმსჯელოთ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, ქვეყნის განვითარება სრულყოფილი არ იქნება. დღეს თქვენ, როგორც დიდი სახელმწიფო, მხარს უჭერთ უკრაინას. უკრაინას ჩვენც ვუჭერთ მხარს ყველა მხრივ, მაგრამ არ ისე როგორც თქვენ. თქვენ პრინციპში რუსეთთან გამოცხადებული გაქვთ ომი. იმიტომ, რომ უკრაინაში ომობენ ნაწილობრივ თქვენი იარაღით, იქ თქვენი ინსტრუქტორები მუშაობენ, იქ თქვენი მოხალისეები არიან. სანქციები სრულად გაქვთ გამოყენებული. მაგრამ კითხვა ასეთია, რას გვერჩიან ჩვენ, ჩვენც ვიომოთ რუსეთთან?! … აი მაგალითად, ჩვენ ვიომეთ 2008 წელს, მაგრამ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 22% -ი და დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე, გამოგვივა ომი, ისე როგორც თქვენ ომობთ რუსეთთან?! რას შემოგვთავაზებთ, ჩვენ გვინდა მივიღოთ თქვენგან რჩევა. ვიომოთ თქვენსავით, თუ დაველაპარაკოთ რუსეთს?!“ – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔷 Члены парламентской делегации Великобритании внимательно выслушали заявления и вопросы председателя политической группы, однако конкретных ответов на встрече не дали.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*